ლიტერატურული წახნაგები: შეყვარებული ბარათაშვილი

რეიტინგი

4.2 / 5

ნახვა

1542

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ხმოვანი

ანოტაცია

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) გთავაზობთ საუბარს უდიდესი ქართველი ლირიკოსის, ნიკოლოზ ბარათაშვილის სატრფიალო გატაცებებზე, მის ოთხ სიყვარულზე. ბარათაშვილი ქართული პოეზიის ისეთი მწვერვალია, რომლის აღქმა თანამედროვეებს არ შეეძლოთ და რომლის სიდიადის გასაგებად ქართველ ხალხს ილია ჭავჭავაძის გენია დასჭირდა. ილიას შემდეგაც უჭირდა ბარათაშვილს მკითხველთან მისვლა. ამ გენიოსს არასოდეს და არაფერში არ ჰქონდა ბედი, სულ ახლახან, 2006 წელს ჩატარებული ფართომასშტაბიანი სატელევიზიო გამოკითხვის შედეგად 50 ქართველში არ მოეძებნა ადგილი. ბარათაშვილის შემთხვევაში სიყვარულის ისტორია იმდენად პოეტის ბიოგრაფიის დასადგენად არ არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც მისი პოეზიის უკეთ გასაგებად. ბარათაშვილის მუზებმა წარუშლელი გავლენა მოახდინეს მის შემოქმედებაში, ბევრად მეტი, ვიდრე უბრალო „საყვარელი ქალები“ ტოვებენ ხოლმე. ვინ იყო ბარათაშვილის პირველი სიყვარული, ვინმე ნინო, შესაძლოა, ორბელიანის ქალი; რა კონფლიქტი მოუვიდა ბარათაშვილს თავის მეორე სატრფოსთან, „ფრანცუზის ქალ“ დელფინა ლაბიელთან; როგორ ვითარდებოდა ბარათაშვილის რომანი ეკატერინე ჭავჭავაძესთან, ამ უკანასკნელის გათხოვებამდე და გათხოვების შემდეგ; მართლა უყვარდა თუ არა გენიოს პოეტს ნახჭევანში პოეტი ქალი გონჩა-ბეგუმი? – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN1
გამომცემლობარადიო თავისუფლება
გვერდები39
გამოცემის წელი2018