იტვირთება...

SAVAK (ირანის შაჰის დაზვერვისა და სახელმწიფო უშიშროების სამსახური)

ვასილ პაპავა

3,303 ნახვა
4.5
(0 რეცენზია /2 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
12
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ნაშრომი ეფუძნება 15 წლიან კვლევას, რომელიც მოიცავს, როგორც ისტორიულ ფაქტებს, აგრეთვე სავსეა პოლიტიკური და უსაფრთხოების ასპექტებით, მაგრამ ყველაზე მეტად ნაშრომს ამდიდრებს ინტერვიუები, რომლებიც ავტორმა მოიპოვა ირანის შაჰის უშიშროების სამსახურში მყოფი მაღალჩინოსნებისა და სხვადასხვა ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებისგან, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ირანის შაჰის მონარქიულ სისტემასთან. ნაშრომი განკუთვნილია სტუდენტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
შაჰის საიდუმლო პოლიციის «სავაქი»-ს მოღვაწეობამ 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში ხელახლა მიიპყრო ყურადღება. ბევრი ავტორი, რომელთაც ხელი არ მიუწვდებოდათ არქივებზე და ზედაპირულად იყენებდნენ ფაქტებს, ძირითადად წერდნენ ტენდენციური განწყობით გაჯერებულ სტატიებს და იყენებდნენ წყაროებს, რომლებიც პრობლემის ცალმხრივ მონაცემებს ასახავდა. საერთო ჯამში, დაიკარგა ზომიერების გრძნობა და ობიექტურობა. 1953 წ. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, შაჰმა გადაწყვიტა შეექმნა ეფექტური შიდა უსაფრთხოების სამსახური, რათა გაეძლიერებინა მონარქიული რეჟიმი: კონტროლზე აეყვანა პოლიტიკური ოპონენტები; აღეკვეთა დისიდენტური მოძრაობა. შაჰი განიხილავდა არმიას, როგორც რეჟიმის მთავარ მხარდამჭერ პოლიტიკურ-ძალისმიერ ინსტიტუტს, — პოსტ-მოსადიყურ პერიოდში კი შაჰი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა პოლიციისა და უშიშროების სამსახურების რეორგანიზაციის საკითხს, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში დაიწყო ხისტი სისტემური რეპრესიები ოპოზიციური ჯგუფებისა და დისიდენტების მიმართ. მონარქიის უშიშროების სტრუქტურებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო "დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრო", შემოკლებით "სავაქი". მიუხედავად იმისა, რომ საიდუმლო პოლიცია "სავაქი" ფართოდ იყო ჩართული "საბჭოთა საფრთხე"-სა და მემარცხენე ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში, საბოლოოდ, მისი დანიშულება იყო შაჰის პოლიტიკური ოპონენტების იდენტიფიცირება და დაშინება. რეჟიმის მოწინააღმდეგეების მიმართ საიდუმლო პოლიცია «სავაქი» პრაქტიკულად უკიდურესად რეპრესიულ-სადამსჯელო ზომებს იღებდა. «თუდე»-ს კომუნისტებისა და განსაკუთრებით მემარცხენე ისლამისტების ("ფედაინ-ე ისლამი" და "მოჯაჰედინ-ე ჰალკი") წინააღმდეგ მასობრივი ხასიათის რეპრესიები კიდევ ერთხელ მოწმობდნენ შაჰის რეჟიმისა და მისი საიდუმლო პოლიციის «სავაქი»-ს ყოვლისშემძლეობას. აღსანიშნავია, რომ "სავაქი"-ს ოთხივე დირექტორი სიკვდილით დასაჯეს: გენერალ თეიმურ ბახთიარი ლიკვიდირებულ იქნა შაჰის ბრძანებით; გენერალი ჰასან ფაქრავანი (1961—1965), გენერალი ნემათოლა ნასირი (1965—1978) და გენერალი ნასერ მოყადამი (1978—1979) ხომეინისტების გამარჯვების შემდეგ რევოლუციური ტრიბუნალის განკარგულებით სიკვდილით დასაჯეს. ისლამური რესპუბლიკის რეჟიმის ფორმირების პროცესის საწყისად შეიძლება ჩაითვალოს 1979 წლის იანვარში ისლამის რევოლუციური საბჭოს შექმნა. ხომეინის სათავეში მოსვლისთანავე "სავაქი" დაიშალა და მას ჩაენაცვლა ახალი საიდუმლო პოლიცია და უშიშროების სამსახური — "სავამა" — ირანის ინფორმაციისა და ეროვნული უშიშროების სამსახური. ეს აპარატი, რომელიც წევრთა რაოდენობით გაცილებით აღემატებოდა «სავაქ»-ს წევრთა რაოდენობას, შემდეგში "ინფორმაციის სამინისტროდ" იქნა წოდებული. მას ასევე ჰქვია "ვევაქი", თუმცა ირანელები და ირანული პრესა არ იყენებენ ამ სახელს და ოფიციალურად "ინფორმაციის სამინისტროდ" მოიხსენიებენ.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-0-8932-9
სათაური:
SAVAK (ირანის შაჰის დაზვერვისა და სახელმწიფო უშიშროების სამსახური)
გამოცემის თარიღი:
2016
გვერდები:
520
კატეგორია:
ისტორიული
ნახვები:
3303
რეიტინგი:
4,5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(2) რეცენზია
4.5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]