იტვირთება...

ქორბუდას ასი იგავი კარი-2

პაპა ხევისპირელი

619 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
8.7
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
რუსთველის პოემის ერთ-ერთი მთავარი არსი მოტანა,გადმოცემა შენახული ამბისა.იგივე შაირობა.ხერხი გადმოცემისა. ორი მთავარი ნიშანი შაირობისა:“გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისა“ და „ვერას იტყვის ვინცა გრძელად“. ეფრემ მცირეს სახელით უთარგმნია შრომები ფსევდო დიონისე არიოპაგელისა. მთარგმნელმა მიანიშნა ავტორის სხვა შრომების შესახებ. მეცნიერთა ცდა არიოპაგელის სხვა შრომების პოვნისა,არ გამართლდა.მერე გამოთქვეს ვარაუდი:შრომები სხვა სახელით მოიხსენიაო. თურმე იოანე ზოსიმეს გვიან მიუგნია შრომები პეტრე იბერიელისა.უთარგმინია.არ დასცლია.დაუმალია ხელნაწერები. მიუგნია რუსთველსა.ვითა ხელსა ზაქისა,გადაუწერია.დაუმალია ამბავი დაბელი ბერისა.იგივე ზაქისა. თურმე მანამ მიეცემოდა მდუმარებასა ბევრი ნაშრომის შექმნა მოუსწრია ივანე ჩორჩანელსა. დაბელი მრავალმხრივ განათლებული ყოფილა.“ეზროს“ რუსთველის ქარაგმით ბერძენი მეიგავე ეზოპეა.მინიშნება დაბელის იგავებისა. სხვა შრომები ქარაგმაა ქურუმთა ხელისა.ეფრემ მცირე ხელი დაბელისა.შაირობა ძველი ხერხი ამბის შენახვისა.“ვერას იტყვის ვინცა გრძელად“ ხერხი გადმოცემისა.სხვა შრომები მინიშნებაა მათივე დაფარული ხელის ღვაწლისა.ვინ დაიჯერებს ვეფხისტყაოსანის შემქმნელმა მანამდე არ შექმნა ბალადა ვეფხის და მოყმისა. დაუმალია რუსთველსა.ქარაგმით უთქვია ქება დაბელის დაბელი ბერისა. ცივილიზაციის ცნება გაშლაა დროისა.საფეხურია განვითარებისა.უწყვეტი ჯაჭვი ცოდნის გადაცემისა. პეტრე იბერი თაღია ახალი იბერისა.რუსთველის ვეფხისტყაოსანი თაღი საფეხურისა.ასომთავრული კალენდარი ძირია, ქართული კალენდარი თაღია იბერიული აღღიცხვისა. ტბელის ახალი კალენდარი მწვერვალია კალენდარული აღრიცხვისა.თაღი ცივილიზაციისა. რუსთველი ბოლო ქურუმი ყოფილა იბერიული სკოლისა. მონღოლთა შემოსევამ წერტილი დაუსვა ჯაჭვსა ცოდნის გადაცემისა. რუსთველს ჰქონია მიზეზი ამბის დამალვისა.დიდი ფასი გადაუხდია.ხარკი მეფის და ყვეყნის ერთგულებისა. პ.ს.ჩვენი მეცნიერები ორი სამი ათასი წლით გასცდნენ,ქრისტემდე ეძებენ ფესვებს იბერიელთა წინაპარისა.ხერხი მიგნებისა "შაირობაა".იქნებ იგივე ხერხი გამოდგეს,დადგინდეს ავტორი ვეფხისტყაოსანისა.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ქართველი მეცნიერები იკვლევენ იოანე ზოსიმეს ქებას ქართული ანბანისა. დაბელი ბერის განმარტებით:დრო კაცს მოუგონია.გარდაცვალება სიცოცხლის არახორციელი ფორმა,სხვა განზომილება.ამის დასტურია:ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ. ადრე საეჭვო არ ყოფილა ავტორობა ძეგლისა.იოანე ზოსიმეს ხელიაო.თითქოს ნათელი იყო ხელი შემოქმედისა. ახლა მეცნიერთა ერთ ჯგუფს სიფრთხილე გამოუჩენია:ძეგლის ავტორი უცნობიაო. გამოჩნდა ძეგლი ხელია რუსთველისა.პოეტი ხელია დაბელისა.ორივე ხარი იბერისა. ძეგლის თარიღი (1245)წ.ასაკი ტბელის კალენდარისა (12).ასაკი ქართული ქორონიკონისა (166).ასაკი დაბელისა (214).ასაკი იბერისა (782).ასომთავრული ნიშანისა და ქარაგმისა:(742) და (716).ასაკი ქართული კალენდარით აღღიცხვისა 465(463;2).ასასაკი ტბელისა (94).ასაკი მეფე თამარისა (79).ასაკი მეფე ლაშას გამეფებისა (32).დავით ულუსა (28).ასაკი მეფე თამარის სიკვდილისა (30)..... დროის დამარცხება ხელია შემოქმედისა,გადარჩენილი ხელი მოძღვარისა. იოანე ზოსიმეს სიკვდილის მერე გასულა (127)წ.მისივე ხელით დაწერილა ქება ქართული ენისა და ანბანისა. (905) წელი გასულა დღემდე.გადარჩენილა ხელი ივანე ჩორჩანელისა.დაუცვია ზაქის ხარსა,რუსთველსა. "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ"-სახელი ფორმოულაა,საბუთი ქართული ქარაგმის სრულყოფილებისა.სხვათა აღმატებულისა. სახელის ნიშანთა ოდენობა მიმდევრობით:527(5;2;7) და 96(9;6).პირველი თარიღი იბერისა,ვითა პატრიკიოსისა.მეორე სხვაობა წლებისა ქართული და ბერძნული აღღიცხვისა:(5604;5508).(თ;ვ)ტბელის კბალით თვის ნახევარი (15) ჲ.სახლის სამი (ჲ)ას მნიშვნელობა (45). და(5).ერთად (455) და (545).ორივე სიმბოლო პეტრე იბერისა. ქორბუდას ასი იგავი მოკრძალებული ცდაა დაბელის ხელის გადარჩენისა.მადლიერება მისივე ღვაწლისა. ძნელია მოკვდავი მისწვდეს ზაქის ხელის სიმაღლესა.მათვე სიტყვით:ქისა ვერ შეცვლის ოქროს ფასსაო. მთავარი აზრია იგავისა.ვეცადე მეპოვა ნააზრევი დიდი მოაზროვნისა.ქართველთა მოამაგისა. ასი იგავი ერთგვარი ხარკია,ცდა მისივე სახელის დაფასებისა. დიდება სახელსა შენსა უფალო,ამინ
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
ქორბუდას ასი იგავი კარი-2
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2023
კატეგორია:
კრებული
ნახვები:
619
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]