ლიტერატურული წახნაგები: საბედისწერო პრემია
რეიტინგი
4.8 / 5
ნახვა
1092
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ლევან ბერძენიშვილი
გამომცემლობა
რადიო თავისუფლება
წიგნის ფორმატი
ხმოვანი
ანოტაცია
ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პრემია“ გთავაზობთ საუბარს ლიტერატურის დარგში ყველაზე პრესტიჟულ, ნობელის პრემიაზე. 1958 წლის 23 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ნობელის კომიტეტმა თავისი პრემია მიანიჭა რუს პოეტს ბორის პასტერნაკს და ეს ამბავი ტელეგრამით შეატყობინა მწერალს. საპასუხო ტელეგრამაში პასტერნაკმა ფრიად ორიგინალურად, ისე როგორც პოეტს შეჰფერის, ექვსი ფრანგული სიტყვით მადლობა გადაუხადა კომიტეტს და აგრძნობინა, რომ პრემიის მიღებას აპირებდა. ამასობაში საბჭოთა პრესა პასტერნაკის გინების ნიაღვარმა წალეკა. კომუნისტურმა ქვეყანამ და მისმა ხელმძღვანელობამ გენიალურ ავტორს ვერ აპატია რომანის, „ექიმი ჟივაგოს“ უცხოეთში გადაცემა გამოსაცემად. ამ მომენტისთვის პასტერნაკის რომანი ევროპის მთავარ ენებზე უკვე გამოცემული იყო და მსოფლიოს ნომერ პირველ ბესტსელერს წარმოადგენდა. შვედეთსა და საბჭოთა კავშირს შორის ვითარება დაიძაბა, პასტერნაკი მწერლებმა თავისი რიგებიდან გარიცხეს და უკვე 29 სექტემბერს პოეტმა ახალი ტელეგრამა გაუგზავნა ნობელის კომიტეტს, რომელშიც უარს ამბობდა პრემიაზე. რას წარმოადგენს „ექიმი ჟივაგო“, არის ის ლიტერატურული შედევრი, როგორც ბევრი მიიჩნევდა მაშინ, თუ საშუალო დონის ნაწარმოები, როგორც თვლიდნენ, მაგალითად, იმდროინდელი დიდი მწერლები: ნაბოკოვი, ჰემინგუეი, გრემ გრინი, თუნდაც პოეტ პასტერნაკის მხურვალე თაყვანისმცემელი ანა ახმატოვა; მონაწილეობდა თუ არა პრემიის მინიჭების საქმეში აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, რა კავშირი აქვს ამ რომანს საქართველოსთან – ამ საკითხებზე იქნება საუბარი გადაცემაში.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები