კონკრეტულად განათლებაზე: #3 - დეცენტრალიზაცია განათლებაში
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
1095
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
სანდრო ასათიანი
გამომცემლობა
რადიო თავისუფლება
წიგნის ფორმატი
ხმოვანი
ანოტაცია
რა პლიუსები აქვს დეცენტრალიზებულ საგანმანათლებლო სისტემას. რატომ არის მნიშვნელოვანი საგამოცდო სისტემის დეცენტრალიზაცია სკოლებში და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს სკოლა. ამ საკითხებზე საუბრობს პოდკასტის სტუმარი, განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია. ტექნოლოგიურმა განვითარებამ დრო დააჩქარა. თაობებს შორის განსხვავება დღეს უფრო დიდია, ვიდრე ადრე იყო. ..რა უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, რომლებსაც წლების შემდეგ აბსოლუტურად განსხვავებულ გარემოში მოუწევთ ცხოვრება? ..დღევანდელი ბავშვები ხომ უკვე დღეს ჩვენგან განსხვავებულ გარემოში, ფაქტობრივად, მომავალში ცხოვრობენ, მომავალში, რომელშიც ელექტრონული მოწყობილობები, ღრუბლოვანი სერვისები და ვირტუალური გარემო ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ამ პოდკასტების სერიაში ვისაუბრებთ გამოწვევებზე, რომლებსაც უპასუხებს ან ვერ უპასუხებს თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა; ვილაპარაკებთ იმაზე, თუ როგორი არის და როგორი უნდა იყოს განათლება დღეს.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები