ლიტერატურული წახნაგები: პერსონაჟი - ანა კარენინა

რეიტინგი

4.6 / 5

ნახვა

3561

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ხმოვანი

ანოტაცია

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი რომანის, ლევ ტოლსტოის „ანა კარენინას“ მთავარ პერსონაჟზე. ანა კარენინა, რომლის როლი შეუსრულებიათ ისეთ მსახიობებს, როგორებიც იყვნენ: გრეტა გარბო, ვივიენ ლი, ჟაკლინ ბისე, სოფი მარსო, კირა ნაიტლი, ტატიანა სამოილოვა, ტატიანა დრუბიჩი და უამრავი სხვა, უნიკალური პერსონაჟა, რომელმაც განსაზღვრა ტოლსტოის რომანის გასაოცარი პოპულარობა, რომელიც ოცდამეერთე საუკუნეში კიდევ უფრო გაიზარდა. როგორ მოხდა, რომ რომანი, რომელიც, ერთი შეხედვით, უბრალო ადიულტერს, ცოლქმრულ ღალატს ეძღვნება, გახდა ასე მნიშვნელოვანი მთელი მსოფლიოსათვის. ამ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, თავად ანა კარენინას სახეშია. ეს სახე ლევ ტოლსტოი რამდენიმე პროტოტიპისგან შეუქმნია. ერთერთ გენერალთან სტუმრობისას მწერალს გაუცვნია ალექსანდრ პუშკინის ქალიშვილი, მარია ალექსანდროვნა გარტუნგი, რომლის გარეგნობა საფუძვლად დაედო ანა კარენნას პორტრეტს. ალექსანდრა ობოლენსკაიას პიროვნება გამხდარა ანას ხასიათის საშენი მასალა, ხოლო ვინმე ანა პიროგოვას ტრაგიკული ბედი (ქალი სატვირთო მატარებელს ჩაუხტა) — ანას აღსასრულის წინამორბედი. როგორ შექმნა ხუთი რეალური ქალის პორტრეტისგან ლევ ტოლსტოიმ ასე თლიანი მხატვრული სახე, როგორ მოხდა, რომ საზოგადოების თვალში დაცემული ქალი სინამდვილეში მაღალი ზნეობით დაჯილდოებული აღმოჩნდა, რატომაა ეს ძველი ისტორია ასე თანამესროვე? — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN1
გამომცემლობარადიო თავისუფლება
გვერდები45
გამოცემის წელი2019