Career in TECH

რეიტინგი

4.4 / 5

ნახვა

2181

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

Sulkhan Sakhvadze

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ტექნოლოგიებმა შეცვალა ჩვენი ცხოვრება, მუშაობა და კომუნიკაცია. სმარტფონებიდან სოციალური მედიის პლატფორმებამდე, ხელოვნური ინტელექტიდან ბლოკჩეინამდე, ტექნოლოგია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ინოვაციების სწრაფი ტემპით, Tech ინდუსტრია აგრძელებს ზრდას და განვითარებას, ქმნის ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს მათთვის, ვინც ეძებს კარიერას ამ სფეროში. ჩემს წიგნში დეტალურად განვიხილავთ იმ უნარებს, რომელიც დღეს უკვე გარდაუვალი აუცილებლობაა ამ სფეროში წარმატებისთვის. მიუხედავად იმისა, ხართ სტუდენტი, რომელიც ახლახან იწყებს მუშაობას, თუ გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც ცდილობს კარიერული ცვლილებების განხორციელებას, ეს წიგნი მიზნად ისახავს, ყველა თქვენგანს მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ, გზა გაიკვლიოთ ამ მუდმივად განვითარებადი ინდუსტრიის ლანდშაფტში. Tech ინდუსტრიის ექსპერტებთან ინტერვიუებისას, ციფრულ სივრცეში ბევრი საჯარო მასალის გაცნობის და მრავალი წარმატებული შემთხვევის შესწავლის შემდეგ, მე გაგიზიარებთ იმ უნარების კასკადს, რომლებიც საჭიროა ამ სფეროში განსავითარებლად. ეს წიგნი არ არის სამუშაოს პოვნის შესახებ Tech სფეროში, არამედ - სრულფასოვანი კარიერის შექმნაზე, რომელიც შეესაბამება ადამიანის შინაგან მდგომარეობას და ღირებულებებს. ასე რომ, შემომიერთდი, ამ საინტერესო, აღმოჩენებით სავსე მოგზაურობაში, სადაც ჩვენ ვისაუბრებთ Tech კარიერის საინტერესო და მუდმივად განვითარებად სამყაროს შესახებ. წიგნს ვუძღვნი ჩემი ცხოვრების დიდებულ ქალბატონებს ზაირა (ზაკო) ცნობილაძეს და ეთერ (ცისმარ) ახვლედიანს, ვინც შთამაგონეს, მებრძოლა ცხოვრების ყველა ეტაპზე.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაSulkhan Sakhvadze
გამოცემის წელი2023

ხმოვანი წიგნები