იტვირთება...

დიდი საახალწლო ფასდაკლება!25.12.2013

25 დეკემბრიდან  3 იანვრამდე „საბა“ აცხადება უპრეცედენტო აქციას - 50%-იანი ფასდაკლება, 15 გამომცემლობის 600-ზე მეტ ელექტრონულ წიგნზე!

 

არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა, რადგან უახლოესი 10 დღე საუკეთესო დროა თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკის გასამდიდრებლად.
 

შეიძინეთ მთელი წლის სამყოფი საკითხავი ლიტერატურა - თანამედროვე ბესტსელერები, კლასიკური ლიტერატურა, უახლესი თარგმანები და თანამედროვე ქართველ ავტორთა წიგნები. ეს ყველაფერი  კი ნახევარ ფასად!

შეავსეთ თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკა ახლა და იკითხეთ მთელი წლის მანძილზე, სადაც და როდესაც მოგესურვებათ. იკითხეთ კომპიუტერში, ლეპტოპში, iPhone, iPad, iPod, Android, Kindle, Sony Reader, Nook მოწყობილობებში.
 
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

 



გალაკტიონის 25-ტომეული და საიუბილეო აქცია15.11.2013

„დავიბადე 1892 წელს, მამის, სახალხო მასწავლებლის გარდაცვალებიდან შვიდი თვის შემდეგ დასავლეთ საქართველოში, ვანის რაიონში, სოფელ ჭყვიშში. როგორც წერა-კითხვა, ისე ნაოსნობა, ცურვა, მეთევზეობა, არ მახსოვს, როდის ვისწავლე.

კუნძული „მეფის ჭალა“, რომელიც ჩვენს სახლს ეკვროდა, იყო ჩემი საყვარელი ადგილი (ეს ჭალა, იმერეთის მეფის სოლომონ II-ს მიერ განსაკუთრებული სიგელით მიეცა ჩემს წინაპარს, ჩემზე გადმოვიდა შთამომავლობით). კუნძულს გარს უვლიდა რიონის ორი ტოტი, ერთი ჩქარზე-უჩქარესი, მეორე დინჯი, აუჩქარებელი. ორივე რიონი ძალიან მიყვარდა; განსაკუთრებით ზაფხულობით - აქ ვკითხულობდი დიკკენსს, [შორს სჩანდა ხვამლის მთები] ბაირონს, შელლის, მიუსსეს, შატობრიანს, რუსსოს, ტოლსტოის, პუშკინს, ლერმონტოვს, შოთა რუსთაველის, დ. გურამიშვილის, ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას წიგნებს.

8 წლისა გადამიყვანეს ქუთაისში, იქ ვცხოვრობდი ძველი აზნაურის, ანდრო წერეთლის სახლში. ვსწავლობდი საშუალოდ, მაგრამ მასწავლებლები კარგად მეპყრობოდენ მაინც, როგორც ახალგაზრდა მგოსანს როდის დავიწყე წერა ლექსების, მოთხრობების, რომანების, არც ეს მახსოვს“...

 

გალაკიონ ტაბიძის ავტობიოგრაფია [1950-იანი წლები]

 

გალაკტიონის 25 ტომეული პოეტის სრულ შემოქმედებით მემკვიდრეობას მოიცავს, წლების მიხედვით აკინძულ ლექსებთან ერთად. აქ შეხვდებით პოეტის ჩანაწერებს, ჩანახატებს, 22-მდე ავტობიოგრაფიას, სადაც შეგვიძლია დავაკვირდეთ, თუ როგორ იცვლება განწყობებისა და წლების მიხედვით პოეტის წარმოდგენები და შეხედულებები საკუთარ თავსა თუ წარსულზე.

 

ზეგ, 17 ნოემბერს დიდი პოეტის დაბადების დღეა! შეიძინეთ "ლიტერატურის მუზეუმის" ელექტრონული გამომცემლობისგან გალაკტიონის 25 ტომეულის პირველი 9 ტომი  და გადაიხადეთ 5 ლარით ნაკლები, ერთი კვირის განმავლობაში!

 

იკითხეთ თქვენს  iPad, iPhone, Android მოწყობილობებში, გამოსტაცეთ ყოველდღიურობას რამდენიმე წუთი და დაუთმეთ იგი გალაკტიონს! 



50 % -იანი ფასდაკლებია გამომცემლობა "იბისი"-ს წიგნებზე!04.10.2013

მთარგმნელმა მაია მირიანაშვილმა „საბას“ ელექტრონული წიგნების სახლში საკუთარი ელექტრონული გამომცემლობა "იბისი" შექმნა და დღეიდან მისი თარგმანები „საბას“ მკითხველებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

 

წაიკითხეთ 21 ახალი წიგნი „საბას“ ელექტრონული წიგნების სახლში - მაია მირიანაშვილის მიერ ნათარგმნი გერმანული, ავსტრიული და შვედური ლიტერატურა:

 

რომანში "შეყვარებული კაცი" მარტინ ვალზერი 80 წლის გოეთესა და 18 წლის ულრიკე ფონ ლევეტცოვის სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს.

 

რობერტ შტაიდერის რომანი "სიკვდილის ძმა" ერთი გენიოსი მუსიკოსის გამაოგნებელ ისტორიას მოგვითხრობს, რომელმაც ოცდაორი წლის ასაკში სიყვარულის გამო თავი მოიკლა. ავსტრიელი მწერლის ეს რომანი დღეს მსოფლიო ბესტსელერად ითვლება.

 

ჰერმან ჰესსეს რომანში "დემიანე" მწერალს იმ ტანჯვის მხატვრულად ხორცშესხმა და გამოსახვა სურდა, რომელსაც იწვევს "მე"-ს შემეცნება და ადამიანის სწრაფვა სრულყოფილებისაკენ...

 

ამ და სხვა დანარჩენს წიგნებზე გამომცემლობა "იბისი"  ერთი კვირის განმავლობაში,  "საბას" მკითხველებს, 50 % -იან ფასდაკლებას გთავაზობთ.გამოიყენეთ ეს შანსი, შეიძინეთ და იკითხეთ თქვენს  iPad, iPhone, Android ტელეფონებსა და პლანშეტებში, პერსონალურ კომპიუტერებსა და ლეპტოპებში! 



ორიგინალურ სერია „პირადი ანთოლოგია“!01.11.2013

ნებისმიერი მწერალი, პირველყოვლისა, მკითხველიცაა. თან მწერალი, თან მკითხველი, თანაც თავისი თანამედროვე ლიტერატურული პროცესის მონაწილე. გაინტერესებთ, როგორ ხედავს რომელიმე ცნობილი თანამედროვე ავტორი იმ ლიტერატურულ სივრცეს, რომელშიც მონაწილეობს? როგორ აღიქვამს პროზაიკოსი პოეზიას, პოეტი - დრამატურგიას, დრამატურგი - პუბლიცისტიკას და ა.შ. 

„საბას“ ელექტრონული წიგნების სახლი იწყებს ორიგინალურ სერიას „პირადი ანთოლოგია“, რომლის ფარგლებშიც შემოგთავაზებთ სხვადასხვა თანამედროვე ავტორების მიერ შედგენილ, სხვადასხვა თემატურ ანთოლოგიებს.


ენდეთ თანამედროვე ქართველი ავტორების გემოვნებას - წაიკითხეთ მათ მიერ სპეციალურად თქვენთვის შერჩეული და აკინძული კრებულები!  

 

 



ორშაბათი სიურპრიზების დღეა "საბაში"!07.11.2013

ყოველ ორშაბათ დღეს, ესტუმრე "საბას" ელექტრონული წიგნების სახლს, გახსენი სპეციალური შეთავაზების გვერდი და გამოიყენე შანსი, შეიძინო წიგნები განსაკუთრებულ ფასად, ან სრულიად უფასოდ!

 



ლიტერატურული პრემია “საბას” ფინალისტები გამოცხადდა - ჟიურიმ 265 წიგნიდან 60 ფინალისტი დაასახელა16.07.2013

2013 წლის ლიტერატურული კონკურსი „საბას” პირველი ეტაპი დასრულდა: კონკურსის ჟიურიმ „საბას” წლევანდელი ფინალისტები გამოავლინა. კონკურსზე წარდგენილი 265 წიგნიდან, ფინალურ ეტაპზე, 60 საუკეთესო მოხვდა.

ფინალისტებს შორის გამარჯვებულები კი სექტემბერში დასახელდება. “საბას” რიგით მე-11 საზეიმო დაჯილდოება სექტემბრის შუა რიცხვებში გაიმართება, რომელზეც კონკურსის ჟიური გამარჯვებულ ავტორებს 10 ნომინაციაში გამოავლენს და დააჯილდოვებს „საბას” პრიზითა და ფულადი პრემიებით.

საპრემიო ფონდი 44 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს „საბას“ კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, თიბისი ბანკი გადასცემს.

იხილეთ წლევანდელი "საბას" ფინალისტების სია



სასიამოვნო სიახლე Android-ის მომხმარებლებისთვის!05.07.2013

დღეიდან უკვე შეგიძლიათ „საბას“ ელექტრონული წიგნები თქვენს ანდროიდებშიც წაიკითხოთ! ამისათვის ჩამოტვირთეთ უფასოდ  SABA Reader  თქვენს Android ტელეფონებსა და პლანშეტებში.

 

Android წამკითხველში შესასვლელად ერთჯერადად გამოიყენეთ www.saba.com.ge - ზე რეგისტრაციის  მონაცემები, დაასინქრონეთ თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკა ინტერნეტით და იკითხეთ ყველგან, სადაც კი დროს და საშუალებას გამონახავთ!

 

„საბას“ Android წამკითხველი საშუალებას გაძლევთ თქვენს ბიბლიოთეკაში არსებული წიგნები ინტერნეტის გარეშე წაიკითხოთ. SABA Reader-ის Android აპლიკაცია პერიოდულად განახლდება და სულ უფრო მეტ მოსახერხებელ ფუნქციას შეიძენს!

 

შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი წიგნი "საბას" ელექტრონული წიგნების სახლის 1000-მდე ელექტრონული წიგნიდან, შეიძინეთ, გაიმდიდრეთ თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკა და ის თქვენს ყველა მოწყობილობაში ხელმისაწვდომი იქნება!

სასიამოვნო კითხვას გისურვებთ! მუდმივად თან ატარეთ თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკა, თქვენს Android მოწყობილობებთან ერთად.



უპრეცედენტო აქცია 300-ზე მეტ წიგნზე!15.04.2013

მხოლოდ 1 კვირით, მხოლოდ "საბას" ელექტრონული წიგნების სახლში: წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დიდი ფასდაკლების აქცია!

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა. დარჩენილ ერთ კვირას „საბა“ წიგნების შეძენის კვირეულად აცხადებს და გთავაზობთ 50%-იან ფასდაკლებას 300-ზე მეტ ელექტრონულ წიგნზე.

შეიძინეთ აქციაში მონაწილე 11 გამომცემლობის წიგნები, ნახევარ ფასად:

1.    სიესტა

2.    დიოგენე 

3.    ინტელექტი

4.    ბიოგრაფიული ცენტრი 

5.    არტანუჯი

6.    სინერჯი ჯგუფი

7.    უსტარი 

8.    ლაბირინთი

9.    პანენთეისტი

10.  რატის წიგნები 

11.  "საბას" წიგნები

მოვიდა დრო, მოიმარაგოთ ზაფხულის საკითხავი ლიტერატურა. "საბას" ელექტრონული წიგნები შეგიძლიათ მუდამ თან ატაროთ, თქვენი  iPad, iPhone, პერსონალური კომპიუტერით/ლეპტოპით და სხვა მოწყობილობებით!

 

გაამდიდრეთ თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკა ნახევარ ფასად! 15-23 აპრილი ამისთვის ყველაზე ხელსაყრელი დროა.



კონკურსი წიგნის დიზაინერებისა და ილუსტრატორებისთვის!29.03.2013

ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ დიზაინერებსა და ილუსტრატორებს სთავაზობს, გახდნენ ერთერთი საუკეთესო თანამედროვე ქართველი მწერლის, ზურაბ ქარუმიძის ახალი წიგნის ყდის დიზაინის ავტორი!


პრემია „საბას“ ლაურეატმა, ზურაბ ქარუმიძემ ექსკლუზიურად "საბას" ელექტრონული სახლის მკითხველებისთვის საკუთარი ახალი წიგნი "ბაში-აჩუკი, ანუ მობი-დიკი" ელექტრონული სახით გამოაქვეყნა!


ესაა ვრცელი მოთხრობა, სადაც ასახულია გლდანის ციხის მოვლენები; სახელშეცვლილგმირებში ადვილად ამოიცნობთ სხვადასხვა პოლიტიკოსსა თუ ახალი ამბების გმირებს. დოკუმენტურ მასალებს მხატვრული სახეები ანაცვლებენ. მოთხრობაში ასახული პენიტენციალური სისტემის ხარვეზები ამბოხისა და ცვლილების აუცილებლობაში გვარწმუნებს.


თუ ჯერ არ ხართ „საბას“ ელექტრონული სახლის მომხმარებელი, დარეგისტრირდით, შეიძინეთ და წაიკითხეთ მოთხრობა და შემოგვთავაზეთ წიგნის ყდის დიზაინი.

 

გამოგვიგზავნეთ თქვენი ნამუშევარი 1 მაისამდე, ზომით 570x700 px, მისამართზე editor@saba.com.ge და მოიგეთ პრიზი - Kindle Paperwhite!
თქვენი ნამუშევარი გამოქვეყნდება ელექტრონული წიგნების სახლის facebook გვერდზე. საუკეთესოს კი თავად  ავტორი გამოავლენს!

წარმატებას გისურვებთ!



საგაზაფხულო აქცია - 50% ფასდაკლება01.03.2013

ელექტრონული წიგნების სახლი "საბა" გილოცავთ გაზაფხულის დადგომას და გთავაზობთსაგაზაფხულო აქციას:

 

შეიძინეთ დიოგენეს, ინტელექტის, სიესტასარტანუჯისსინერჯი ჯგუფისსაუნჯისა დამიმოსის ყველა ელექტრონული წიგნი 50%-იანი ფასდაკლებით!

 

მხოლოდ 2 დღით, მარტის პირველ შაბათ-კვირას, შეიძინეთ ნახევარ ფასად თქვენთვის საინტერესო წიგნები და იკითხეთ ყველგან. მითუმეტეს, რომ ახლა უკვე "საბას" ელექტრონული წიგნები თქვენს iPhone, iPad-სა და iPod Touch-შიც შეგიძლიათ იკითხოთ ინტერნეტის გარეშე!

 

გაამდიდრეთ თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკა ნახევარ ფასად!

 

*აქცია გაგრძელდება 4 მარტამდე!