ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში. სარკისმიღმეთი და რა იხილა იქ ელისმა
რეიტინგი
4.5 / 5
ნახვა
15031
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ლუის კეროლი
გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
პირველი სრული ქართული გამოცემა, რომელიც აერთიანებს ლუის კეროლის უკვდავ დილოგიას ელისის (ბევრი მას ალისას"სახელით იცნობს ჩვენში) თავგადასავლების შესახებ "საოცრებათა ქვეყანასა" და "სარკისმიღმეთში", ჯონ ტენიელის შეუდარებელი ორიგინალური ილუსტრაციებით არის გაფორმებული. "უკვე ას ორმოცდაათ წელზე მეტია, "ელისის თავგადასავლები" საყვარელ წიგნად იქცა მთელ მსოფლიოში, როგორც ბავშვების, ისე მოზრდილი მკითხველისთვის; თარგმნილია ასზე მეტ ენაზე; დაბეჭდილ ეგზემპლართა რაოდენობამ ნახევარ მილიარდს გადააჭარბა. ძნელია, სხვა ისეთი საბავშვო ნაწარმოების მოძებნა, რომელსაც ამდენად დიდი გავლენა მოეხდინოს ახალი პერიოდის კულტურაზე. ამიტომ კეროლის შემოქმედებას გულდასმით იკვლევენ არა მარტო ლიტერატურისმცოდნეები, ფილოსოფოსები, თუ ფსიქოლოგები, არამედ – ფიზიკოსები, მათემატიკოსები და სხვა დარგების სპეციალისტებიც; ციტატები "ელისიდან" პირზე აკერიათ პოლიტიკოსებსა და ორატორებს. ბევრი ფრაზა თუ ნეოლოგიზმი ბუნებრივად დამკვიდრდა ინგლისელთა მეტყველებაში. პერსონაჟებისა და სიტუაციების დახატვისას საზღვარი არა აქვს ავტორის ფანტაზიასა და გამომგონებლობას. მისი იუმორი უაღრესად თვითმყოფადი, ხოლო თხრობის სტილი – ცოცხალი და უშუალოა. `ელისის თავგადასავალი~ და `სარკისმიღმეთი~ იმ წიგნების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც, მას შემდეგ, რაც ბავშვობაში გაეცნობა კაცი, სიცოცხლის განმავლობაში კიდევ მრავალჯერ უბრუნდება. ამასთან, ყველა ასაკის მკითხველი ახალ, თავისთვის საინტერესო შრეს სწვდება, ადრე შეუმჩნეველ ნიუანსებსა და ფერებს აღმოაჩენს." გიორგი გოკიელი
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები