მოწყენილობა
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
6459
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ალბერტო მორავია
გამომცემლობა
ელფის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ცნობილი იტალიელი მწერლის, ალბერტო მორავიას ეს ნაწარმოები, რომელიც II მსოფლიო ომის შემდგომ დაიწერა, ქართულ ენაზე პირველად გამოდის. იგი იმდროინდელი დანაწევრებული საზოგადოების ფონზე ადამიანის ქცევის განსაცვიფრებელ მიმოხილვას წარმოადგენს. ნაწარმოების მთავარი გმირი, 35 წლის მხატვარი დინო, ვერავითარ კავშირს ვერ პოულობს სამყაროსთან და მოწყენილობითაა შეპყრობილი. ის მდიდარი დედის ერთადერთი განებივრებული შვილია, რომელსაც ფული ეზიზღება, თუმცა არც ყოველთვიურ დახმარებაზე ამბობს უარს, რათა ამით დედისგან გაქცევა და ცალკე `ღარიბულად~ ცხოვრება შეძლოს. ამ ფსევდოსიღარიბეს დინოსთვის სულიერი სიმშვიდე არ მოაქვს და უცნაურ, აკვიატებულ ურთიერთობას იწყებს 17 წლის ღარიბ ქალიშვილთან _ სესილიასთან. რომანში ფსიქოლოგიური დაძაბულობა თანდათან პიკს აღწევს. თითოეული გმირი მეორის დაუფლებას, მასზე საკუთარი გავლენის მოპოვებას ცდილობს: დინოს დედა ფულის მეშვეობით _ შვილზე, ხოლო დინო სექსუალური ურთიერთობის, ფულის, ქორწინების მეშვეობით სესილიაზე... მას ხომ გაუცხოების დაძლევა მხოლოდ საგნების ფლობით შეუძლია. თუმცა, ყოველი ასეთი მცდელობა კრახით მთავრდება და გმირებს უფრო მეტ სიცარიელესა და მძაფრ სურვილებს უტოვებს. რა ძალაუფლება და გავლენა აქვს ფულსა და სექსუალურ ურთიერთობას ადამიანზე? რა არის ეს ყოვლისმომცველი მოწყენილობა და როგორ შეიძლება მისი დაძლევა? რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ინფანტილურ, უემოციო, გულგრილ ქალიშვილთან გაურკვეველმა ურთიერთობამ? ამ კითხვებზე პასუხის მოძებნაში მორავიას საყოველთაოდ აღიარებული რომანის გმირები დაგვეხმარებიან.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები