ლიტერატურული წახნაგები: გალაკტიონის "თოვლი"

რეიტინგი

4.4 / 5

ნახვა

1885

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ხმოვანი

ანოტაცია

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Exegi Monumentum („ძეგლი ავაგე“) გთავაზობთ საუბარს ქართული პოეზიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შედევრზე, გალაკტიონის 1916 წელს დაწერილ ლექს „თოვლზე“, რომელიც პოეტის მეორე კრებულში, "არტისტულ ყვავილებში“ შევიდა. ლექსი განსაკუთრებული პოეტური ოსტატობითაა დაწერილი და მასში აისახა მსოფლიო სიმბოლიზმისათვის დამახასიათებელი რთული ფორმები, მაგალითად, სინესთეზია (ერთი გამღიზიანებლის მიერ აღქმის სხვადასხვა სფეროს ერთდროული გააქტიურება), კერძოდ, მხედველობის, სმენის, შეხებისა და სულის მოძრაობის ამსახველი ტერმინების სინესთეზია ლექსის მთავარ სიმბოლოსთან, თოვლთან დაკავშირებით. ლექსი იწყება ყველაზე ლირიკული სიტყვით („მე“) და ქართულ პოეზიაში ბარათაშვილის მიერ დამკვიდრებული პერსონალური შეფასებით – „მიყვარს“ („მიყვარს ყაბახი“, „მიყვარს ტიტინი“, „მიყვარს თვალები მიბნედილები“, გალაკტიონისვე „ძველი რვეულიდან“: „მიყვარს შენი სახელის უცხოეთში ხსენება“), რაც ხაზს უსვამს ტექსტის ძირითად სამიზნეს, სიყვარულს. ეს ლექსი სწორედ სიყვარულზე, მის დაბადებასა და სიკვდილზე, მის შესაძლო აღორძინებაზეა. რა არის სტროფების განმეორების მიზანი „თოვლში“, რამდენად აისახა ამ შედევრში მსოფლიო ლიტერატურა, რისი თქმა სურდა გალაკტიონს უკანასკნელი სტრიქონებით („როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი, როგორმე ქარმა თუ მიმატოვა") – ამ საკითხებზე იქნება საუბარი გადაცემაში.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN1
გამომცემლობარადიო თავისუფლება
გვერდები41
გამოცემის წელი2018