იტვირთება...

კონკურენციის პოლიტიკის გამოწვევები და მისი სრულყოფის გზები

ლაშა მგელაძე

429 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
39
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
1. გაინტერესებთ რას ფიქრობენ მსოფლიოსა და საქართველოს გამოჩენილი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები თანამედროვე კონკურენციის პოლიტიკაზე? 2. გინდათ გაიგოთ რას მოიაზრებს „ჰარმონიული კონკურენტული ბრძოლისა“ და „საკუთარ თავთან კონკურენტული ბრძოლის“ ფენომენი“? 3. გაინტერესებთ რა კავშირში შეიძლება იყოს ბაბილონის გოდოლის მშენებლობა კონკურენციასთან? 4. გაეცნობოდით კონკურენციის პოლიტიკის განვითარების კუთხით საქართველოში გადადგმულ ნაბიჯებს/ისტორიას? 5. გაინტერესებთ დღეს რა მდგომარეობაა კონკურენციის პოლიტიკის რეალიზაციის კუთხით საქართველოში (როგორც ზოგადად, ისე რეგულირებადი ეკონომიკური სექტორების, ფინანსური სექტორის და სახელმწიფო შესყიდვების კუთხით)? 6. იფიქრებდით ოდესმე, რომ პოეზია და კონკურენცია შეიძლება ერთმანეთთან კავშირში იყოს რაღაც თვალსაზრისით? ყველა ამ საკითხზე პასუხი, ავტორისეული დასკვნებითა და გადაჭრის/გაუმჯობესების გზების შემოთავაზებით, შეგიძლიათ იხილოთ ახლად გამოცემულ წიგნში „კონკურენციის პოლიტიკის გამოწვევები და მისი გადაჭრის გზები“.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ლაშა მგელაძე - კონკურენციის პოლიტიკის გამოწვევები და მისი სრულყოფის გზები. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქვეყანაში არსებული ჯანსაღი კონკურენტული გარემო. მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების მკვეთრ და თანმიმდევრულ განვითარებას. შესაბამისად, საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების დღიდან დღემდე ფართო განსჯის საგანია, თუ როგორ უნდა იქნეს მოწყობილი ქვეყნის კონკურენციის პოლიტიკა, როგორი ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ჯანსაღი კონკურენტული გარემო. აღნიშნული საკითხი აქტუალური იყო ხელისუფლებაში მოსული ყველა მთავრობის პირობებში. ამასთან, განსხვავებული იყო კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბების და წარმართვის ხედვებიც. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თითოეული მიდგომა ხედვა, რომელიც განხორციელებული იქნა, ფართო კრიტიკისა და განსჯის საგანი/გახდა. მიუხედავად იმისა, რომ საკითხთან დაკავშირებით აგერ უკვე 30 წელია ფართო დისკუსია მიმდინარეობს, კონკურენციის პოლიტიკის ფორმირების პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და იგი ისევ საჭიროებს დახვეწას და გაუმჯობესებას. შესაბამისად: ნაშრომში ასახულია, კონკურენციის არსი, სადაც ავტორის მიერ შემოთავაზებულია „ჰარმონიული კონკურენტული ბრძოლის“ ფენომენი/განსაზღვრება; წარმოდგენილია თანამედროვე კონკურენციის პოლიტიკის შესახებ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა შეხედულებები (როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შეხედულებები) და ავტორის ხედვა/დასკვნა წარმოდგენილ მოსაზრებებთან მიმართებაში (შეჯერებულია საკითხის ირგვლივ გამოთქმული მოსაზრებები და შეჯამების სახით წარმოდგენილია ავტორის დასკვნა); გაანალიზებულია (გამოკვლეულია), თუ რა მდგომარეობაში ვართ დღეს, რა ეტაპები გავიარეთ დღემდე კონკურენციის პოლიტიკის პრაქტიკაში რეალიზაციის/დანერგვის თვალსაზრისით, რა იყო დადებითი და უარყოფითი მხარეები თითოეული ეტაპისა; როგორია საერთაშორისო პრაქტიკა აღნიშნული მიმართულებით. ასევე, განხილულია მსოფლიოში დამკვიდრებული და აღიარებული კონკურენციის დაცვის ზოგიერთი ნორმა და წარმოდგენილია ავტორის ხედვა საკითხთან მიმართებაში. ამასთან, ნაშრომში საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, მისი ეკონომიკის ზომისა და არსებული სოციალურ-ეკონომიკური დონის გათვალისწინებით, შემოთავაზებულია რეკომენდაციები, რა დოზით არის საჭირო კონკურენციის პოლიტიკის სახელმწიფო რეგულირება, როგორი ღონისძიებების გატარებამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკის მარწუხებში/წნეხის ქვეშ მოქცევა და რა პრინციპები უნდა დავიცვათ, რომ ხელი არ შევუშალოთ ეკონომიკის გაუმჯობესებას. მიმოხილული და შეფასებულია საქართველოში არსებული კონკურენციის სფეროს მიმართულებები, როგორც ზოგადად, ისე ვიწრო ჭრილში - რეგულირებადი ეკონომიკური სფეროები, სახელმწიფო შესყიდვების სისტემა და საფინანსო-საბანკო სექტორები (შემოთავაზებულია კონკურენციის პოლიტიკის მოდელი/რეკომენდაციები რომელიც, ავტორის აზრით ყველაზე უფრო ოპტიმალური იქნება ქვეყნისთვის). წიგნი სამი თავისაგან შედგება: პირველ თავში ასახულია კონკურენციის ჩამოყალიბებისა და განვითარების საფუძვლები/ისტორია - როგორ განვითარდა კონკურენცია ჩანასახიდან დღემდე, წარმოდგენილია მოსაზრება როგორ განვითარებას ჰპოვებს ეს მიმართულება მომავლში და წარმოდგენილია „ჰარმონიული კონკურენტული ბრძოლის ჰიპოთეზა“ - ფენომენი; გადმოცემულია ბაბილონის გოდოლის მშენებლობაზე, მისი როგორც როგორც გარდამტეხი მოვლენის შესახებ კონკურენციის ისტორიაში; წარმოდგენილია კონკურენციის პოლიტიკის თანამედროვე სახით ჩამოყალიბების ადრეული ეტაპები; თავის ბოლოს კი შეჯამების სახით გვხვდება ავტორის დასკვნა თავში ასახულ საკითხებთან მიმართებაში. მეორე თავში ასახულია ეკონომიკური სკოლების, უცხოელი და ქართველი გამოჩენილი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების შეფასებები თანამედროვე კონკურენციის პოლიტიკაზე. განხილულია როგორც მომხრეთა ისე მოწინააღმდეგეთა მოსაზრებები და წარმოდგენილია ავტორის დასკვნა თავში ასახული საკითხების შესახებ. მესამე თავში ასახულია კონკურენციის პოლიტიკის განვითარების ეტაპები საქართველოში და წარმოდგენილია ავტორისეული დასკვნები თითოეულ ეტაპთან დაკავშირებით; წარმოდგენილია ქვეყანაში დღეს არსებული კონკურენტული გარემოს შესახებ ინფორმაცია, თუ რა ტიპის კონკურენციის პოლიტიკა გააჩნია ქვეყანას; ყურადღებაა გამახვილებული მსოფლიოში აღიარებული და დანერგილი კონკურენციის მარეგულირებელი ზოგიერთი ნორმის ხარვეზზე; შეფასებულია სახელმწიფო შესყიდვების სისტემა კონკურენციული თვალსაზრისით. ასევე, მიმოხილულია/შეფასებულია საკანონმდებლო ორგანოში ინიციირებული კონკურენციის მარეგულირებელი აქტების პროექტები და ახლად დამტკიცებული ანტიდემპინგური კანონი; როგორც ზემო თავებში აღნიშულ თავშიც ვხვდებით ავტორის დასკვნას მესამე თავში ასახულ და გადმოცემულ საკითხებთან/თემებთან მიმართებაში. ნაშრომში შეჯამების სახით ასახულია ავტორის დასკვნა და წარმოდგენილია სისტემის გაუმჯობესების რეკომენდაციები (ჯამში 15 რეკომენდაცია). ბოლოს კი (ბოლოსიტყვაობის მაგიერ) გვხვდება საკმაოდ საინტერესო და განსხვავებული პატარა თავი, რომელშიც კონკურენცია, გარკვეულწილად, ხელოვნების რანგშია აყვანილი (ხელოვნებასთან არის დაკავშირებული) და წარმოდგენილია კონკურენციის და პოეზიის ურთიერთ-თანხვედრის მაგალითი.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-9726-0-7
სათაური:
კონკურენციის პოლიტიკის გამოწვევები და მისი სრულყოფის გზები
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2020
გვერდები:
276
კატეგორია:
ბიზნესლიტერატურა
ნახვები:
429
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]