იტვირთება...

წაიკითხე ქალაქი - პროექტი "ქალაქი - ბიბლიოთეკა"

ქალაქი ინახავს ისტორიას, ამბებს, ლეგენდებს, თავგადასავლებს - ლექსებად, მოთხრობებად, რომანებად, წიგნებად...

წაიკითხე ქალაქი!

 

„ქალაქი - ბიბლიოთეკა“ - ეს არის "საბას" სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას გაძლევთ, თბილისის 50 ქუჩაზე, ბაღებში, პარკებში, მეტროპოლიტენში განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკების სტენდებიდან, მათზე დაბეჭდილი QR კოდების საშუალებით, უფასოდ ჩატვირთოთ 50-მდე მწერლის ელექტრონული წიგნი თქვენს ელექტრონულ მოწყობილობაში.

 

ამისათვის საჭიროა:

1. ელექტრონულ მოწყობილობაში ჩამოტვირთოთ უფასო აპლიკაცია "SABA Reader"-ი და დარეგისტრირდეთ

2. SABA Reader-ში, მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსებულ QR კოდის წამკითხველს წააკითხოთ QR კოდი

3.  QR კოდის წარმატებით წაკითხვის შემდეგ ელექტრონული წიგნი განთავსდება თქვენს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში