ჩიტის და კაცის ამბავი
რეიტინგი
4.5 / 5
ნახვა
13923
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
არჩილ ქიქოძე
გამომცემლობა
სიესტა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
"ქართულ ლიტერატურას კარგი მთხრობელი დიდი ხანია არ ჰყოლია. არჩილ ქიქოძე მთხრობელია. მთხრობელი უბრალოდ მწერალი არ არის. მთხრობელი ეპიკური პოეტის უმცროსი ძმაა. მისი მონაყოლი დინჯი და აუღელვებელია, მას არსად ეჩქარება, ოღონდ, ეპოსისგან განსხვავებით, მისი პერსონაჟები გმირები კი არა, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ეპოსისგან განსხვავებით მთხრობელის ამბავი გამოგონილი მაშინაც კი არ არის, როდესაც გამოგონილია. მთხრობელი გამოცდილებიდან მოდის და ეს გამოცდილება, თუ გერმანელ ფილოსოფოს ვალტერ ბენიამინს დავუჯერებთ, ავტორიტეტს სიკვდილისაგან იღებს. სადაც გამოცდილებაა, იქ საიდუმლოცაა, ამიტომ ეს მოთხრობები, მიუხედავად იმისა, რომ სულ არ არის დეტექტივი, დეტექტივიცაა. არჩილ ქიქოძის მოთხრობებს მკითხველი ნელ-ნელა, ჩუმად, შეუმჩნევლად დაუფარავ, შიშველ, შეულამაზებელ ბოლო სიმართლესთან მიჰყავს, რომელიც არც ლამაზია, არც იდუმალი და ამიტომაც უფრო დამაჯერებელია. ამ დეტექტივის დანაშაული და სასჯელი, ცრურწმენა და სიამაყე, სიყვარული და სიძულვილი საქართველოა, ოჯახური ამბების საქართველო, რომლებიც სახელმძღვანელოებიდან ცნობილ ისტორიაზე უფრო ნამდვილია. შავ-თეთრი არ არის და ერთნაირად ეკუთვნის ჯალათებს და მსხვერპლებს, მათ შვილებს და შვილიშვილებს და მათი საერთო დანაშაულის ან სიყვარულის შედეგია".ზაალ ანდრონიკაშვილი
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები