იტვირთება...

უარყოფითი რიცხვები

უტა ბერია

2020 წელი | უტა ბერია
3,165 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
უტა ბერიას სადებიუტო მხატვრული ფილმის სცენარი. რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ისტორია არასრულწლოვან ვაჟთა დაწესებულებაში ვითარდება, სადაც რაგბის ვარჯიშები ინიშნება, რომელიც ბიჭებში ფიზიკურ გამოჯანსაღებასთან ერთად მენტალურ ცვლილებებს იწვევს. რაგბისა და ციხის, ამ ორი განსხვავებული სამყაროს კონფლიქტს მთავარი გმირი, ნიკა, საკუთარ თავზე გამოცდის, და არჩევანის წინაშე აღმოჩნდება, მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
უარყოფითი რიცხვები ის ბიჭები არიან რომლებიც, უარყოფით ადამიანებად შერაცხულები, საზოგადოებისგან იზოლირებულად იმყოფებიან საპატიმროში, თითქოს ნულს ქვევით არიან, აღარ გვაინტერესებს ისინი როგორც პიროვნებები და მხოლოდ რიცხვებად აღიქმებიან ჩვენში. ფილმის სცენარი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. საქართველოს რაგბის კავშირისა და UNICEF-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მორაგბეები ლექსო გუგავა და ნონო ანდღულაძე 2010-2012 წლებში ავჭალის კოლონიაში მსჯავრდებულებს ავარჯიშებდნენ რაგბში, მათ მეგობარს გიორგი დუჩიძეს გაუჩნდა იდეა, რომ იმ ისტორიებზე და შთაბეჭდილებებზე, რასაც ლექსო და ნონო ჰყვებოდნენ, ფილმი გადაღებულიყო, სხვებსაც რომ სცოდნოდათ რა ხდება გისოსებს მიღმა, რომ ათასობით დამნაშავე მოზარდი, რომელიც პატიმრობაში იმყოფება საზოგადოების გულგრილობის, სისტემისა და მენტალიტეტის მსხვერპლნი არიან. სცენარზე მუშაობა ხუთი წელი გრძელდებოდა, რა დროსაც, ვეცნობოდი მსჯავრდებულთა საქმეებს, სისტემაში მომუშავე ფსიქოლოგების ჩანაწერებს, ასევე ლექსო და ნონო მიზიარებდნენ ამბებს, რომელსაც პატიმრები უყვებოდნენ მათ და ვაწარმოებდი პირად კვლევას, ვეძებდი ნამდვილ გმირებს და ისტორიებს. ვეცადე ეს ამბები ერთ ფილმად მექცია. ყველა პერსონაჟს, რომელიც სცენარშია ჰყავს რეალური პროტოტიპი. ჩემი ბავშვობაც სავსეა ისტორიებით, რომელიც უკავშირდება ციხეს, კოლონიას, ქურდულ მენტალიტეტს, ქუჩურ გარჩევებს. თუ რამე ცუდი მახსოვს ბავშვობიდან, მახსოვს ამ თემებთან კავშირში. ქურდულ მენტალიტეტს იმედი მაქვს დრო მოერევა და მომავალი თაობა აღარ იქნება მისი მსხვერპლი, მაგრამ მგონია რომ უფროსებმა, ბაბუებმა, მამებმა, დიდმა ძმებმა, უნდა აღიარონ ახალ თაობებთან თავიანთი დანაშაული. ფილმი საქართველოს, საფრანგეთისა და იტალიის ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც ეროვნული კინოცენტრისა და ევროპული კინოფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2019 წელს საფრანგეთში შედგა. ფილმს სხვა პრიზებთან ერთად მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი „ადამიანის უფლებები კინოში“. უტა ბერია
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
უარყოფითი რიცხვები
ავტორი:
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2020
კატეგორია:
ეკრანიზაცია
ნახვები:
3165
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]