იტვირთება...

ორშაბათი სიურპრიზების დღეა "საბაში"!07.11.2013

ყოველ ორშაბათ დღეს, ესტუმრე "საბას" ელექტრონული წიგნების სახლს, გახსენი სპეციალური შეთავაზების გვერდი და გამოიყენე შანსი, შეიძინო წიგნები განსაკუთრებულ ფასად, ან სრულიად უფასოდ!

 



ლიტერატურული პრემია “საბას” ფინალისტები გამოცხადდა - ჟიურიმ 265 წიგნიდან 60 ფინალისტი დაასახელა16.07.2013

2013 წლის ლიტერატურული კონკურსი „საბას” პირველი ეტაპი დასრულდა: კონკურსის ჟიურიმ „საბას” წლევანდელი ფინალისტები გამოავლინა. კონკურსზე წარდგენილი 265 წიგნიდან, ფინალურ ეტაპზე, 60 საუკეთესო მოხვდა.

ფინალისტებს შორის გამარჯვებულები კი სექტემბერში დასახელდება. “საბას” რიგით მე-11 საზეიმო დაჯილდოება სექტემბრის შუა რიცხვებში გაიმართება, რომელზეც კონკურსის ჟიური გამარჯვებულ ავტორებს 10 ნომინაციაში გამოავლენს და დააჯილდოვებს „საბას” პრიზითა და ფულადი პრემიებით.

საპრემიო ფონდი 44 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს „საბას“ კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, თიბისი ბანკი გადასცემს.

იხილეთ წლევანდელი "საბას" ფინალისტების სია



სასიამოვნო სიახლე Android-ის მომხმარებლებისთვის!05.07.2013

დღეიდან უკვე შეგიძლიათ „საბას“ ელექტრონული წიგნები თქვენს ანდროიდებშიც წაიკითხოთ! ამისათვის ჩამოტვირთეთ უფასოდ  SABA Reader  თქვენს Android ტელეფონებსა და პლანშეტებში.

 

Android წამკითხველში შესასვლელად ერთჯერადად გამოიყენეთ www.saba.com.ge - ზე რეგისტრაციის  მონაცემები, დაასინქრონეთ თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკა ინტერნეტით და იკითხეთ ყველგან, სადაც კი დროს და საშუალებას გამონახავთ!

 

„საბას“ Android წამკითხველი საშუალებას გაძლევთ თქვენს ბიბლიოთეკაში არსებული წიგნები ინტერნეტის გარეშე წაიკითხოთ. SABA Reader-ის Android აპლიკაცია პერიოდულად განახლდება და სულ უფრო მეტ მოსახერხებელ ფუნქციას შეიძენს!

 

შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი წიგნი "საბას" ელექტრონული წიგნების სახლის 1000-მდე ელექტრონული წიგნიდან, შეიძინეთ, გაიმდიდრეთ თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკა და ის თქვენს ყველა მოწყობილობაში ხელმისაწვდომი იქნება!

სასიამოვნო კითხვას გისურვებთ! მუდმივად თან ატარეთ თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკა, თქვენს Android მოწყობილობებთან ერთად.



უპრეცედენტო აქცია 300-ზე მეტ წიგნზე!15.04.2013

მხოლოდ 1 კვირით, მხოლოდ "საბას" ელექტრონული წიგნების სახლში: წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დიდი ფასდაკლების აქცია!

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა. დარჩენილ ერთ კვირას „საბა“ წიგნების შეძენის კვირეულად აცხადებს და გთავაზობთ 50%-იან ფასდაკლებას 300-ზე მეტ ელექტრონულ წიგნზე.

შეიძინეთ აქციაში მონაწილე 11 გამომცემლობის წიგნები, ნახევარ ფასად:

1.    სიესტა

2.    დიოგენე 

3.    ინტელექტი

4.    ბიოგრაფიული ცენტრი 

5.    არტანუჯი

6.    სინერჯი ჯგუფი

7.    უსტარი 

8.    ლაბირინთი

9.    პანენთეისტი

10.  რატის წიგნები 

11.  "საბას" წიგნები

მოვიდა დრო, მოიმარაგოთ ზაფხულის საკითხავი ლიტერატურა. "საბას" ელექტრონული წიგნები შეგიძლიათ მუდამ თან ატაროთ, თქვენი  iPad, iPhone, პერსონალური კომპიუტერით/ლეპტოპით და სხვა მოწყობილობებით!

 

გაამდიდრეთ თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკა ნახევარ ფასად! 15-23 აპრილი ამისთვის ყველაზე ხელსაყრელი დროა.



კონკურსი წიგნის დიზაინერებისა და ილუსტრატორებისთვის!29.03.2013

ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ დიზაინერებსა და ილუსტრატორებს სთავაზობს, გახდნენ ერთერთი საუკეთესო თანამედროვე ქართველი მწერლის, ზურაბ ქარუმიძის ახალი წიგნის ყდის დიზაინის ავტორი!


პრემია „საბას“ ლაურეატმა, ზურაბ ქარუმიძემ ექსკლუზიურად "საბას" ელექტრონული სახლის მკითხველებისთვის საკუთარი ახალი წიგნი "ბაში-აჩუკი, ანუ მობი-დიკი" ელექტრონული სახით გამოაქვეყნა!


ესაა ვრცელი მოთხრობა, სადაც ასახულია გლდანის ციხის მოვლენები; სახელშეცვლილგმირებში ადვილად ამოიცნობთ სხვადასხვა პოლიტიკოსსა თუ ახალი ამბების გმირებს. დოკუმენტურ მასალებს მხატვრული სახეები ანაცვლებენ. მოთხრობაში ასახული პენიტენციალური სისტემის ხარვეზები ამბოხისა და ცვლილების აუცილებლობაში გვარწმუნებს.


თუ ჯერ არ ხართ „საბას“ ელექტრონული სახლის მომხმარებელი, დარეგისტრირდით, შეიძინეთ და წაიკითხეთ მოთხრობა და შემოგვთავაზეთ წიგნის ყდის დიზაინი.

 

გამოგვიგზავნეთ თქვენი ნამუშევარი 1 მაისამდე, ზომით 570x700 px, მისამართზე editor@saba.com.ge და მოიგეთ პრიზი - Kindle Paperwhite!
თქვენი ნამუშევარი გამოქვეყნდება ელექტრონული წიგნების სახლის facebook გვერდზე. საუკეთესოს კი თავად  ავტორი გამოავლენს!

წარმატებას გისურვებთ!



საგაზაფხულო აქცია - 50% ფასდაკლება01.03.2013

ელექტრონული წიგნების სახლი "საბა" გილოცავთ გაზაფხულის დადგომას და გთავაზობთსაგაზაფხულო აქციას:

 

შეიძინეთ დიოგენეს, ინტელექტის, სიესტასარტანუჯისსინერჯი ჯგუფისსაუნჯისა დამიმოსის ყველა ელექტრონული წიგნი 50%-იანი ფასდაკლებით!

 

მხოლოდ 2 დღით, მარტის პირველ შაბათ-კვირას, შეიძინეთ ნახევარ ფასად თქვენთვის საინტერესო წიგნები და იკითხეთ ყველგან. მითუმეტეს, რომ ახლა უკვე "საბას" ელექტრონული წიგნები თქვენს iPhone, iPad-სა და iPod Touch-შიც შეგიძლიათ იკითხოთ ინტერნეტის გარეშე!

 

გაამდიდრეთ თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკა ნახევარ ფასად!

 

*აქცია გაგრძელდება 4 მარტამდე!



Saba Reader on APP Store27.02.2013

App Store-ზე განთავსდა სპეციალური უფასო აპლიკაციის Saba Reader-ის პირველი ვერსია, რომლის საშუალებით  iPhone-ში, iPad-სა და iPod Touch-ში თქვენი წიგნების ინტერნეტის გარეშე წაიკითხვას შეძლებთ.

ჩამოტვირთეთ App Store-დან Saba Reader, პირველი შესვლისას გამოიყენეთ saba.com.ge-ზე თქვენი სახელი/პაროლი და თან ატარეთ თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკა ყველგან და ყოველთვის! Saba Reader-ის აპლიკაცია პერიოდულად განახლდება და სულ უფრო მეტ მოსახერხებელ ფუნქციას შეიძენს!

„საბას“ ელექტრონული წიგნების სახლში შეძენილი წიგნები, Saba Reader-ის აპლიკაციის საშუალებით, ავტომატურად სინქრონიზდება თქვენს  iOS ბიბლიოთეკასთან. თქვენ ერთხელ იძენთ წიგნს და ის თქვენთვის ყველა iOS მოწყობილობაშია ხელმისაწვდომი. მათ ჩამოსატვირთად წიგნის ყდაზე ხელის ერთხელ შეხებაა საჭირო. 
 


ლიტერატურულ კონკურსზე „საბა“ წარდგენილი წიგნები14.02.2013

„საბას“ კონკურსზე განაცხადების მიღება დასრულდა. კონკურსის 9 ნომინაციაზე შემოვიდა, ჯამში, 220 წიგნის განაცხადი.

 

უახლოესი თვეების განმავლობაში, ამ საკონკურსო სიაში, „საბას“ ჟიურის მუშაობის პარალელურად,გარკვეული  ცლილებები მოხდება, ვინაიდან მუშაობის პროცესში კიდევ უფრო დაზუსტდება ცალკეული წიგნების შესაბამისობა კონკურსის პირობებთან და ნომინაციებთან. ინფორმაცია, ცხადია, ჩვენს საიტზეც პერიოდულად განახლდება.

 

იხილეთ კონკურსზე წარდგენილი წიგნები, ნომინაციების მიხედვით.



ლიტერატურული კონკურსი „საბა“-2013 დაიწყო23.01.2013

დღეიდან თიბისი ბანკი ოფიციალურად აცხადებს ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის „საბა“ დაწყებას.

წლევანდელი, რიგით მეთერთმეტე „საბა“ მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს საზოგადოებას: ამიერიდან კონკურსი საერთაშორისო მასშტაბს იძენს. მასში უცხოელი ლიტერატორები და მთარგმნელებიც მიიღებენ მონაწილეობას. 

გაიზარდა ნომინაციების რაოდენობაც - წელს „საბა“ 10 ნომინაციაში გაიცემა. ახალი ნომინაცია, რომელიც კონკურსს დაემატა, გულისხმობს ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანის გამოვლენას და დაჯილდოვებას. 

ახალი პრიზის დაწესება მიზნად ისახავს ქართული ლიტერატურის უცხოურ ენაზე თარგმნის, მისი საზღვარგარეთ გატანა-პოპულარიზების წახალისებას.

ამ ნომინაციაზე განიხილება ნებისმიერი ქართული (თანამედროვე თუ კლასიკური) ლიტერატურული ნაწარმოების თარგმანი ნებისმიერ უცხოურ ენაზე, რომელიც წიგნად არის გამოცემული საქართველოს საზღვრებს გარეთ, უცხური გამომცემლობის მიერ. შესაბამისად, ამ ნომინაციაში კონკურსანტები იქნებიან ის ქართველი თუ უცხოელი მთარგმნელები, რომელთაც თარგმნეს ქართული ნაწარმოები.

ნომინაცია „ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი“ ისეთივე ყოველწლიური გახდება, როგორც „საბას“ დანარჩენი ტრადიციული 9 ნომინაციაა. წელს, რადგანაც ეს ნომინაცია პირველად ჯილდოვდება, განხილვაზე მოხვდება ბოლო 3 წლის განმავლობაში შესრულებული, ქართული ნაწარმოებების უცხოური თარგმანები. მომავალი წლიდან კი ამ ნომინაციაზეც მოხდება მხოლოდ გასული ერთი წლის ნამუშევრების შეფასება.

„საბას“ 5-კაციანი ჟიური ყოველწლიურად იცვლება. წლევანდელი ჟიური მუშაობას თებერვლის შუა რიცხვებიდან შეუდგება და რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავს და შეაფასებს 2011 წელს გამოცემულ ყველა ორიგინალურ მხატვრულ ნაწარმოებს, ასევე უცხოური ნაწარმოებების ქართულ თარგმანს.

რაც შეეხება „ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანის“ ნომინაციას, მასზე წარმოდგენილ ნამუშევრებსსაერთაშორისო ჟიური შეაფასებს, რომელიც ქართველი და უცხოელი ლიტერატორებისგან იქნება დაკომპლექტებული. სწორედ მათ მიერ წარმოდგენილ რეცენზიებსა და დასკვნებზე დაყრდნობით გამოავლენს გამარჯვებულ მთარგმნელს „საბას“ 5-კაციანი ჟიური.

ახალი, საერთაშორისო ნომინაციის დამატების შედეგად, პრემია „საბა“ წელს გაიცემა 10 ნომინაციაში:

  1. წლის საუკეთესო რომანი
  2. წლის საუკეთესო პოეტური კრებული
  3. წლის საუკეთესო პროზაული კრებული
  4. წლის საუკეთესო პიესა
  5. წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  6. წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
  7. წლის საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
  9. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი
  10. პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის

პრემია „საბა“ 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა და პენ ცენტრმა. პროექტის მუდმივი პარტნიორია სამაუწყებლო კომპნაია „რუსთავი 2“. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა, ამჯერად უკვე 10 ნომინაციის მიხედვით. გამარჯვებული ავტორები, „საბას“ პრიზთან ერთად, თიბისი ბანკისგან სოლიდურ ფულად პრემიებსაც მიიღებენ. 

რაც შეეხება კონკურსში განაცხადების წარდგენის პირობებს:

  • „საბას“ კონკურსზე წიგნების წარდგენა დღეიდან დაიწყება და 10 თებერვლამდე გაგრძელდება.
  • განაცხადის წარდგენა შეუძლიათ როგორც გამომცემლებს, ისე თავად ავტორებსა და მთარგმნელებს.
  • კონკურსზე განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონულად.
  • სასურველია, კონკურსანტმა თავისი საკონკურსო წიგნის ელექტრონული ვერსია ატვირთოს „საბას“ ელექტრონული წიგნების სახლში, სადაც საზოგადოებას საშუალება ექნება, შეიძინოს და წაიკითხოს საკონკურსო წიგნის ელექტრონული ვერსია.


აქცია "საბას საგანძურის" წიგნებზე15.01.2013

აირჩიეთ და შეიძინეთ ერთი ნებისმიერი ელექტრონული წიგნი სერიიდან "საბას საგანძური" და მიიღეთ 50% ფასდაკლება ყოველ მეორე წიგნზე ამავე სერიიდან!

აქცია გაგრძელდება 31 იანვრამდე. იჩქარეთ! ეს საუკეთესო დროა იმისათვის, რომ შეაგროვოთ ქართული კლასიკური ლიტერატურის შედევრებითქვენს ელექტრონულ თაროზე!

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ აქცია ძალაში შევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეასრულებთ ტრანზაქციას "საბას საგანძურის" სერიის ნებისმიერ წიგნზე.