ლიტერატურული წახნაგები: პერსონაჟი - ორესტესი

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

1261

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ხმოვანი

ანოტაცია

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე უფრო უნივერსალურ და ამბივალენტურ პერსონაჟზე, დედისმკვლელ ორესტესზე. ევროპული ლიტერატურის პირველივე ძეგლი, ჰომეროსის „ილიადა“ უკვე იცნობს ამ პერსონაჟს. როდესაც აქილევსი აგამემნონს დაუპირისპირდა და ბრძოლაზე უარი თქვა, ნესტორის რჩევით აგამემნონმა მას ელჩობა გაუგზავნა და უამრავ სიკეთეს დაპირდა, ოღონდ კი ბრძოლას დაბრუნებოდა. მაშინ ბერძენთა მხედართმთავარმა ბრძანა, თუ მოისურვებს, აქილევსი იმავე უფლებებით ისარგებლებს, რითც ჩემი ვაჟი, ორესტესი სარგებლობსო. ეს ამ პერსონაჟის პირველი ხსენებაა მსოფლიო ლიტერატურაში. თავის მეორე პოემაში, „ოდისეაში“ ორესტესს ჰომეროსი ხშირად ახსენებს, როგორც სამაგალითო შვილს და მისაბაძ მაგალითს ოდისევსის ვაჟისთვის, ტელემაქოსისთვის. ორესტესს კარგად იცნობს უდიდესი ბერძენი ლირიკოსი პინდაროსიც, მაგრამ ძირითადი ინფორმაცია ამ პერსონაჟზე, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს დიდი ბერძენი ტრაგილოსებისაგან. ორესტესი და მისი და, ელექტრა უიშვიათესი პერსონაჟები არიან იმ თვალსაზრისითაც, რომ ისინი ერთადერთნი არიან, ვისზე დაწერილი ტრაგედიები სამივე უდიდესი ტრაგიკოსისგან შემოგვრჩა: ესქილესგან, სოფოკლესგან და ევრიპიდესგან. რა განსხვავებაა ამ ტრაგიკოსთა მიერ დახატულ ორესტესებს შორის, რა კავშირშია ორესტესის მითოსი მატრიარქატთან და პატრიარქატთან, როგორ აისახა სულიერი აშლილობის სცენები პირველად მსოფლიო ლიტერატურაში სწორედ ორესტესის პერსონაჟის გამოყენებით, როგორ შეიცვალა ეს სახე ჰომეროსიდა სარტრამდე, — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN1
გამომცემლობარადიო თავისუფლება
გვერდები38
გამოცემის წელი2019

ხმოვანი წიგნები