ლიტერატურული წახნაგები: ოვიდიუსი - სიყვარულის პოეტი

რეიტინგი

3 / 5

ნახვა

2206

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ხმოვანი

ანოტაცია

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) გთავაზობთ საუბარს ოქტავიანუს ავგუსტუსის ეპოქის დიდ რომაელ პოეტზე, პოეზიაში სიყვარულის თემის დიდოსტატზე, პუბლიუს ოვიდიუს ნასოზე, ანუ ნაზონზე. ამ დიდი ხელოვანის თხზულებათა სათაურების ჩამოთვლაც კი საკმარისია, რომ გავიგოთ, რა დიდ როლს იკავებს ადამიანის ეს ერთ-ერთი უმთავრესი გრძნობა მის შემოქმედებაში: „ტრფობანი“, „ტრფობის ხელოვნება“, „ტრფობის წამალი“… სამოქალაქო ომის შემდეგ რომის პირველი იმპერატორი გაიუს იულიუს კეისარ ოქტავიანუს ავგუსტუსი ცდილობდა პოლიტიკურ სტაბილურობასთან ერთად „ზედმეტად“ გათავისუფლებული მორალიც ტრადიციულ კალაპოტში მოექცია და ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ოჯახის ფენომენს. სწორედ ამ დროს ახალგაზრდებში ზღაპრულად პოპულარული ოვიდიუსი თავისუფალი სიყვარულის იდეას ქადაგებდა და ამტკიცებდა, კაცი რომ ცოლის ღალატს შეიმჩნევს, გამოუსწორებელი ტეტიაა და რომის ზნე-ჩვეულებებს არ იცნობს, არ იცის, რეა სილვამ მარსისგან ჩვენი ქალაქის დამფუძნებელი ქორწინების გარეშე რომ გააჩინაო. ეს და სხვა ამგვარი გამონათქვამები არ ეთანხმებოდა სახელმწიფო პოლიტიკას, ხოლო სახელმწიფო, როგორც ცნობილია, იმპერატორი იყო. მართლა სიყვარულის კონცეფცია იყო იმის მიზეზი, რომ ოვიდიუსი სათავეში ჩაუდგა ყველა დროის მსოფლიო დისიდენტების გრძელ სიას, თუ მან ისეთი რამ დაინახა, რაც არ უნდა დაენახა; რატომ გამოუვიდა „ტრფობანი“ და „ტრფობის ხელოვნება“ და რატომ არ გამოუვიდა „ტრფობის წამალი“, რა არის „მეტამორფოზების“ უკვდავების საიდუმლო, რატომ არ შეიწყალა დიდი პოეტი არც შემდგომმა იმპერატორმა, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN1
გამომცემლობარადიო თავისუფლება
გვერდები37
გამოცემის წელი2019