მოხატული ფარდა
რეიტინგი
4.9 / 5
ნახვა
16133
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
უილიამ სომერსეტ მოემი
გამომცემლობა
ქეთი ტოროტაძე
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ინგლისელი მწერლის, უილიამ სომერსეტ მოემის (William Somerset Maugham, 1874-1965) რომანი "მოხატული ფარდა" (The Painted Veil, 1925) ცნობილ რომანებთან "მთვარე და გროში" და "ღვეზელი და ლუდი" ერთად განიხილება, როგორც ტრილოგია. მათ აერთიანებთ საერთო თემა - ადამიანის, პიროვნების (მხატვარი, მწერალი, მეცნიერი) დრამა მტრულ საზოგადოებაში. მეამბოხე გმირი გარემომცველ სინამდვილესთან ბრძოლის გზით ისწრაფვის დასახული მიზნისაკენ. რომანის გმირი, ექიმი-ბაქტერიოლოგი უოლტერ ფეინი სნობური საზოგადოების მსხვერპლი ხდება, და თუმცა ის ზნეობრივად იმარჯვებს ამ მტრულ საზოგადოებაზე, ეს გამარჯვება მას სიცოცხლის ფასად უჯდება. რომანს გასდევს მწერლის ირონია, რასაც საფუძვლად უდევს ადამიანის მარტოობის კონცეფცია და ცხოვრების აზრის უარყოფის იდეა. სომერსეტ მოემის რომანის ეს თარგმანი 1985 წელს დაიბეჭდა ჟურნალ "საუნჯეში", 1992 წელს კი თარგმანის მეორე რედაქცია ცალკე წიგნად გამოიცა. ამჯერად გთავაზობთ თარგმანის მესამე, შესწორებული რედაქციის ელექტრონულ გამოცემას.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები