ბიზნესის გული - ლიდერობის პრინციპები კაპიტალიზმის მომდევნო ერაში

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

37

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ავტორი

უბერ ჟოლი

გამომცემლობა

Bubblehead Publishing

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

უბერ ჟოლი - „ბესთ-ბაის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და კომპანიის „შემობრუნების პროცესის“ დირიჟორი - გვიზიარებს მეთოდს, თუ როგორ მიიღწევა განსაკუთრებული შედეგები „ბიზნესის გულში“ ადამიანებისა და საზრსისის მოქცევით. 2012 წელს „ყველა თვლიდა, რომ ვერ გადავრჩებოდით“, - ამბობს ჟოლი. რვა წლის შემდეგ „ბესთ-ბაი“ სრულიად შეცვლილი იყო - ჟოლიმ და მისმა გუნდმა კომპანია ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ დამსაქმებლად გადააქციეს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებელი, ხოლო კომპანიის აქციის ფასი დრამატულად გაიზარდა. ჟოლიმ გუნდთან ერთად კომპანია მდგრადობისა და ინოვაციის ლიდერად გადააქცია. „ბიზნესის გულში“ ჟოლი გვიზიარებს „ბესთ-ბაის“ აღზევების განმაპირობებელ ფილოსოფიას: მიჰყევი კეთილშობილურ საზრისს, აქციე დასაქმებულები ბიზნესის ცენტრად, შექმენი გარემო, რომელშიც ნებისმიერი თანამშრომელი შეძლებს გაიხაროს, ხოლო ფინანსურ მოგებას მიუდექი, როგორც შედეგს და არა მიზანს. ამ მიდგომის გაგება საკმაოდ ადვილია, თუმცა პრაქტიკაში განხორციელება არც ისე. ეს მოითხოვს სამუშაოსა და კომპანიების აღქმის რადიკალურ, ახლებურ გააზრებას, ადამიანების მოტივირებასა და მათ გაძღოლას. ამ წიგნში ჟოლი გვიზიარებს დასამახსოვრებელ ამბებს, გაკვეთილებსა და რჩევებს, რომლებიც სრულად ეფუძნება მის პირად გამოცდილებას და რომლებიც შეიძინა „მაკინზიში“ კონსულტანტობიდან „ადამიანური მაგიის“ მქონე აღმასრულებელ დირექტორად გარდაქმნის გზაზე. „ბიზნესის გული“ საჭირო სახელმძღვანელოა მათთვის, ვისაც სურს გამოვიდეს ძველი პარადიგმებიდან და წარუძღვეს ბიზნესს ადამიანურ კავშირებზე დაყრდნობითა და „ადამიანური მაგიის“ გამოყენებით. ის გვაჩვენებს, როგორ გამოვიგონოთ კაპიტალიზმი ხელახლა ისე, რომ ემსახუროს მდგრად მომავალს. უბერ ჟოლი „ბესთ-ბაის“ დირექტორთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია. ის Harvard Business Review-მ მსოფლიოს საუკეთესო აღმასრულებელი დირექტორების ასეულში შეიყვანა, Barron’s-იმ ოცდაათ საუკეთესო აღმასრულებელ დირექტორთა, ხოლო Glassdoor’s annual Employees’ Choice Awards-იმ ამერიკის ათ საუკეთესო აღმასრულებელი დირექტორთა სიაში. ამჟამად ჟოლი ჰარვარდის ბიზნესსკოლის უფროსი ლექტორი, ასევე Johnson & Johnson-ისა და Ralph Lauren-ის სამეთვალყურეო საბჭოების წევრია.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941871023
გამომცემლობაBubblehead Publishing
გვერდები304
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელინინო ჭინჭარაული
გამოცემის წელი2024