ოდისეა

რეიტინგი

4.3 / 5

ნახვა

652

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

"ჰომეროსის „ოდისეა“ არის პოემა იმ მრავლისმნახველ კაცზე, რომელმაც ბევრი იხეტიალა მას შემდეგ, რაც ტროის წმინდა ციხესიმაგრე დაამხო; ადამიანთა მრავალი ქალაქი ნახა და გონება შეიცნო, მრავალი ტკივილი გადაიტანა, უამრავი თავსატეხი ამოხსნა და უთვალავ განსაცდელს გაუძლო. ესაა ამბავი კაცზე, რომელმაც, ომის საშინელებათა გარდა, საიქიოც იხილა; რომელმაც უარი თქვა უკვდავებასა და მარადიულ უბერებლობაზე, ოღონდ კი შინ, თავის მოხუც მამასთან, ლაერტესთან, ერთგულ მეუღლესთან, პენელოპესთან, და უმამოდ დავაჟკაცებულ შვილთან, ტელემაქოსთან, დაბრუნებულიყო. აქ ტროის ათწლიანი სისხლისმღვრელი ომისა და შინ დასაბრუნებლად ასევე ათწლიანი, ფათერაკებით სავსე მოგზაურობის შემდეგ მას ახალი განსაცდელი ელოდა. ამავე დროს, ეს არის მსოფლიო ლიტერატურის პირველი ნაწარმოები, რომელშიც ქართველი პერსონაჟი, კუნძულ აიაიას დედოფალი, კირკე, გვხვდება..." - ლევან ბერძენიშვილი

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობასულაკაურის გამომცემლობა
გვერდები379
თარგმანიძველი ბერძნულიდან
მთარგმნელილევან ბერძენიშვილი
გამოცემის წელი2025