პოლიტიკური (საიდუმლო) პოლიცია და რევოლუციონერები საქართველოში 1894-1908 წლებში (აგენტურის გამოყენების მეთოდები და ხერხები ტერორის წინააღმდეგ)

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

658

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

Tengiz Simashvili

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია 1900-იან წლებში საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი რუსეთის იმპერიის პოლიტიკური(საიდუმლო) პოლიციის ორგანოების საქმიანობა, მეთოდები და ხერხები რევოლუციური და ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ. რუსეთის იმპერიაში მოქმედმა რევოლუციურმა პარტიებმა 1900-იან წლებში განავითარეს რა ევროპული ქვეყნების რევოლუციონერთა გამოცდილება (განსაკუთრებით მეცხრამეტე საუკუნის 80-90-იან წლებში მოქმედი ფრანგი ანარქისტების), პრაქტიკაში შეამოწმეს და დახვეწეს რევოლუციური ბრძოლის მეთოდები და ხერხები. კერძოდ, ტერორის გამოყენება ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ. იტალიელი და ფრანგი ანარქისტების მიერ გამოყენებული ინდივიდუალური ტერორის განვითარებად 1905-1907 წლებში, იქცა ტერორის განხორციელება პარტიზანული რაზმების მეშვეობით, რომელსაც საქართველოში ეწეოდნენ ე.წ. წითელი რაზმები. სწორედ ამ პერიოდში მიეცა ‘’საბოლოო სახე’’ ტერორისტული ორგანიზაციის სტრუქტურის შექმნის, ახალი წევრების გადაბირების, ტერორისტთა ფსიქოლოგიური მომზადების, ტერორის წარმოების მეთოდების, ხერხების ზოგად პრინციპებს. რევოლუციური პარტიების მიერ გამოყენებული ტერორისტული ტაქტიკის წინააღმდეგ რუსეთის პოლიტიკურმა (საიდუმლო) პოლიციამ 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში შეიმუშავა და განავითარა აგენტურის გამოყენების საკმაოდ დახვეწილი სტრატეგია და ტაქტიკა, მეთოდები და ხერხები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მათ შეძლეს აგენტურის მეშვეობით, განსაკუთრებით რევოლუციის დამამთავრებელ ეტაპზე, პოლიტიკური პარტიების მართვა. წიგნში ასახული რუსეთის იმპერიის პოლიტიკური(საიდუმლო) პოლიციის პოლიტიკური პოლიციის მეთოდები და ხერხები, გარკვეულწილად დღესაც რჩება თანამედროვე რუსეთის სპეცსამსახურების ‘’შეიარაღებაში’’.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაTengiz Simashvili
გვერდები170
გამოცემის წელი2024