კონკრეტულად განათლებაზე: #7 - არის თუ არა უმაღლესი განათლება მომავალი დასაქმების გარანტია?
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
989
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
სანდრო ასათიანი
გამომცემლობა
რადიო თავისუფლება
წიგნის ფორმატი
ხმოვანი
ანოტაცია
დღეს ერთი მხრივ სამყარო სწრაფად იცვლება, ჩნდება ახალი, იცვლება ტრადიციული პროფესიები და უმაღლესი განათლება ვერ ასწრებს სწრაფად ადაპტირებას, მეორე მხრივ კი სტუდენტებს უამრავი ახალი შესაძლებლობა უჩნდება. ზუსტად ამ შესაძლებლობებზე ვისაუბრებთ გადაცემის სტუმართან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთან ნუკრი ტუსიშვილთან. ტექნოლოგიურმა განვითარებამ დრო დააჩქარა. თაობებს შორის განსხვავება დღეს უფრო დიდია, ვიდრე ადრე იყო. ..რა უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, რომლებსაც წლების შემდეგ აბსოლუტურად განსხვავებულ გარემოში მოუწევთ ცხოვრება? ..დღევანდელი ბავშვები ხომ უკვე დღეს ჩვენგან განსხვავებულ გარემოში, ფაქტობრივად, მომავალში ცხოვრობენ, მომავალში, რომელშიც ელექტრონული მოწყობილობები, ღრუბლოვანი სერვისები და ვირტუალური გარემო ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ამ პოდკასტების სერიაში ვისაუბრებთ გამოწვევებზე, რომლებსაც უპასუხებს ან ვერ უპასუხებს თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა; ვილაპარაკებთ იმაზე, თუ როგორი არის და როგორი უნდა იყოს განათლება დღეს.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები