ცისფერი მთები

რეიტინგი

4.8 / 5

ნახვა

18395

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„ეს არ იყო თითქოს კინოს მასალა. სხვას რომ გადაეღო, შეიძლება არაფერი არ გამოსვლოდა... იმიტომ, რომ აქ მძაფრი სიუჟეტი არ არის, არც სიყვარულია, არც სიმღერა, პურის ჭამა, არც დეტექტივია, არის მარტო ცარიელი დიალოგი, ლაპარაკი, რომელმაც დღემდე არ დაკარგა მნიშვნელობა“, – წერდა რეზო ჭეიშვილი „ცისფერ მთებზე“. ეს ნაწარმოები საბჭოთა ეპოქის ალეგორიაა – ჩაკეტილი სივრცე, აბსურდის თეატრი, რომლის სცენაზეც მკითხველის თვალწინ ნათლად თამაშდება იმ სისტემის უაზრობა, რომელიც დასანგრევადაა განწირული. სერია „კინობიბლიოთეკა“ იმ წიგნებს მოიცავს, რომელთა ეკრანიზაციებმაც დიდ წარმატებას მიაღწია. რეზო ჭეიშვილის ამ ნაწარმოების მიხედვით 1983 წელს ელდარ შენგელაიამ გადაიღო დღეს ქართულ კინოკლასიკად აღიარებული ამავე სახელწოდების ფილმი, რომელიც დღემდე არავის ტოვებს გულგრილს.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941231032
გამომცემლობასულაკაურის გამომცემლობა
გვერდები150
გამოცემის წელი2013