იტვირთება...

ვინ არიან მასონები

სოლომონ ასურელი

2022 წელი | Solomon Asureli TM
6,102 ნახვა
5
(0 რეცენზია /8 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
15
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ეს ახალი გამოცემა, ერთგვარი სამგზავრო დღიურია, რუკაა, რომლის მეშვეობითაც, ვეპატიჟები ქართულენოვან მკითხველს, ჩემთან ერთად, იმოგზაუროს მასონური ორდენის არსის საკვლევად, ჭეშმარიტებისა თუ მოგონილი ლეგენდების დასადგენად. წინა გამოცემებისგან განსხვავებით, ეს წიგნი, მასონური ორდენის არსის თუ ისტორიის სხვა ასპექტებზე აკეთებს აქცენტს, რაც მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს. მასონობაზე უამრავი წიგნია გამოცემული, ბოლო 300 წლის განმავლობაში, ქართულ ენაზე კი - არც თუ ისე ბევრი. ეს გამოცემა დაფუძნებულია ქართველი მასონის მიერ წლების განმავლობაში შესწავლილ და დანახულ [მათ შორის ორდენის შიგნიდან] ფაქტებზე. ამ ახალი გამოცემის გამოსვლისას, მე პირადად მასონურ ორდენში „მისრულდება“ 13 წელი, რაც ალბათ, საკმარისი ადამიანური დროა, იმისთვის, რომ მასონური საზოგადოების საფუძვლებს მაინც დაეუფლო და სხვასაც, გარშემომყოფთ, გაუზიარო ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება. დიდი რაოდენობის კლასიკური, აკადემიური, ე.წ. „ალტერნატიული“ თუ ანტი მასონური ლიტერატურა გამოდის მრავალ ენაზე, სხვადასხვა ავტორი აღწერს მისი კონკრეტული მასონური გარემოს ისტორიას და რეალობას. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილს ჰქონია მასონობა ერთიანი ორგანიზმი და სისტემა, იგი [მასონობა] საკმაოდ განსხვავებულია სხვადასხვა სახელწმიფოში, ამიტომ, ამერიკელი, კონტინენტური ევროპის, რუსი, ავსტრალიელი თუ ქართველი მასონი ავტორების ან/და მკვლევარების ხედვა ამ უძველესი საზოგადოების არსის რაობაზე განსხვავდება.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ძალიან ბევრი გამოგონილი სიუჟეტის წიგნიც გამოიცემა, როგორც კონკრეტულად მასონობის შესახებ, ასევე, მხატვრული ლიტერატურა, სადაც მოიხსენიება მასონობა. რთულია, არა - მასონი მკითხველისთვის და ხშირად, მასონი ძმისთვისაც, იმის გარკვევა, თუ სად არის ჭეშმარიტება და სად არის მოგონილი ამბები, ამა თუ იმ საკითხის სიღრმისეული შესწავლის გარეშე - რაც, ზოგადად, „ეზარება“ მკითხველს. ამიტომ, ამ წიგნით, ვცდილობ მოკლედ, მაგრამ კონკრეტულად და ფაქტებზე დაყრდნობით, დაგანახოთ ჩვენი მასონური ორდენის არსი, იდეალები, ისტორიული გარემოებები, რომლებმაც ზეგავლენა იქონიეს მასონობის განვითარებაზე. ამ გამოცემას არ აქვს პრეტენზია „სრულ აკადემიურობაზე“, არამედ, სანდო წყაროებზე და პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, მცდელობაა მკითხველს მარტივი და გასაგები ენით ვუმასპინძლო და ჩემთან ერთად ვამოგზაურო მასონური ორდენის „საიდუმლო ფარდის“ მიღმა. ამ გამოცემაში წარმოდგენილი ხედვა მეკუთვნის მე და არ წარმოადგენს რომელიმე მასონური ორგანიზაციის და მორჩილების ოფიციალურ პოზიციას. მაშ, დავიწყოთ...!
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
ვინ არიან მასონები
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2022
გვერდები:
111
კატეგორია:
ისტორიული
ნახვები:
6102
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(8) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [8]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]