იტვირთება...

ქორბუდას ასი იგავი

პაპა ხევისპირელი

197 ნახვა
5
(0 რეცენზია /2 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
11.7
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
უთქვია ზარზმელსა: ჩემივე მოძღვარის რჩევით გავასრულე ეკლესია.ახლა მინდა გირჩიო,ვითა მოძღვარის რჩეულსა: მიხვიდე დაბასა, მამულსა მამისა. ააგო ეკლესია, ასლი ატენის სიონისა. მერე ურჩიე შენივე მოწაფესა, ააგოს ახალი ეკლესიაო. მისულა ზოსიმე დაბასა. ცოდნია ადგილი ძველი ეკლესიისა. აუგია ახალი ეკლესია. ზუსტი ასლი ატენის სიონოსა. ეკლესიას ოთხივე კედელი განსხვავებული ფერისა ჰქონია. მზის ამოსვლა-ჩასვლის დროს თურმე ფასადი იცვლიდა ფერსა. თურმე ამინდი უცვლიდა იერსა. ცოდნია პაპასა, მთისთვის ელვაურა დაურქმევია. კაბალა დაბელი ბერის ხელია. ზოსიმეს კიდევ ორი ეკლესია აუგია დაბასა. პატარა სახლი, მისივე აგებული, ეკლესიის სამხრეთით, ფერდსა ჰქონია. დაბელი ბერის მოძღვარი, წმინდა მამა სერაპიონი,დიდად განსწავლული ყოფილა. ცოდნია:ასტრონომია, მათემატიკა. წმინდა მამათა სწავლება. ცოდნია ელინთა კულტურა, ფილოსოფოსთა მოძღვრება. სპარსული ლიტერატურა, პოეზია. რჩეული მოწაფე წმინდა მიქაელ პარეხელისა. მოდგმითა ხურსისძე ყოფილა. მამას მამული ჰქონია ლაკლაკეთსა. მამის მოდგმა ლაკლაკისძე ყოფილა. ვითა ღვიძლი შვილი გაუზრდია ზარზმელსა. მოუსწრია გასრულება ზარზმის ეკლესიისა.მერე მალევე მომკვდარა. ზოსიმეს უკისრია გაგრძელება მოძღვარის საქმისა.
ვრცლად
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ცოდნია მეფე დავითსა ერთგულება მეფის ხაზინის მცველისა. ცოდნია სიბრძნე დაბელი ბერისა. მისულა დაბასა ჭაბუკი მეფე. თურმე ვერ გაუგია მოხუცსა. მთასა ყოფილა. გაჰკვირვებია. მალევე მობრუნებულა. ხევის ბოლოს ტაძარსa უხილავს ახალგაზრდა მეფე. თურმე ვერ გაუგია მიზეზი მეფის წვევისა. უთქვია მოხუცსა:მეფის წვევა პატარა კაცის სახლსა დიდი პატივია. მერჩივნა მევე ვხლებოდი მეფესა. მეფის საკადრისი მასპინძლობა გამიძნელდება. უფალმა დალოცოს სტუმარი პატარა კაცის სახლსააო. თურმე უთქვია დავითსა:ვიცი მეფის ხაზინის მცველი ყოფილხარო. მეგონა დიდი სახლი გექნებოდა. მეფეს საკადრის მასპინძლობას გაუწევდიო. უთქვია მოხუცსა:მეფის სახელით ეკლესიებს ვაგებდი, სახლის საზრუნავს ვარჩიეო. დრო ცოტა დამრჩენია. დიდი სახლის ასაგებად დროის კარგვა ფუჭი მგონია.სახლსა სახელის დარჩენა მირჩევნიაო. მეფეს საკადრისი სახლის მოძებნა არ გაუჭირდება. მირჩევნია მეფის სახელისთვის ვიზრუნო. მდიდარი ბევრია, საკადრის მასპინძლობას გაუწევენ მეფესა.ჩემივე მოძღვარმა ასე დამარიგაო: სახელის მოხვეჭა სჯობია, სახლის მოხვეჭასა. სახლის პატრონი ბევრია, სახელი შენი დარჩებაო. მინდა სახელოვანი მეფე მყავდესო, სახლებს მიართმევენ, სახელსა ვერაო. ყველა დიდი სახლი მეფისა იქნება.მეფის სახელს ღვაწლით გაზომავენ, სახლსა სხვა პატრონი მიხედავსო.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
ქორბუდას ასი იგავი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2022
გვერდები:
203
კატეგორია:
კრებული
ნახვები:
197
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(2) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [2]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]