ლიტერატურული წახნაგები: გალაკტიონის "ლურჯა ცხენები"

რეიტინგი

4.6 / 5

ნახვა

4175

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ხმოვანი

ანოტაცია

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Exegi Monumentum („ძეგლი ავაგე“) გთავაზობთ საუბარს გალაკტიონის გენიალური წიგნის, „არტისტული ყვავილების“, რომელსაც წელს 100 წლისთავი შეუსრულდა, ერთ-ერთ მთავარ ლექსზე, „ლურჯა ცხენებზე“. ქართველოლოგმა დონალდ რეიფილდმა ერთხელ თქვა, ბარათაშვილის „მერანს“ პლუს მისივე „ცისა ფერს“ იძლევა გალაკტიონის „ლურჯა ცხენებსო“. ბარათაშვილის მერანი გალაკტიონმა გადაიყვანა სიკვდილის საუფლოში და ეს დიდი შედევრიც დაიბადა. ნიკოლოზ ბარათაშვილმა შეძლო, რომ რომანტიზმიც „გაგვარბენინა“ და სიმბოლიზმამდეც მივიდა. ბარათაშვილის მერანს არ ჰქონდა „სამზღვარი“ და ახლა ლურჯად ქცეული ეს მერნები მიექანებიან „სამუდამო მხარეში“, სადაც მათ უკვე იქ მყოფი გალაკტიონი ელოდებათ („ჩემთან მოესვენებით, ყველანი აქ არიან“). „ლურჯა ცხენები“ ლურჯი სიკვდილის ფერია, როგორც ამას უკვე ვეფხისტყაოსანიც მიუთითებდა და როგორც „ცისა ფერს“ გვასწავლის, რადგან ლურჯი მიღმური, არაქაურობის ფერია. ლურჯად იცვლება სამყარო და გადავდივართ სიკვდილის საუფლოში. ბარათაშვილს პლუს ლურჯის სიმბოლიზმი ესაა საქართველო, გაშლილი ევროპული რადიუსით. ბარათაშვილისა და გალაკტიონის ეს საერთო შედევრი თავად გალაკტიონს გაუანალიზებია ორმოციან წლებში, სადაც გულუბრყვილოდ იცავდა თავს უაზრო თავდასხმებისაგან. რას ნიშნავს „შენაპირი“, რას გულისხმობს გალაკტიონი ჩონჩხიან ტყეებში, რა ხდება მიღმურ სამყაროში, როგორ იქცა ჰელიოსის ცხენები გალაკტიონის „ლურჯა ცხენებად“, — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN1
გამომცემლობარადიო თავისუფლება
გვერდები37
გამოცემის წელი2019