იტვირთება...

FAQ (ხშირად დასმული კითხვები)

როგორ დავრეგისტრირდე საიტზე?
საიტზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ გადახვიდეთ რეგისტრაციის ბმულზე და შეავსოთ მოცემული ველები. ამის შემდეგ თქვენ მეილზე მიიღებთ დადასტურების ლინკს, დააკლიკეთ მას და თქვენი ანგარიში გააქტიურდება.

 

როგორ შევიძინო ელ.წიგნი?
ელექტრონულ წიგნების სახლ "საბაში" ელ. წიგნის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის Visa/Mastercard ბარათით ან საბას ბალანსით, რომელსაც შეავსებთ TBC Pay-ს და PAYBOX-ის სწრაფი გადახდის აპარატისა და Unipay ელექტრონული საფულის მეშვეობით.

 

შეძენილ ელ.წიგნს სახლში მომიტანთ?
ჩვენთან იყიდება მხოლოდ ელექტრონული წიგნები, ჩვენ არ ვყიდით ნაბეჭდ წიგნებს. ელექტრონული წიგნების წაკითხვა მხოლოდ ელექტრონულ მოწყობილობებშია შესაძლებელი.

 

სად/რომელ მოწყობილობებში შემიძლია საბას ელ. წიგნების წაკითხვა?
saba.com.ge-ზე შეძენილი ელ.წიგნების წაკითხვა შეგიძლიათ Saba Reader აპლიკაციის მეშვეობით Mac,Windows, Android და iOS მოწყობილობებში.

სრული ინფორმაციისთვის გაეცანით ბმულს.

 

Kindle-ისთვის არ გაქვთ ელ.წიგნები?
ჩვენს საიტზე გვაქვს წიგნების გარკვეული რაოდენობა Kindle მოწყობილობისთვის. დამატებით ინფორმაციას ამის შესახებ მიიღებთ მოცემული ბმულიდან

 

რომელი ბარათებით შემიძლია ელ.წიგნის ყიდვა?
saba.com.ge-ზე ელ.წიგნების შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერი ბანკის Visa ან Mastercard ბარათით.

 

როგორ ვიყიდი ელ.წიგნს საბას ბალანსით?
თავდაპირველად თქვენ უნდა შეავსოთ საბას ბალანსი TBC PAY-ს ან PAYBOX-ის სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით. (ეწვიეთ მოცემულ ბმულს თანხის ჩარიცხვის დეტალური ინსტრუქციის სანახავად). ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ელ.წიგნი. გადახდის გვერდზე მონიშნეთ "საბას ბალანსი" და დააკლიკეთ გადახდის ღილაკს.

 

როგორ შემიძლია უფასო ელ.წიგნი განვათავსო ჩემს ელ.ბიბლიოთეკაში?
უფასო ელ. წიგნების თქვენს ბიბლიოთეკაში განსათავსებლად საჭიროა მხოლოდ უფასო ელ.წიგნის დეტალურ გვერდზე დააწვეთ ღილაკს "ყიდვა" და შემდეგ "გადახდა". ამ პროცედურის შემდეგ უფასო ელ.წიგნი განთავსდება თქვენს ელ.ბიბლიოთეკაში.

 

აღარ მინდა სიახლეების მიღება ელ.ფოსტაზე, როგორ მოვიქცე?
ამისათვის საჭიროა გააკეთოთ unsubscribe, გადადით შემდეგ ბმულზე და მიჰყევით ინსტრუქციას.  

 

შესაძლებელია რამდენიმე ელ.წიგნის ერთი ტრანზაქციით შეძენა?
დიახ, რამდენიმე ელ. წიგნის შეძენა ერთი ტრანზაქციით შესაძლებელია. ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს .

 

ავტომატურად რატომ არ ჩნდება ელ.წიგნები ჩემი მოწყობილობის რიდერში?
იმისათვის რომ, ახლად შეძენილი ელ.წიგნები გამოჩნდეს თქვენს Saba Reader-ში, საჭიროა თქვენ მოწყობილობას ჰქონდეს ინტერნეტთან წვდომა, რის შემდეგაც ახალი ელ.წიგნები დასინქრონირდება თქვენს წამკითხველში. გაითვალისწინეთ, რომ ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ ერთხელ არის საჭირო, წაკითხვას კი - ინტერნეტის გარეშე შეძლებთ.

 

სად შემიძლია ნაყიდი ელ.წიგნების ნახვა?
შეძენილი ელ.წიგნები ავტომატურად თავსდება თქვენს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში, სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ, როგორც პირდაპირ საიტიდან, ასევე, Saba Reader უფასო აპლიკაციის მეშვეობით.  

 

შემიძლია თუ არა ანგარიშის გაუქმება?
ანგარიშის გაუქმება, სამწუხაროდ, არ არის შესაძლებელი. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ სიახლეების მიღებაზე თქვენს ელ.ფოსტაზე. ამისათვის საჭიროა, გააკეთოთ unsubscribe . გადადით შემდეგ ბმულზე და დაადასტურეთ ღილაკზე "დიახ" დაჭერით.

 

როგორ შევცვალო პაროლი?
პაროლის შესაცვლელად გადადით შემდეგ ბმულზე  ან შედით თქვენს პირად გვერდზე , მარცხენა მხარეს ჩამონათვალში დააჭირეთ "პაროლის შეცვლა" -ს, შემდეგ გამოჩნდება შესავსები ველები, ჩაწერეთ ძველი პაროლი, შემდეგ ორჯერ გაიმეორეთ ახალი პაროლი და დაადასტურეთ ღილაკით "შეცვლა". 

 

როგორ დავრეგისტრირდე ელ. გამომცემლად?
ამისათვის ჯერ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, როგორც ჩვეულებრივმა მომხმარებელმა და შემდეგ უნდა გაიაროთ დამატებითი რეგისტრაცია როგორც ელ. გამომცემელმა. თქვენ უნდა მიბრძანდეთ თიბისის ფილიალში და ადგილზე გახსნათ "საბას" ანგარიში. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.

 

უფასოა თუ არა ელ.გამომცემლად რეგისტრაცია?
დიახ, ელ. გამომცემლად რეგისტრაცია ჩვენთან უფასოა.

 

შემიძლია თუ არა ჩემი ელ.წიგნების გაყიდვა saba.com.ge-ზე?
დიახ, თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ საბაზე როგორც ელ. გამომცემელი, შემდეგ განათავსოთ წიგნები გასაყიდად ჩვენს საიტზე. დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით ამ ბმულს.

 

როგორ გამოვიყენო ვაუჩერი?
სასურველი ელ.წიგნების არჩევის შემდეგ დააწექით ღილაკს "ყიდვა", შემდეგ ღილაკს "გადახდა" და თქვენ გადახვალთ გადახდის გვერდზე. ამის შემდეგ საჭიროა რომ ვაუჩერის შემოწმების ველში შეიყვანოთ ვაუჩერის უნიკალური კოდი და დააწვეთ ღილაკს "ვაუჩერის შემოწმება". დასტურის მწვანე ტექსტის გამოტანის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დააწვეთ ღილაკს "გადახდა" და თქვენ ელ.წიგნს შეიძენთ ფასდაკლებით.

 

როგორ წავიკითხო ელ.წიგნები Kindle-ში?
როცა შეიძენთ kindle-სთვის განკუთვნილ ელ წიგნს, უნდა შებრძანდეთ თქვეს ელ.ბიბლიოთეკაში, გადმოწეროთ წიგნის .mobi ფორმატი და ჩააგდოთ USB კაბელის საშუალებით თქვენს მოწყობილობაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს.

 

შემიძლია თუ არა Kindle fire-ზე ელ.წიგნების წაკითხვა ?
დიახ, შესაძლებელია. ამისათვის უნდა ჩამოტვირთოთ ამაზონიდან ჩვენი უფასო აპლიკაცია SABA Reader-ი .

 

საქართველოში არ ვცხოვრობ, შემიძლია თუ არა შევიძინო ელ.წიგნი?
დიახ, ელ.წიგნის შეძენა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, თანხის გადახდა კი შეგიძლიათ ნებისმიერი ბანკის Visa ან Mastercard ბარათით.

 

არის თუ არა ფასდაკლებები ელ.წიგნებზე?
ზოგადად ელექტორნული წიგნების ფასი ბეჭდურ წიგნებთან შედარებით საგრძნობლად იაფია. დამატებით, მუდმივად ვთავაზობთ მომხმარებლებს ფასდაკლებებს სხვადასხვა გამომცემლობის ელ.წიგნებზე. ფასდაკლებების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ როგორც თქვენს ელ.ფოსტაზე, ასევე ჩვენი საიტის მთავარ გვერდზე ან, შეგიძლიათ ესტუმროთ ჩვენს facebook გვერდს,სადაც ყველანაირ ახალ ინფორმაციას ვაქვეყნებთ ხოლმე.

 

არის თუ არა საიტზე უფასო ელ.წიგნები?
დიახ, ჩვენს საიტზე განთავსებული უფასო ელ.წიგნების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

 

როგორც მოვძებნო ელ.წიგნი ავტორით ან გამომცემლობით?
საძიებო ველში სასურველი ელ.წიგნი შეგიძლიათ მოძებნოთ როგორც სათაურის, ასევე, ავტორის ან გამომცემლობის მიხედვით. ამისათვის, საძიებო ველის გასწვრივ აირჩიეთ შესაბამისი ჩამონათვალი "წიგნები" ან "ავტორი" ან "გამომცემლობა".

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ მომხმარებელს არ შეუძლია დააკოპიროს და გაავრცელოს შეძენილი ელ.წიგნი (გარდაKindle, Sonny Reader და Nook-ისთვის განკუთვნილი წიგნებისა). საიტზე განთავსებული ლიტერატურა დაცულია დაწიგნის კოპირების საშუალებები შეზღუდულია. ასევე, შეუძლებელია ერთი და იგივე მომხმარებლის სახელითა დაპაროლით ერთდროულად რამდენიმე კომპიუტერიდან თუ iPad და iPhone მოწყობილობიდან კითხვა. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი საკუთარ ანგარიშზე ინფორმაციას გადასცემს სხვა მომხმარებელს, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ უფლებას იტოვებს გააუქმოს ეს ანგარიში.

 

კონფიდენციალურობა

saba.com.ge იცავს მყიდველის პირად ინფორმაციას და არ გადასცემს მესამე პირს მყიდველის თანხმობის გარეშე.