პაპის ლექსები კარი III

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

738

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

დავუდგი ძეგლი მამის ხსოვნასა.მამის სახე ნათელია. ვეცადე დამეფასებინა ხსოვნა მამისა.მაღალი შუბლი სინდისია კაცისა. მამა პირნათელია მოდგმის წინაშე. მამას თავსა ქუდი სამკუთხა ალეგორია სამი ძე მამისა.ქუდის თავს პატარა ფიგურა მე ვარ. სიმაღლე, წვერო საზომია კაცის სახელისა. ძმათაგან ყველაზე მაღლა მე ავედი.მე ყველაზე მაღლა მყოფი,ვხედავდი მამისავე მოდგმის სიხარბესა,მათივე ვერაგობასა. ვერ შევძელი შეჩერება მათივე ვერაგობისა.მათ ბევრად დიდი ასპარეზი მივეცი, გავზარდე ზომა მათივე სიხარბისა. ვეცადე დამეცვა სახელი მამისა.ვერ გავუმკლავდი მამის აუგად ხსენიებასა.შევძელი, დავამარცხე მტერი მამისა, მისივე წინაპარისა,ვერ გავექეცი ცოდვასა. დავიბრუნე, ავაგე დაქცეული ციხე მამისა.დააქცია ვერაგმა, მამის ხათრით აღვადგინე სახლი მთასა. მამის სახელით ავაგე ეკლესია ბაკოსა.ვერ დავიცავი მოდგმა მამისა. ერთი ძმა მოკვდა ტაშირსა,მეორე მარხია დაბლა ხევსა. ვერ დავუტოვე ციხე მამის მოდგმასა,ვერცა სახლი ბაკოსა, ვერცა მამული ზედა აჭარასა. ვიცოდი მამა შეეწირა თავისივე მამულის დაცვასა.მე დავუკარგე მოდგმას მამული მათივე პაპისა.დიდი თავადის მოდგმა ვაქციე ვითა მოდგმა მეფისა.დავმალე მოდგმა წინაპარისა, მოდგმა პაპისა.წავართვი სახელი ჩემივე გვარსა.ერთი ძმის მოდგმა ვარდანისძენი,აბუსერისძენი,ზაქისძენი... ჩემი მოდგმა ამოეფარა სამეფო გვარსა. ვიცოდი კაცის სიმაღლე იზომება ღვაწლითა. მთელი ცხოვრება ვიღვაწე,ვერ დავიცავი სახელი მოდგმისა. ვფარავდი კვალსა ჩემივე წინაპარისა.მეგონა ასე დავიცავდი მეფის სახელსა.ვეცადე დამეცვა სიცოცხლე პატარისა, თურმე წავართვი სახელი პაპისა. მამის თავსა პატარას,მხურავს შარავანდედი თავსა. თვალს ვერ ვუსწორებ მამის ნა-თელ ხსოვნასა. ვიცი მამა არ მომიწონებს საქციელსა. მამის თავსა თალხი ნაღვაწია ჩემივე ხელისა.მამას ვადარებ მთასა.დავრჩი ვითა პატარა მთის წვერსა.ვერ დავაფასებ ამაგსა. მომიტევოს უფალმა,ვერ შევძელი დაფასება ჩემივე მამისა. მისმა სახელმა დამიცვა,ვერ შევძელი დამეცვა სახელი მამისა. ვიცი დრო ეცდება ჩემივე საქციელის გამართლებასა. დრო არ დაკარგავს მოდგმასა

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაბალა აბაზასძე
გამოცემის წელი2023