ასათიანის კუთხე: ჯონ კასავეტისი - კინო, როგორც მფეთქავი ცხოვრება

რეიტინგი

1 / 5

ნახვა

889

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ხმოვანი

ანოტაცია

„ჩვენ მხოლოდ იმისათვის ვმუშაობთ, რომ რაღაც სათქმელი გვაქვს და ის უნდა გამოვხატოთ. ამ გამოხატვის პროცესში ავტორიტეტები არ გვყავს. ... ფილმს პირველ რიგში ვაკეთებთ იმიტომ, რომ ის ჩვენ მოგვეწონოს. შემდეგ, იმედია, ის ვინმე სხვასაც მოეწონება. ან არ მოეწონება. მას ან გავყიდით, ან არა. ჩვენთვის სიამოვნება ისაა, რომ ფილმი გადავიღეთ და არა ის დიდება და აღიარება, რომელიც ფილმის გამოსვლას მოსდევს ხოლმე. ჩვენ ფილმებს არ ვიღებთ ‘კაიე დიუ სინემასთვის’, ჩვენთვის ვიღებთ“. ამ სიტყვებს ამერიკული დამოუკიდებელი კინოს სულიერ მამად მიჩნეული რეჟისორი და პოდკასტის დღევანდელი გამოშვების გმირი, ჯონ კასავეტისი, მასთან სტუდიაში მისულ ფრანგ ჟურნალისტს ეუბნება. და განაგრძობს: „საკუთარ თავს ბოლომდე ვააშკარავებთ. რაც უნდა ხდებოდეს, ვამბობთ - აქ ვართ, ეს ჩვენ ვართ, ესაა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შევძელით. ჩვენ არავინ გვკარნახობს, რა არის სწორი და რა არა. ამიტომაც, თუ დრამატული სცენის შუაში უცებ გაცინება მოგვინდება, გავიცინებთ. თუ ტირილი მოგვინდება - ვიტირებთ. ჩვენს კამერებს არ აქვთ რთული და კომპლექსური ლინზები, ჩვენი ფილმები დამოკიდებული არ არის დახვეწილ კადრებზე. ჩვენი ფილმები გრძნობაა. მთავარია შევძლოთ ცხოვრების სიტუაციებში ადამიანების გრძნობების, განცდების ასახვა - ამას თუ შევძლებთ, ეს ნიშნავს, რომ კარგი ფილმი გადავიღეთ. მხოლოდ ეს გვინდა - გრძნობის ასახვა“.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN1
გამომცემლობარადიო თავისუფლება
გვერდები53
გამოცემის წელი2019