ლიტერატურული წახნაგები: აპოლინერის "მირაბოს ხიდი"
რეიტინგი
4 / 5
ნახვა
748
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ლევან ბერძენიშვილი
გამომცემლობა
რადიო თავისუფლება
წიგნის ფორმატი
ხმოვანი
ანოტაცია
ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Exegi Monumentum („ძეგლი ავაგე“) გთავაზობთ საუბარს ფრანგული ლიტერატურის განმაახლებლის, მოდერნიზმის, კუბიზმისა და სიურრეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, დიდი პოეტის, გიიომ აპოლინერის შედევრზე, „მირაბოს ხიდზე“. მირაბოს ხიდი ბევრი რამითაა ცნობილი; უპირველეს ყოვლისა, იგი ცნობილია თავად მირაბოს გამო. ეს პოლიტიკოსი პანთეონშიც კი დაკრძალეს და თუმცა შემდეგ იქიდან გამოასვენეს, ხიდს მისი სახელი დარჩა; ხიდი ცნობილია აპოლინერის ამ შედევრით და, მესამეც, მირაბოს ხიდი პოეზიის ისტორიაში შევიდა, როგორც გენიალური პოეტის, პაულ ცელანის, თვითმკვლელობის ადგილი. აპოლინერი, რომლის ძარღვებში წვეთიც არ ჩქეფდა ფრანგული სისხლისა, მეოცე საუკუნის უდიდესი ფრანგი პოეტია. და ამ პოეტს სახელისა და დიდების 90% მოუტანა სწორედ ამ ლექსმა, რომელიც ყველაფრით გამორჩეულია მის პოეზიაში. ეს ლექსი შედის პოეტურ კრებულ „ალკოჰოლებში“, მოსდევს ჩვენ მიერ ადრე განხილულ „ზონას“ და, ფაქტობრივად, ხსნის ამ კრებულს. ეს თითქმის კლასიკურად დაწერილი ლექსია. „თითქმის“ იმიტომ, რომ ეს არ არის კლასიკური ალექსანდრიული ლექსი (12-მარცვლიანი) და არის სამი ათმარცვლიანი სტრიქონი, რომელშიც მეორე სტროფი გახლეჩილია და ამას მოსდევს ორი შვიდმარცვლიანი სტრიქონი. ჰგავს კლასიკურ ლექსს, მაგრამ არ არის, თუმცა არც ვერლიბრია, რასაც მუდამ მიმართავდა აპოლინერი. პუნქტუაცია არ არის, რაც მრავალგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. როგორ აღიწერა სიყვარულის სიკვდილი მოდერნისტულ ლექსში, როგორ ცვლის კლასიკურ სახეებს მოდერნისტული ტექნიკა, რაში მდგომარეობს აპოლინერის გენიალობა, - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები