იტვირთება...

პროექტები

პროექტი „ქალაქი - ბიბლიოთეკა“

„ქალაქი - ბიბლიოთეკა“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, თბილისის მერიასთან და პრეზიდენტის ფონდთან ერთად ახორციელებს. ეს არის სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას მისცემს, ქალაქში განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკების სტენდებიდან, მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით, უფასოდ ჩატვირთოს „საბას“ ელექტრონული წიგნები თავის ელექტრონულ მოწყობილობაში. ამისათვის საჭიროა, მკითხველი აპლიკაცია Saba Reader-ის მომხმარებელი იყოს.

 

 

 

 

ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაცია

ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაცია შეიქმნა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით. ამ პროექტის ფარგლებში 300-ზე მეტი ხმოვანი წიგნია ხელმისაწვდომი უსინათლოებისთვის უფასოდ.

მათი მოსმენა შესაძლებელია Android და ioS მოწყობილობებში, ინტერნეტის გარეშე.

 

 

 

იკითხე მთაში!

„იკითხე მთაში!“ - ელექტრონული წიგნების სახლი „საბას“ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ერთობლივ პროექტი, რომლის ფარგლებში მთის კურორტებზე დამონტაჟდა უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდები, ათობით ელექტრონული წიგნით.

 

 

უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკა თბილისის მეტროში

მეტროპოლიტენში ელექტრონული წიგნების სახლ "საბას" და თბილისის მერიის სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ერთობლივი ინოვაციური პროექტი -  უფასო QR ელექტრონული ბიბლიოთეკა გაიხსნა.  ამ  სოციალური პროექტის მიზანია  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით  კითხვის  პოპულარიზაცია.