იტვირთება...

ლიტერატურული კონკურსი „საბა“-2016 დაიწყო26.01.2016

 

თიბისი ბანკმა ლიტერატურული კონკურსი „საბას“ დაწყება გამოაცხადა. წლევანდელი, რიგით მე-14  „საბა“ ბევრი სიახლით იქნება გამორჩეული - ათის ნაცვლად, თორმეტი გამარჯვებული, ავტორიტეტული ლიტერატორებისგან შემდგარი მრჩეველთა საბჭო, ფართო საზოგადოების ჩართულობა კონკურსის მსვლელობისას - ეს ის ცვლილებებია, რაც 2016 წლის „საბას“ კიდევ უფრო საინტერესოს და პრესტიჟულს გახდის.

კონკურსზე წიგნების წარდგენა დღეიდან უკვე შეუძლიათ ავტორებსა  და გამომცემლებს. საკონკურსო განაცხადების ელექტრონულად შევსება შესაძლებელია ვებ გვერდზე saba.com.ge. განაცხადების მიღება 12 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიური წიგნების განხილვას შეუდგება და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებს.

წელს, „საბას“ კონკურსზე, არაერთი სიახლეა:

► კონკურსს ჰყავს მრჩეველთა საბჭო. მასში, პრემიის დამფუძნებლის და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლის გარდა, შედიან „საბას“ პრემიის ლაურეატები ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“ - ლიტერატორი, პროფესორი ზურაბ კიკნაძე; პოეტი, ლიტერატორი ვახტანგ ჯავახაძე და მთარგმნელი, პოეტი დავით წერედიანი. სწორედ მრჩეველთა საბჭო შეარჩევს „საბას“ წლევანდელ ჟიურის, რომლის ვინაობაც,  ტრადიციულად, დაჯილდოების ცერემონიაზე გაცხადდება.

►  წელს პირველად, „საბას“ ერთ-ერთ გამარჯვებულს მკითხველები გამოავლენენ.
ლიტერატურის მოყვარული საზოგადოება გამარჯვებულის არჩევაში ივლისიდან ჩაერთვება, როდესაც ჟიური ყველა ნომინაციაში კონკურსის ფინალისტებს დაასახელებს. მათგან ნომინაცია „საუკეთესო დებიუტი“ საჯაროდ შეირჩევა და მკითხველები თავისი რჩეული დებიუტანტებისთვის ხმის მიცემას 2 თვის განმავლობაში „საბას“ ვებ გვერდსა და ფბ გვერდზე შეძლებენ.

►  მკითხველების მიერ არჩეულ ლაურეატს, ჟიურის მიერ გამოვლენილ სხვა გამარჯვებულებთან ერთად, სექტემბერში დაჯილდოების ცერემონიაზე „საბას“ პრიზი და ფულადი პრემია გადაეცემა. მნიშვნელოვანია, რომ ჟიური ტრადიციულად დაასახელებს თავის რჩეულს დებიუტის ნომინაციაშიც. შედეგად, წელს „საბას“ ორი გამარჯვებული დებიუტანტი ეყოლება - ჟიურისა და მკითხველის რჩეული.

► კიდევ ერთი დამატებითი ლაურეატი და ახალი ნომინაცია „საუკეთესო ელექტრონული წიგნი“ - ასევე, წლევანდელი “საბას“ სიახლეა! საუკეთესო ელექტრონული წიგნისათვის სპეციალური პრემია „საბას“ ელექტრონული წიგნების სახლმა დააწესა. ამ ნომინაციის გამარჯვებული, სხვა ლაურეატების მსგავსად, „საბას“ პრიზითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდება.

შესაბამისად, საუკეთესო წიგნები და ავტორები წელს შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან :

  1. საუკეთესო რომანი
  2. საუკეთესო პოეტური კრებული
  3. საუკეთესო პროზაული კრებული
  4. საუკეთესო პიესა
  5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  6. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
  7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
  9. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი
  10. საუკეთესო ელექტრონული წიგნი
  11. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

საკონკურსო წიგნების სია  „საბას“ ელექტრონული წიგნების სახლის ვებ გვერდზე  saba.com.ge-ზე გამოქვეყნდება, სადაც, კონკურსის მსვლელობის პარალელურად, საკონკურსო წიგნების ელექტრონული ვერსიები განთავსდება და საზოგადოებას საშუალება ექნება, შეიძინოს და გაეცნოს მათ.

ჟიური მუშაობას თებერვლიდან შეუდგება. ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი, სექტემბერში კი 12 გამარჯვებული  თიბისი ბანკისგან „საბას“ პრიზსა და სოლიდურ ფულად პრემიებს მიიღებს. საპრემიო ფონდი, ორი დამატებითი ლაურეატის გამო, წელს 8 ათასი ლარით გაიზარდა და 52 ათას ლარს შეადგენს.

პრემია „საბა“ 2002 წელს თიბისი ბანკმა და პენ ცენტრმა  დააფუძნა. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.

„საბას“ მედიაპარტნიორია ტელეკომპანია „იმედი“, რომლის ეთერშიც „საბას“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია სექტემბერში გადაიცემა.



შეიძინეთ კომბო მენიუ და დასაჩუქრდით!14.12.2015

 

14 დეკემბრიდან ელექტრონული წიგნების სახლი "საბა" "ვენდისა" და "დანკინ დონატსის" ერთგულ მომხმარებლებს ელექტრონული წიგნებით დაგასაჩუქრებთ.

"ვენდისა" და "დანკინ დონატსში"  შეძენილ ნებისმიერ კომბო მენიუზე თქვენ საჩუქრად მიიღებთ 3 ელექტრონული წიგნის ვაუჩერს.

ამ ვაუჩერით, შეგიძლიათ, თავად აირჩიოთ ნებისმიერი 3 ელ.წიგნი  გამომცემლობა "საბას წიგნებიდან"  და წაიკითხოთ ნებისმიერ ელ.მოწყობილობაში, უფასო აპლიკაციის "SABA Reader"-ის საშუალებით.

 

* ერთ ადამიანს ვაუჩერის გამოყენება მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

 



თბილისის მეტროში "საბას" უფასო ელ.ბიბლიოთეკა გაიხსნა!19.10.2015

19 ოქტომბერს თბილისის მეტროპოლიტენში ელექტრონული წიგნების სახლ "საბასა" და თბილისის მერიის სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ერთობლივი ინოვაციური პროექტი -  უფასო QR ელექტრონული ბიბლიოთეკა წარადგინეს.  ამ  სოციალური პროექტის მიზანია  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით  კითხვის  პოპულარიზაცია.
პროქტის ფარგლებში  შეძლებთ,  თბილისის მეტროს რამდენიმე სადგურში QR კოდებისა და სპეციალური უფასო აპლიკაციის “SABA Reader“-ის საშუალებით,  სხვადასხვა ელექტრონული წიგნის უფასოდ ჩამოტვირთვასა და წაკითხვას. პროექტის შემდეგ ეტაპზე მსგავსი ელექტრონული ბიბლიოთეკების მოწყობა სწრაფი კვების ობიექტებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც იგეგმება. 
ელექტრონული წიგნების სახლმა  "საბამ" და „ტექნოლოგიური განვითარების ფონდმა“ აღნიშნულ პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყეს. სპეციალურად შეირჩა თბილისის მეტროპოლიტენის რამდენიმე სადგური და ელექტრონული წიგნები ქართული და უცხოური ლიტერატურიდან. 


ლიტერატურული პრემია “საბას” 2015 წლის ფინალისტები16.07.2015

ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ 2015 წლის ფინალისტები დაასახელა. კონკურსზე წარდგენილი 315 წიგნიდან, ფინალურ ეტაპზე, 46 საუკეთესო მოხვდა.👍

„საბას“ წლევანდელი გამარჯვებულები სექტემბერში, რიგით მე-13 საზეიმო დაჯილდოებაზე დასახელდებიან. კონკურსის ჟიური გამარჯვებულ ავტორებს 10 ნომინაციაში გამოავლენს და დააჯილდოებს „საბას” პრიზითა და ფულადი პრემიებით. 

საპრემიო ფონდი 44 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს „საბას“ კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, თიბისი ბანკი გადასცემს.

იხილეთ წლევანდელი პრებია "საბას" ფინალისტების სია.

წაიკითხეთ და უგულშემატკივრეთ თქვენს ფავორიტ კონკურსანტებს!



სასიამოვნო სიახლე სილქნეტის ერთგული აბონენტებისთვის!19.06.2015

 
 
 
ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“  სილქნეტის ერთგულ აბონენტებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს.
 
მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ 2 ტიპის ფასდაკლების ვაუჩერით:
 
  100%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი - 1 ელექტრონული წიგნი საჩუქრად ელ.წიგნების შემდეგი ჩამონათვალიდან

  10%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი - 10%–იანი მრავალჯერადი ფასდაკლება  ნებისმიერ ელ.წიგნზე
 
მომხმარებლები ფასდაკლების ვაუჩერის კოდებს ელ.ფოსტაზე მიიღებენ.
 
* 10%-იანი ფასდაკლების ვაუჩერის მოქმედების ვადაა  6 თვე და მოქმედებს saba.com.ge-ზე უკვე არსებული ფასდაკლებების პარალელურადაც.


ლიტერატურული კონკურსი „საბა“ 2015 დაიწყო19.01.2015

თიბისი ბანკმა ლიტერატურული კონკურსი „საბას“ დაწყება გამოაცხადა. კონკურსზე წიგნების წარდგენა უკვე შეუძლიათ მწერლებს, მთარგმნელებს და გამომცემლებს. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი კონკურსის ვებგვერდზე saba.com.ge.

განაცხადების მიღება 5 თებერვლამდე გაგრძელდება. „საბას“ ჟიური მუშაობას 15 თებერვლიდან შეუდგება. წლევანდელი ჟიურის შემადგენლობა, ტრადიციულად, კონფიდენციალური იქნება დაჯილდოების ცერემონიამდე, სადაც საზოგადოება, გამარჯვებული ავტორების ვინაობასთან ერთად, ჟიურის წევრთა ვინაობასაც შეიტყობს.

წელს პრემია „საბას“ დაჯილდოება უკვე მეცამეტედ გაიმართება და მასზე დასახელდება გასული წლის საუკეთესო წიგნები და ავტორები, 10 ნომინაციის მიხედვით:

  1. საუკეთესო რომანი

  2. საუკეთესო პოეტური კრებული

  3. საუკეთესო პროზაული კრებული

  4. საუკეთესო პიესა

  5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

  6. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

  7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

  8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი

  9. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი

  10. პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის

საკონკურსო წიგნების სია გამოქვეყნდება ელექტრონული წიგნების სახლში "საბა", სადაც კონკურსის მსვლელობის პარალელურად განთავსდება საკონკურსო წიგნების ელექტრონული ვერსიები და საზოგადოებას საშუალება ექნება, შეიძინოს და გაეცნოს საკონკურსო წიგნებს.

საპრემიო ფონდი, რომელსაც თიბისი ბანკი გამარჯვებულ ავტორებს გადასცემს, 44 ათასი ლარია.

პრემია „საბა“ 2002 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა და პენ ცენტრმა. პროექტის მუდმივი პარტნიორია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა. 



ელექტრონული წიგნების სახლი "საბას" და სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკოს" ერთობლივი აქცია დასრულდა! 13.01.2015

გამარჯვებას ვულოცავთ "ფრესკოს" 500, 400, 300, 200 და 100 ლარიანი სასაჩუქრე ბარათების 5 მფლობელს:

1 ადგილი- გიორგი სუხიტაშვილი
2 ადგილი - თინათინ მებურიშვილი
3 ადგილი - ჯიმ კენედი
4 ადგილი - ნანა გილაშვილი
5 ადგილი - ლოლა ლომიძე

ჩვენს ძვირფას მკითხველებს მადლობას ვუხდით აქტიურობისათვის!



დათო ტურაშვილის ინტერნეტრომანი "სხვა ამსტერდამი"19.11.2014

“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ და ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ წარმოგიდგენთ დათო ტურაშვილის ახალ ინტერნეტრომანს „სხვა ამსტერდამი“,  რომელიც  წერის პროცესში გამოქვეყნდება მხოლოდ saba.com.ge-ზე ყოველ ხუთშაბათს და მკითხველი შეძლებს ფეხდაფეხ, მწერალთან ერთად  მიჰყვეს ლიტერატურულ სიუჟეტს.

ახალ რომანში მოქმედება ძირითადად თანამედროვე ამსტერდამში მიმდინარეობს, მაგრამ მასში ძველი ამსტერდამის ამბებსაც ამოიკითხავთ, რადგან მისი სიუჟეტი მეჩვიდმეტე საუკუნეშიც ვითარდება და ზოგიერთი პერსონაჟი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეცაა. მათ შორის ავტორის ბაბუაც.

20 ნოემბრიდან ინტერნეტრომანის პირველი თავი შეგიძლიათ წაიკითხოთ უფასოდ!

  

 



იკითხეთ ელექტრონული წიგნები და დასაჩუქრდით!06.11.2014

ელექტრონული წიგნების სახლი "საბა" და სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო"  გთავაზობთ ერთობლივ აქციას ელ. წიგნების მკითხველებს! 5 მომხმარებელი, ვინც 6 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე ყველაზე მეტ თანხას დახარჯავს saba.com.ge-ზე, დასაჩუქრდება "ფრესკოს" 500, 400, 300, 200 და 100 ლარიანი სასაჩუქრე ბარათებით.

2015 წლის 5 იანვარს გამოვლინდება "საბას" ყველაზე აქტიური მოხმარებლები, რომლებსაც გადაეცემათ საჩუქრები. სასაჩუქრე ბარათების გადაცემა განხორციელდება 2015 წლის 15 იანვრამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 2 27 27 27 (2840).

 

გისურვებთ წარმატებას!

 



ლიტერატურული პრემია "საბას" 2013 წლის ლაურეატები23.09.2014

კიდევ ერთი „საბა“ დამთავრდა და კიდევ ერთხელ გამოვლინდნენ ლაურეატი ავტორები.
წაიკითხეთ 2014 წლის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული წიგნები მხოლოდ ჩვენთან, ელექტრონული სახით.


ვულოცავთ გამარჯვებას ყველა ლაურეატს!