კონკრეტულად განათლებაზე: #2 - დისტანციური სწავლება საქართველოში
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
1174
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
სანდრო ასათიანი
გამომცემლობა
რადიო თავისუფლება
წიგნის ფორმატი
ხმოვანი
ანოტაცია
დღეს დისტანციურ სწავლებაზე ბევრი ლაპარაკია. იმასაც ამბობენ, რომ ამ მხრივ საქართველო ჩამორჩება წამყვან ქვეყნებს და არ იზიარებს მათ გამოცდილებას, მაგრამ, როგორც გაირკვა, მსგავსი პრაქტიკა საქართველოშიც არსებობს. უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს პატარა თანამემაულეებს შესაძლებლობა აქვთ დისტანციურად ისწავლონ და, მანძილის მიუხედავად, არ ჩამორჩნენ ქართულ სასკოლო პროგრამას. ტექნოლოგიურმა განვითარებამ დრო დააჩქარა. თაობებს შორის განსხვავება დღეს უფრო დიდია, ვიდრე ადრე იყო. ..რა უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, რომლებსაც წლების შემდეგ აბსოლუტურად განსხვავებულ გარემოში მოუწევთ ცხოვრება? ..დღევანდელი ბავშვები ხომ უკვე დღეს ჩვენგან განსხვავებულ გარემოში, ფაქტობრივად, მომავალში ცხოვრობენ, მომავალში, რომელშიც ელექტრონული მოწყობილობები, ღრუბლოვანი სერვისები და ვირტუალური გარემო ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ამ პოდკასტების სერიაში ვისაუბრებთ გამოწვევებზე, რომლებსაც უპასუხებს ან ვერ უპასუხებს თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა; ვილაპარაკებთ იმაზე, თუ როგორი არის და როგორი უნდა იყოს განათლება დღეს.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები