კაცმანობის გარეშე

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

271

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

პალიტრა L

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„რა გვაღვიძებს ღამით ტკბილად ძილისას? კოშმარი, ხმაური გარეთ, ბუნებრივი მოთხოვნილება... მიზეზი ბევრია, მაგრამ საფუძველი ერთი: უნდა შეწუხდე, რომ გამოიღვიძო. მექანიზმი, რომელიც გაღვიძებისას თითს მაშინვე snooze ღილაკზე გვაჭერინებს, მუდმივად ასეა მომართული - ურჩევნია დარჩეს კოშმარში თუ ტკბილ სიზმარში და ნებისმიერი წამიერი გამოფხიზლებაც კი უგულებელყოს, გვერდი იცვალოს და ძილის გაგრძელება სცადოს“. საშა კაცმანი ანტრეპრენერი, პოდკასტერი, პიროვნული და ორგანიზაციული ცნობიერების განვითარების მენტორია, რომელიც თვითგამორკვევის გზაზე 3000-ზე მეტ ადამიანს დაეხმარა. ამავდროულად, ის არის ადამიანი, რომელიც, კლასიკური გაგებით წარმატების ზენიტში მყოფი, „თვითშემეცნების ორმოში“ ჩავარდა, „გმირის მოგზაურობის გზას“ დაადგა და საკუთარი ხელით დაანგრია ქოხი, სარდაფში განძის მოსაძებნად. გზა გამთლიანებისკენ რთული და მტკივნეულია - საკუთარი ეგოს მხილებას, სისუსტეების გამოაშკარავებასა და ტყუილების გაშიშვლებას მოითხოვს. ბოლოსდაბოლოს, ვინ არის საშა კაცმანი კაცმანობის - რეგალიების, ფულის, გავლენის, რეპუტაციისა და ძალაუფლების - გარეშე? ვინ ხარ შენ იმის გარეშე, რაც გასწავლეს საკუთარ თავზე? რამდენად იცნობ შენს ეგოს? ის ხარ, ვინც აკვირდება, თუ ის, ვისაც აკვირდებიან?

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941382147
გამომცემლობაპალიტრა L
გვერდები292
გამოცემის წელი2025