იტვირთება...

როგორ შევავსოთ ბალანსი UniPAY-ს ელექტრონული საფულის მეშვეობით?

იმისათვის, რომ შეავსოთ "საბას" ბალანსი UniPAY-ს ელექტრონული საფულის მეშვეობით, საჭიროა შებრძანდეთ ვებ-გვერდზე unipay.com და გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, უნდა შებრძანდეთ სისტემაში რეგისტრაციისას მითითებული ელ.ფოსტითა და პაროლით.

 

სისტემაში წარმატებით შესვლის შემდეგ საჭიროა შებრძანდეთ “სერვისებში” სადაც მოცემულია კატეგორია “ელ. წიგნები”. მასზე დაწკაპუნებით გამოჩნდება ელექტრონული წიგნების სახლ “საბას” ლოგო.

 

 

დააწკაპუნეთ ლოგოზე, საბას ბალანსზე თანხის ჩასარიცხად საჭიროა მიუთითოთ საბას ანგარიშის ელ. ფოსტა (ვის ანგარიშზეც რიცხავთ თანხას).

 
ელ.ფოსტის შემოწმების შემდეგ შეიყვანეთ საბას ბალანსზე ჩასარიცხი სასურველი თანხა.

თანხის შეყვანის შემდეგ თქვენ საშუალება გაქვთ თანხა გადარიცხოთ UniPAY-ს ბალანსიდან, თქვენი Visa ბარათიდან ან თქვენი Mastercard ბარათიდან. სასურველი საშუალების არჩევის შემდეგ დააწკაპუნეთ ბალანსის შევსებას.