ლიტერატურული წახნაგები: ალბერ კამიუ - დასავლეთის სინდისი

რეიტინგი

4.8 / 5

ნახვა

4962

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ხმოვანი

ანოტაცია

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პრემია“ გთავაზობთ საუბარს 1957 წლის ნობელიანტზე, „დასავლეთის სინდისად“ წოდებულ ალბერ კამიუზე. აბსურდის ლიტერატურის წარმომადგენელი ნამდვილად აბსურდულ გარემოებებში გარდაიცვალა. მეუღლესა და ქალ-ვაჟთან ერთად უნდა ემგზავრა პარიზამდე, მაგრამ მეგობრის მანქანაში აღმოჩნდა და ავტოკატასტროფაში მოყვა. ჯიბეში მატარებლის გამოუყენებელი ბილეთი აღმოაჩნდა. გარდაცვალების მომენტში კამიუ ყველაზე პოპულარული ადამიანი იყო საფრანგეთში. მისი სიკვდილი ნამდვილი კატასტროფა იყო მისი სამშობლოსთვის, რომელმაც წლების შემდეგ მაღაზიათა ქსელის, "ფნაკისა", და გაზეთ „ლე მონდის“ ერთობლივი გამოკითხვის თანახმად, კამიუ მეოცე საუკუნის მსოფლიოს ნომერ პირველ მწერლად აღიარა და საუკუნის წიგნად მისი პირველი რომანი, „უცხო“, დაასახელა. ალბერ კამიუმ სამჯერ განაცხადა უარი საპატიო ლეგიონის წევრობაზე, ხოლო მისმა ოჯახმა ასევე უარი განაცხადა პრეზიდენტ სარკოზის წინადადებაზე, პანთეონში დაეკრძალათ კამიუ. რატომ შედგა კამიუს სამწერლო დებიუტი ტრიპტიქით (რომანი „უცხო“, ფილოსოფიური ესე „სისიფოსის მითი“ და პიესა „კალიგულა“), რატომ დაუდგა მწერალმა ძეგლი აბსოლუტურ თავისუფლებას, რატომ უნდა განვიხილოთ მარადიული ტანჯვისთვის განწირული სისიფოსი ბედნიერ ადამიანად, რატომ ეძებდა თავისთვის სასჯელს კამიუს „დაცემის“ პერსონაჟი, როგორ იბრძოდა კამიუ, რომელიც მეორე მსოფლიო ომში წინააღმდეგობის მოძრაობაში იყო ჩართული, კოლაბორაციონალისტების სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ, — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN1
გამომცემლობარადიო თავისუფლება
გვერდები42
გამოცემის წელი2019