იტვირთება...

ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილი - ცხოვრება და მოღვაწეობა

ციური ბერიძე

61 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
25
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
საყოველთაო გლობალიზაციის, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გადაფასებისა და დამკვიდრების პირობებში საქართველოში მუდამ აქტუალური არის და იქნება ზრუნვა ჩვენი ეროვნული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის, ჩვენი ზნეობრივი საგანძურის აღორძინება-განვითარებისათვის. სამშობლოსათვის თავდადებული რაინდობის, ჭეშმარიტი მამულიშვილობის მრავალი მისაბაძი მაგალითი შემოგვინახა საქართველოს ისტორიამ. ერთ-ერთი მათგანია ლადო აღნიაშვილი (1860-1904) - პირველი "ქართული ხოროს" დამაარსებელი, გამოჩენილი ქართველი პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ლინგვო-დიდაქტიკოსი და ლექსიკოგრაფი, ფოლკლორისტი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი. ქართველი ხალხის ამ საამაყო შვილის ცხოვრება და მოღვაწეობა უთუოდ იმსახურებს ერთ-ერთ განსაკუთრებულ, გამორჩეულ ადგილს ერის ისტორიაში. 2002 წელს გამოიცა წინამდებარე მონოგრაფიის ავტორის წიგნი "ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილი. ბიობიბლიოგრაფია". წიგნი შედგენილია საქართველოს პარლამენტის ი. ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების, იკონოგრაფიულ კოლექციაში არსებულ ისტორიულ და საარქივო, ასევე, საქართველოს ცენტრა­ლურ სახელმწიფო საისტორიო არქივში (სცსსა) მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით. პირველად მომზადდა ლადო აღნიაშვილის მიერ და მასზე გამოცემული წიგნების, ქართულ ჟურნალ-გაზეთებსა და კრებულებში გამოქვეყნებული მასალების სრული ანალიტიკური ბიბლიოგრაფია, პირველადვე შეფასდა ლადო აღნიაშვილის ღვაწლი პედაგოგიკის, ფოლკლორისტიკისა და ეთნოგრაფიის ისტორიაში. მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება, საზოგადოებრივი საქმიანობა, ცოდნა, გამოცდილება, ნიჭი ლადო აღნიაშვილმა მოახმარა სახალხო განათლების, ქართული კულტურის განვითარების უკეთილშობილეს საქმეს და ერის თვითმყოფადობის დაცვას. ლადო აღნიაშვილი მოღვაწეობდა XIX საუკუნის II ნახევარში. ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით იმ პერიოდში ჩამოყალიბდა ქართული დემოკრატიული ინტელიგენცია. "თერგდალეულთა" თაობამ ფართოდ გაშალა აქტიური რეფორმატორული საქმიანობა. ლადო აღნიაშვილი სავსებით იზიარებდა რა ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამოაზრეების შეხედულებებს, მჭიდროდ დაუკავშირდა მათ თავისი შემოქმედებითი იდეებით. მისი სულიერი მემკვიდრეობის დედააზრი იყო ეროვნული სულისკვეთება და ერის საკეთილდღეოდ სამსახური. ეს მაღალზნეობრივი მიზნები ასულდგმულებდა მას, როგორც ერის დიდ მოჭირნახულეს, მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-16-106-3
სათაური:
ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილი - ცხოვრება და მოღვაწეობა
გამოცემის თარიღი:
2010
გვერდები:
256
კატეგორია:
ბიოგრაფია
ნახვები:
61
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]