ესეც გაივლის
რეიტინგი
4.5 / 5
ნახვა
775
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ნინა ლინჩიკი
გამომცემლობა
თვითგამოცემა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
სამოტივაციო წიგნი, ესეც გაივლის, მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალის ისტორიას, რომელმაც კიბოს უთანასწორო ბრძოლა მოუგო. მძიმე დაავადებასთან შეჯახების შიშებსა და დეპრესიასთან ბრძოლა გრძელდება საკუთარ თავთან პირველი შეკითხვის დასმით: "ვინ ვარ მე?" მაშინ, როდესაც კიბოს ირგვლივ გავრცელებული სტერეოტიპები და მის მკურნალობასთან დაკავშირებული შიშები დაავადებას "სასიკვდილო განაჩენად" წარმოგვიდგენს, ავტორი მძიმე დაავადებას დროებით მოცემულობად გვისახავს. მთავარია, დროული მოქმედება და სწორად გათვლილი ნაბიჯები. წიგნი აერთიანებს არა მხოლოდ კიბოზე გამარჯვების ავტორისეულ გამოცდილებას, არამედ ფსიქოლოგიურ სავარჯიშოებსა და ჩასაწერ სივრცეებს. აქ, მკითხველს საშუალება ეძლევა შეიმუშავოს მისი გამოჯანმრთელებისთვის აუცილებელი ფსიქოლოგიური სტრატეგია. ეს წიგნი სულიერი თავშესაფარია, სადაც დაძლევ შიშებს და აქცევ მათ საკუთარ ძლიერ მხარეებად. „ესეც გაივლის“ მოგცემს ძალას და გასწავლის, როგორ გააგრძელო გზა გამოჯანმრთელებისკენ. არ დაგავიწყდეს, კითხვისას თან იქონიე კალამიც, რომელიც საინტერესო მეგზურობას გაგიწევს.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები