არაჩვეულებრივი გონების საიდუმლო
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
420
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ვიშენ ლახიანი
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
რა მოხდება, თუ ეჭვქვეშ დააყენებ იმ ყველაფრს, რაც იცი და უკან მოიტოვებ იმას, რაც გაბრკოლებს? ამას უთუოდ შეძლებ „არაჩვეულებრივი გონების საიდუმლოს" დახმარებით. მნიშვნელოვანია ისწავლო იმგვარად აზროვნება, როგორც ჩვენი დროის გამორჩეული ადამიანები აზროვნებენ - დასვა შეკითხვები, გამოიწვიო ცვლილებები, შექმნა ახალი წესები ცხოვრების ყველა სფეროსთვის - სიყვარული იქნება ეს, განათლება, სულიერება, მუშაობა თუ ბედნიერებისკენ სრაფვა. ეს წიგნი ჩვენი გონების რუკაა, რომელიც გვასწავლის, როგორ გარდავქმნათ საკუთარი თავი იმისთვის, რათა ამოვაყირავოთ ყველაფერი ჩვეული საქმიანობა, სიყვარული, მზრუნველობა, ადამიანების დახმარება და შედეგად დავეუფლოთ წარმატების მიღწევის საკუთარ ხერხებს. განურჩევლად იმისა, თუ რითი დაიწყებ, შეგიძლია სრულიად ახლებურად ააგო შენი ცხოვრება, რომლის წყალობითაც სამყაროში წარუშლელ კვალს დატოვებ. ვიშენ ლახიანის წიგნი გასწავლის რეალობის შეცვლასა და წესების ეჭვქვეშ დაყენებას, კულტურული გარემოს ფარგლებს მიღმა გაღწევას, ცხოვრებით ტკბობასა და კაცთა მოდგმის ერთი ნაბიჯით წინ წაწევას. შედეგად, ეჭვის თვალით შეხედავ საკუთარ შესაძლებლობათა საზღვრებს და დარწმუნდები, რომ რეალურად, ეს საზღვრები არ არსებობს, სამყაროს შენეული აღქმა შეიცვლება და აღმოაჩენ, რომ ცხოვრების ყველა ეტაპზე რაღაც ახალს აკეთებ - სიხარულით, მიზანსწრაფვით, კმაყოფილებითა და სიყვარულით.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები