იტვირთება...

კახელი ტერორისტები და უცნობი დეტალები

თენგიზ სიმაშვილი

2020 წელი | Tengiz Simashvili
620 ნახვა
4.5
(0 რეცენზია /2 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
10
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ნაშრომი შედგება შემდეგი თავებისგან: თავი I - ,,ხარება და გოგიას“ ,,პარტიზანული რაზმი“ თავი II - ,,ხარება და გოგიას” დაჯგუფების წევრები და ტერორისტული თავდასხმები თავი III - კახელი ,,წითელ რაზმელების“ თურქეთში გაგზავნის ისტორია თავი IV - ზალიკო სვიმონიშვილის მკვლელობა თბილისში თავი V - ,,ხარება და გოგიას“ დაჯგუფების წევრების დახოცვა მაჭარულას ხეობაში თავი VI - ,,ხარება და გოგიას” დაჯგუფების გადარჩენილი წევრების დასასრული
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ნაშრომში ასახულია კახეთში მოქმედი ტერორისტების ცხოვრება და საქმიანობა. მკითხველს ვთავაზობ გარკვეულწილად თითქმის უკვლევ მასალების და დოკუმენტების ანალიზს. ეს მასალები მოვიძიე საქართველოს ეროვნული არქივის, კახეთის რეგიონალური არქივის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის და თელავის ისტორიული მუზეუმის ფონდებში. იმედი მაქვს ნაშრომში ასახული დოკუმენტები და მასალები საინტერესო იქნება, როგორც სპეციალისტების, ასევე ამ საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის. 1905 წლის რევოლუციის დაწყებას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მათ შორის თელავის, თიანეთის და სიღნაღის მაზრებში რევოლუციური მოძრაობის გაძლიერება მოჰყვა. ამ პერიოდში, სწორედ თელავის მაზრა და ქალაქი თელავი ითვლებოდა რევოლუციონერების განსაკუთრებული გააქტიურების ადგილად. ამაზე მეტყველებს მეფის ხელისუფლების წარმომადგენლების შეხედულება, რომ 1905-1906 წლებში, ქალაქი თელავი ,,რევოლუციური მთავრობის’’ მმართველობაში იმყოფებოდა და ადგილობრივი ადმინისტრაციისგან უპატრონოდ იყო მიტოვებული. მასალების მიხედვით, ამ დროს სხვა პარტიებთან შედარებით თელავში და თელავის მაზრაში განსაკუთრებით აქტიურობდნენ ე.წ. ,,ჯგუფისტები’’. ,,ჯგუფისტები” სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბოლშევიკურ ფრთასთან დაკავშირებული პირები იყვნენ. ისინი ძირითადად ტეორისტულ აქტებს ჩადიოდნენ და ეწეოდნენ ფულის გამოძალვას სხვადასხვა გზით, მათ შორის ექსპროპრიაციების მეშვეობით...
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-25-739-1
სათაური:
კახელი ტერორისტები და უცნობი დეტალები
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2020
გვერდები:
77
კატეგორია:
ისტორიული
ნახვები:
620
რეიტინგი:
4,5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(2) რეცენზია
4.5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]