შენი ცხოვრება მხოლოდ 24 საათია

რეიტინგი

4.8 / 5

ნახვა

6140

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

რატომ არ იცვლება ცხოვრება? რატომ ვერ აღწევ სასურველს? რატომ ფლანგავ დროის დიდ ნაწილს უაზროდ და გგონია რომ ნამდვილი ცხოვრება, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო სადღაც წინ მომავალში გელოდება?.. რაშია შენი მთავარი შეცდომა, როცა რაღაცის შეცვლას ცდილობ?.. გახსოვს რამდენი ოცნება გქონდა? რამდენი სურვილები და ჩანაფიქრები... გეგონა გაიზრდებოდი და ყველაფერს მიაღწევდი, ისეთი იქნებოდა ცხოვრება, როგორსაც გეგმავდი, მაგრამ ცხოვრება თავისი გზით წავიდა, ასცდა შენს იმედებს და მოლოდინებს, გულის სიღრმეში კი სინანული დატოვა, სინანული აუხდენელი ოცნებებისა… შენ გჯეროდა რომ ერთ დღესაც ყველაფერი რეალობად იქცეოდა...მაგრამ არ დადგა ის ერთი სანუკვარი დღე და გინდა გითხრა რატომ? იმიტომ რომ სინამდვილეში ზუსტად ეს ერთი დღე გაქვს, დღესაა ის საოცარი დღე, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდებოდი… შენი ცხოვრება ეს ერთადერთი დღეა, რომელსაც მომავლის იმედებზე და მოლოდინებზე ხარჯავ, ნაცვლად იმისა, რომ შენი ოცნებები ზუსტად დღეს აქციო რეალობად... ეს წიგნი ამის გაცნობიერებაში დაგეხმარება, იმის მიხვედრაში რომ რეალური ცხოვრება არა ათწლეულები, არა 80 ან 100 წელია, არამედ სულ რაღაც 24 საათია და წამზომი ჩართულია.. შენი რეალური ცხოვრება გაღვიძებიდან დაძინებამდეა, დიახ ზუსტად 24 საათშია მოქცეული მთელი ცხოვრება, გაინტერესებს როგორ? მაშინ განაგრძე კითხვა..

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაანდრო ჯანიაშვილის წიგნები
გამოცემის წელი2020