ლიტერატურული პრემია „საბას“ ჟიურიმ „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები დაასახელა. საკონკურსო წიგნებიდან ჟიურიმ 12 ფინალისტი გამოავლინა.
ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან „საბამ“ არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა, კერძოდ 4 000-მდე წიგნი განიხილა, 162 პრემია გასცა და 128 ავტორი დააჯილდოვა (მათგან 17 ავტორი დაჯილდოვდა მინიმუმ 2-ჯერ და მეტჯერ).
იხილეთ წლევანდელი ფინალისტების სია.
ლიტერატურული პრემია „საბას” ჟიურიმ 7 ნომინაციის ფინალისტები დაასახელა. „წლის საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტების ვინაობა მოგვიანებით, ოქტომბერში გახდება ცნობილი. რაც შეეხება ნომინაციას „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, ტრადიციულად, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს და წელს ის მეთვრამეტედ ტარდება.
იხილეთ წლევანდელი ფინალისტების სია.
ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი მეთვრამეტედ გამოაცხადა:
ავტორებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ წიგნები წარადგინონ კონკურსზე. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებგვერდზე saba.com.ge
განაცხადების მიღება 10 მარტამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიურის წევრები წიგნების განხილვას შეუდგებიან და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებენ.
წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური შემდედ ნომინაციებში გამოავლენს:
1. საუკეთესო რომანი
2. საუკეთესო პოეტური კრებული
3. საუკეთესო პროზაული კრებული
4. საუკეთესო პიესა
5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
6. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
9. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.
ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან „საბამ“ არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა, კერძოდ 4000-მდე წიგნი განიხილა, 162 პრემია გასცა და 128 ავტორი დააჯილდოვა (მათგან 17 ავტორი დაჯილდოვდა მინიმუმ 2-ჯერ და მეტჯერ).
წელს, კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი, ხოლო შემოდგომაზე დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება.
ლიტერატურული პრემია „საბას“ ჟიურიმ „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები დაასახელა. 112 საკონკურსო წიგნიდან 9 ფინალისტი გამოვლინდა.
2019 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 8 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. წელს „საბა“ არ გაიცემა ნომინაციაში „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“, ვინაიდან ჟიურიმ ვერ გამოავლინა ფინალისტები, ხოლო ნომინაცია „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. წელს „საბას“ საპრიზო ფონდი გაიზარდა, გამარჯვებული ავტორები 4 000 ლარის ნაცვლად 6 000 ლარს მიიღებენ, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ საპრიზო თანხა 8 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარი იქნება.
კონკურსი წელს მეჩვიდმეტედ ტარდება. წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია თბილისში, დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.
იხილეთ წლევანდელი ფინალისტების სია.
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ 6 ნომინაციის ფინალისტები დაასახელა. „წლის საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტების ვინაობა მოგვიანებით, ოქტომბრის ბოლოს გასაჯაროვდება. რაც შეეხება ნომინაციას „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, ტრადიციულად, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი. წელს „საბა“ არ გაიცემა ნომინაციაში „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“, ვინაიდან ჟიურიმ ვერ გამოავლინა ფინალისტები.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. მეჩვიდმეტე კონკურსი საინტერესო სიახლეებით დაიწყო. წელს „საბას“ საპრიზო ფონდი გაიზარდა, გამარჯვებული ავტორები 4 000 ლარის ნაცვლად 6 000 ლარს მიიღებენ, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ საპრიზო თანხა 8 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარი იქნება.
იხილეთ წლევანდელი ფინალისტების სია.
„საბას“ მეჩვიდმეტე კონკურსი საინტერესო სიახლეებით დაიწყო:
კონკურსზე წიგნების წარდგენა ავტორებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი. განაცხადების მიღება 25 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიურის წევრები წიგნების განხილვას შეუდგებიან და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებენ.
საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 10 ნომინაციაში გამოავლენს:
ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ 2002 წელს დააფუძნა. დაარსების დღიდან „საბამ“ ბიძგი მისცა ლიტერატურულ პროცესებს საქართველოში და არაერთი მწერლის ნაწარმოები თუ ღვაწლი შეაფასა. 2018 წელს „საბა“ გასცდა საქართველოს ფარგლებს, ის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანიაში ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიის გამართვამ ფრანკფურტში კონკურსს საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა.
წელს, კონკურსის ფინალისტების ვინაობა ოქტომბერში გახდება ცნობილი, ხოლო ნოემბერში დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები დაასახელა. 109 საკონკურსო წიგნიდან 12 ფინალისტი გამოვლინდა.
დღეისათვის კონკურსის 10 ნომინაციიდან, 6 ნომინაციის ფინალისტები უკვე ცნობილია. რაც შეეხება დანარჩენ 4 ნომინაციას, მათი გამარჯვებული, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე დასახელდებიან.
როგორც უკვე ცნობილია, პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონია 12 ოქტომბერს, ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში, Kaisersaal-ში, გაიმართება.
დაჯილდოების ცერემონიის ნახვა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერსა და ინტერნეტში, თიბისის და „საბას“ ფეისბუქის გვერდებზე იქნება შესაძლებელი.
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ 2002 წელს დააფუძნა. წელს „საბას“ კონკურსი მეთექვსმეტედ ჩატარდება და ეს წელი პრემიის ისტორიაში განსაკუთრებული იქნება.
იხილეთ ფინასლიტების სრული სია.
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ 10 ნომინაციიდან 5 ნომინაციის ფინალისტები დაასახელა. „წლის საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტების ვინაობა მოგვიანებით, სექტემბერში გასაჯაროვდება. რაც შეეხება დანარჩენ 4 ნომინაციას, მათი გამარჯვებული, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
წელს „საბა“ ყველაზე განსხვავებული იქნება - დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში ჩატარდება, რაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსმა განაპირობა.
ქართული პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული ღონისძიება სწორედ პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონია იქნება, რომელიც 2018 წლის 12 ოქტომბერს, ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში, Kaisersaal-ში გაიმართება. ცერემონიის ორგანიზება ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით ხორციელდება.
დაჯილდოების ცერემონიის ნახვა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერსა და ინტერნეტში, თიბისის და „საბას“ ფეისბუქის გვერდებზე იქნება შესაძლებელი.
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ 2002 წელს დააფუძნა. წელს „საბას“ კონკურსი მეთექვსმეტედ ჩატარდება და ეს წელი პრემიის ისტორიაში განსაკუთრებული იქნება.
იხილეთ წლევანდელი ფინალისტების სია.
თიბისი ბანკმა ლიტერატურული კონკურსი „საბას“ დაწყება გამოაცხადა. კონკურსზე წიგნების წარდგენა უკვე შეუძლიათ ავტორებსა და გამომცემლებს. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებგვერდზე saba.com.ge.
2018 წელი პრემია „საბასთვის“ განსაკუთრებული იქნება - წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის 12 ოქტომბერს გერმანიაში, ქ. ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში "Kaisersaal" გაიმართება. დაჯილდოების ცერემონიისთვის თვალის მიდევნება ქართველ საზოგადოებას პირდაპირი სატელევიზიო და ონლაინ ეთერით შეეძლება.
სწორედ ფრანკფურტში გამოვლინდებიან 2017 წლის საუკეთესო ავტორები და წიგნები, რომელთა წარდგენა კონკურსზე დღეიდან იწყება. განაცხადების მიღება 20 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიური წიგნების განხილვას შეუდგება და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებს.
ფორმატის ცვლილებისა და დაჯილდოების ცერემონიიის ფრანკფურტში გადატანასთან დაკავშირებით, „საბას“ წლევანდელ საკონკურსო პირობებში მცირე ცვლილებებია, რომელიც უშუალოდ ფრანკფურტის პროექტს უკავშირდება.
კერძოდ, 2018 წელს „საბა“ გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:
2018 წელს საკონკურსო ნომინაციებს შორის არ მოხვდა „საუკეთესო პიესა“ და „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“. თუმცა, ამ 2 ნომინაციაში წარსადგენი წიგნები (ანუ, 2017 წელს გამოცემული პიესები და ლიტერატურული კრიტიკა) განიხილება 2019 წლის კონკურსზე, 2018 წელს გამოცემულ პიესებსა და ლიტერატურულ კრიტიკასთან ერთად.
ნომინაციაში „ელექტრონული წიგნი“ წელს პრემია ცალკე აღარ გაიცემა, თუმცა ყველა ელექტრონულ წიგნს ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, შესაბამის ნომინაციაში, ბეჭდურ წიგნებთან ერთად.
კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი. 12 ოქტომბერს კი ფრანკფურტში დაგეგმილ ცერემონიაზე გამოცხადდებიან კონკურსის გამარჯვებულები.
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისი ბანკმა 2002 წელს დააფუძნა. წელს „საბას“ კონკურსი მეთექვსმეტედ ჩატარდება.