მაშ ასე, მთა, ღრუბლების ხელით შეხება, ფეხქვეშ გაფენილი ნისლი, ალპური ყვავილების ფერები, ჟანგბადით გატენილი ფილტვები, სივრცე და თავისუფლება მოგენატრათ?
ჩაალაგეთ თქვენი ზურგჩანთა, ხომ იცით, არაფერი ზედმეტი! რაც უფრო მაღლა ადიხართ, ჩანთა უფრო დაგიმძიმდებათ. ელექტრონული წიგნი აქაც საუკეთესო საშუალებაა, მძიმე წიგნების თრევა არ მოგიწევთ, არც იმაზე ფიქრი, არიქა, წყალში არ დამისველდეს, არიქა, არ გამიფუჭდეს. პატარა და მჩატე წამკითხველში ჩაწერილი ბიბლიოთეკა, კარავში ანთებული ფარანი, გარეთ ციცინათელები, კარავში კი – თქვენი საყვარელი წიგნები.
აბა, შეიკარით მთის ფეხსაცმელებზე თასმები და წავედით!
მეგობრები მიიფანტნენ ქალაქგარეთ, ზოგი ზღვისკენ გაეშურა, ზოგი - მთაში, შენ ყველაზე მეტად ბებოსთან სოფელში ჩასვლა გიყვარს. ალაგებ ზურგჩანთას: ყველაზე მოსახერხებელი ჯინსები, ბურთი, გასაბერი რგოლი - ძალიან სწრაფია შენი სოფლის მდინარე. ხვალ დილით, ადრიანად, სისხამზე მიდიხარ.
ბებოს მზრუნველი ხელები, გემრიელი საუზმე, ბავშვებთან ერთად სირბილი, შემწვარი სიმინდი და ათასგვარი თამაში, როგორ უჩუმრად მოიპარება საღამო - აწკარუნდებიან ეზოს ჭიშკართან ძროხების კისერზე ჩამოკიდებული ზანზალაკები - სოფელში, საღამოობით ყველა სულიერი პოულობს გზას სახლისაკენ...
ჰამაკი, საქანელა, ხის სუნიანი სახლის დიდი აივანი... მოკლედ, ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება ამ ზაფხულში.
მაშ ასე, ბებოსთან სოფელში წასაკითხი ელ. წიგნები:
ყველას განგიცდიათ ის მსუბუქი შფოთი, რომელიც აეროპორტის სასაზღვრო ტერმინალთან მისვლისას გვემართება.
ხომ არაფერი დამრჩა, როგორი ამინდია, ნეტავ როგორი აფრენა იქნება, იმედია, მშვიდობიანად დავფრინდებით.
შემდეგ ბარგს ვაბარებთ, საპასპორტო კონტროლს გავდივართ. პულსი მატულობს, თვითმფრინავის ტრაპზე ავდივართ და.... დიდი რკინის ფრინველის წიაღში ვინთქმებით.
მთავარია ტურბულენტურმა ზონამ არ შეგვაშინოს, ამისთვის კი წიგნი ყველაზე კარგი საშუალებაა.
P.S. თუკი თქვენი ფრენა ტრანზიტულია, ეს ცუდი სულაც არაა, კითხვისთვის მეტი დრო გექნებათ.
მაშ ასე, თვითმფრინავში წასაკითხი წიგნები:
ლიტერატურული პრემია "საბას" 2014 წლის ფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია! კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა და „საბას” ჟიურიმ წლევანდელი ფინალისტები დაასახელა - კონკურსზე წარდგენილი 340 წიგნიდან ფინალურ ეტაპზე 47 საუკეთესო მოხვდა.
„საბას“ გამარჯვებულები სექტემბერში “საბას” რიგით მე-12 საზეიმო დაჯილდოებაზე დასახელდება. კონკურსის ჟიური გამარჯვებულ ავტორებს 10 ნომინაციაში დააჯილდოვებს „საბას” პრიზითა და ფულადი პრემიებით.
საპრემიო ფონდი 44 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს „საბას“ კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, თიბისი ბანკი გადასცემს.
წლევანდელი „საბას“ ფინალისტების სია უკვე განთავსდა ჩვენს ვებ-გვერდზე და ბევრი მათგანის წაკითხვა უკვე შეგიძლიათ თქვენს ელექტრონულ მოწყობილობებში.
წაიკითხეთ და აირჩიეთ თქვენი ფავორიტი კონკურსანტები!
ბერნარდ შლინკის ნაწარმოები ტრაგიკულ და სევდიან, მაგრამ ძალიან ჩამთრევ და საინტერესო ისტორიას მოგვითხრობს, რომლის ეკრანიზაცია მაყურებელმა უკვე შეიყვარა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის გერმანია, შეყვარებული მოზარდის მოგონებები და მისი სატრფოს, წარსულში საკონცენტრაციო ბანაკის თანამშრომელი ქალის გულისამაჩუყებელი საიდუმლო...
გრიგოლ რობაქიძის „კავკასიური ნოველები“ ორჯერ გამოიცა გერმანულ ენაზე – 1932 წელს გამომცემლობა „ინზელის“, ხოლო 1979 წელს – „ზურკამპის“ მიერ. კრებულს, რომელშიც სამი ნოველა იყო შესული, დიდი პოპულარობა ხვდა წილად. ცნობილი მიზეზების გამო ეს წიგნი მწერლის სამშობლოში არ დაუბეჭდავთ. თუკი თქვენ მატარებლით მოგზაურობთ, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს წიგნი, რომელიც სამშობლოს ნახვას დანატრებული, ემიგრანტი მწერლის დაგვიანებული, ბოლოს და ბოლოს მოღწეული სათქმელია ქართველი მკითხველისათვის.
პოეზიის გარეშე აბა, რა მოგზაურობა გამოგივათ?
თქვენი საინტერესო გზა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდება, თუ კარგ პოეზიას დაიმგზავრებთ. კარგად მოკალათდით თქვენს კუპეში, თქვენი საყვარელი თერმოსით ყავა ან ჩაი მოიდგით გვერდზე, ჩამოსწიეთ მატარებლის ფანჯარა და დატკბით ულამაზესი პეიზაჟებით და შესანიშნავი ქართველი თანამედროვე პოეტის, ზვიად რატიანის ლექსებით, რომელთაც მატარებლის ბორბლების ხმა საუკეთესო საუნდტრეკად დაედება.
კარლო კაჭარავა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში. ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როცა ერთმანეთს ერწყმის ხელოვანი, თეორეტიკოსი და სოციალურად აქტიური ინდივიდი. საოცრად დატვირთული ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე შექმნილი აქვს ვიზუალური არტის და ტექსტების, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი რაოდენობა. უზომო შემოქმედებით აქტივობასთან ერთად, კარლო კაჭარავა საკუთარ ცხოვრებას და ნააზრევს თითქოს სტენოგრაფიულად აღნუსხავს, რის შედეგადაც ჩნდება დღიურებისა და ჩანაწერების წყება.
იმოგზაურეთ ქმნადობის ამ საინტერესო სივრცეში კარლო კაჭარავასთან ერთად და დაე, გფარავდეთ თქვენი მგზავრობის ანგელოსი!
მატარებელი საუკეთესო ადგილია ფიქრისა და განსჯისთვის, მოგზაურობა კი საკუთარ თავთან დაბრუნების საუკეთესო საშუალება. თუ თქვენ განსაკუთრებული მეგზური გჭირდებათ, მაშინ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო პროზაიკოსი და მოაზროვნე, ჯემალ ქარჩხაძე უნდა დაიმგზავროთ. მითუმეტეს, რომ ძალიან ბევრ საყურადღებო თემასა და საკითხზე მოგიწევთ მასთან საუბარი. ღამის მატარებლის მგზავრობთ, ძილი დაივიწყეთ, ისე გავა მთელი ღამე ამ წიგნის კითხვაში, ვერც გაიგებთ :)
თქვენი შვილი არ კითხულობს? მთელს თავისუფალ დროს ტელევიზორთან და კომპიუტერთან ატარებს?
აღარ იცით რა იღონოთ?
რატი ამაღლობელი გიწვევთ წიგნის ფესტივალზე, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, 1 ივნისს, 13 საათზე, "საბავშვო კუთხეში". მოისმინეთ პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ მოაგვაროთ ბავშვებთან ურთიერთობა, როგორ გახდეთ მათი თანამოაზრეები და რაც მთავარია, როგორ შეჰყაროთ მათ "უკურნებელი სენი", რასაც ლიტერატურის და ზოგადად კითხვის სიყვარული ჰქვია!
არ დაიგვიანოთ, მოიყვანეთ ბავშვები და სანამ ისინი თავს საყვარელი გმირების გაფერადებითა და ხატვით გაირთობენ, მიიღეთ სასარგებლო რჩევები, რომლებიც თქვენს შვილებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ!
გელით "საბა-ვშვო კუთხეში"
ელექტრონული წიგნების სახლი "საბა"
დიდუბის საგამოფენო ცენტრი, ექსპო-ჯორჯია, 11-ე პავილიონი, 13 საათი.
31 მაისს, 1 საათზე, ჩვენს სტენდთან მოსულებს დიანა ანფიმიადი გიმასპინძლებთ გემრიელი ლიტერატურით ჩვენი კულინარიული წიგნების ავტორებთან და ფუდ ბლოგერებთან ერთად, მოამზადეთ გემრიელი კერძები, დააგემოვნეთ ლიტერატურასა და კულინარიასთან ურთიერთობის სიამოვნება, ისწავლეთ ექსკლუზიური კერძების მომზადება, მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს კონკურსში და დასაჩუქრდით სამახსოვრო საჩუქრებით და რაც მთავარია, საუკეთესო განწყო
ლიტერატურული კონკურსი „საბა“ ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის. ივნისში კონკურსის ჟიური დაასახელებს კონკურსის ფინალისტებს, მანამდე კი ჟიური მუშაობს და აფასებს წელს „საბაზე“ ავტორებისა და გამომცემლობების მიერ წარდგენილ 2013 წელს გამოცემულ338 წიგნს,რომლებიც კონკურსის 9 ნომინაციაზეა წარდგენილი.
ეს არის „საბას“ არსებობის მანძილზე უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა საკონკურსო წიგნებისა, რაც ნიშნავს რომ გასულ წელს, ბოლო 12 წლის მანძილზე, ყველაზე დიდი რაოდენობით მხატვრული ლიტერატურა გამოიცა.
გთავაზობთ საკონკურსო წიგნების სრულ სიას, ნომინაციების მიხედვით, მათი ნაწილი უკვე ხელმისაწვდომია "საბას" ელექტრონული წიგნების სახლის მკითხველებისთვის.
წაიკითხეთ 2013 წლის ლიტერატურული მოსავალი და უგულშემატკივრეთ თქვენს რჩეულს!
"საბას" ელექტრონული წიგნების სახლი გილოცავთ გაზაფხულის დადგომას! საგაზაფხულო განწყობისთვის პოეზია საუკეთესო მეგობარია. „საბა“ გთავაზობთ 50%-იან ფასდაკლებას:
ალექსანდრე ჭავჭავაძის
ნიკოლოზ ბარათაშვილის
ბესიკის
აკაკი წერეთლის
პაოლო იაშვილის
გალაკტიონ ტაბიძის
ტიციან ტაბიძის
საიათნოვას
ლადო ასათიანის
პოეტურ კრებულებზე. გაამდიდრეთ თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკა ქართული კლასიკური პოეზიის ნიმუშებით, გადაიკითხეთ კარგად ნაცნობი ლექსები!
იკითხეთ ყველგან, სადაც დროსა და საშუალებას გამონახავთ!