ლიტერატურული წახნაგები: საბჭოთა "ოდისეა" - მოსკოვი-პეტუშკი

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

1159

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ხმოვანი

ანოტაცია

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებსაც თავისი ბედი აქვთ“) გვთავაზობს საუბარს რუსული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ წიგნზე, თანამედროვე პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წინამორბედზე, ვენიამინ ეროფეევის საოცარ რომანზე „მოსკოვი-პეტუშკი“. მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დატვირთული სიუჟეტი, რომელიც „ოდისეის“ სახელითაა ცნობილი, ამ ფეერიულ წიგნში მთავარი საბჭოთა სიმბოლოს, საგარეუბნო მატარებლის, ე.წ. „ელექტრიჩკის“ სახითაა გადმოცემული. წიგნის მთხრობელი, ყოვლისმცოდნე ალკოჰოლიკი ინტელექტუალი სწორედ ამ მარშრუტზე დედაქალაქსა და პეტუშკის შორის მოძრაობისას ხვდება მასავით ღრმად მოაზროვნე ალკოჰოლიკებს და გროტესკულ-ბურლესკური ფორმით მიმოიხილავს ბიბლიას, საბჭოთა ლიტერატურას, კომუნისტურ სინამდვილეს, მარქსიზმ-ლენინიზმის საფუძვლებსა და ცხოვრების საზრისს. რატომ უნდა გადასწიოს საათი ახალმა ხელისუფლებამ, რატომ უნდა გამოუცხადო ომი მაინცდამაინც ნორვეგიას, რომელ საათზე უნდა იღებოდეს ალკოჰოლის გამყიდველი მაღაზიები და რატომ ვერასოდეს ვერ მოხვდები კრემლში, თუნდაც დაბადებიდან მოსკოვში ცხოვრობდე – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN1
გამომცემლობარადიო თავისუფლება
გვერდები42
გამოცემის წელი2018