გნოზისი, ანუ ანგელოზის გული. წიგნი I

რეიტინგი

4.8 / 5

ნახვა

1044

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ავტორი

იმმა

გამომცემლობა

გეორგიკა

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„გზამკვლევი სულიერი ცოდნის მაძიებელთათვის“ - ასეც შეიძლება ეწოდოს იმმას მრავლისმომცველ ნაშრომს, რომელიც ოთხტომეულად დაიწერა და სრულიად განსაკუთრებულ ხედვას სთავაზობს დაინტერესებულ მკითხველს. წიგნი „გნოზისი, ანუ ანგელოზის გული“ განსაკუთრებულია როგორც თემითა და შინაარსით, ასევე თხრობის მანერით. ავტორი, რომელიც თავად საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მკვლევარია, ბუნებრივად იყენებს აღწერის დისციპლინათაშორის მეთოდს ბიოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკის, ფილოსოფიის, ხელოვნების, ისტორიისა და კოსმოლოგიის მოშველიებით, რომელიც, თავის მხრივ, პიროვნული და ისტორიულ-საკაცობრიო მისტიკური გამოცდილების აღწერასა და გაზიარებას ემსახურება. წიგნის მთავარი თემაა სამყაროსა და ადამიანზე ერთ დროს არსებული და ამჟამად დაკარგული სულიერი ცოდნა. კაცობრიობის ისტორიაში ამ ცოდნის უქონლობის, გამრუდებისა თუ ბოროტად გამოყენების შემთხვევებს ხშირად მოჰყოლია სავალალო შედეგები ხანგრძლივი პერიოდებით, ამიტომ სულიერი ცოდნის გადმოტანა ამ წიგნებში მიმდინარეობდა ნათელი იერარქიის - კაცობრიობის სულიერი მასწავლებლების უწყვეტი ზედამხედველობითა და მათთან უშუალო კონტაქტით. სიზმარხილვისა და ტელეპათიის განსაკუთრებული უნარის გამოყენებით, რომელსაც მწყობრი და რაციონალური ანალიზი ერთვის, ავტორი თანმიმდევრულად გვაცნობს სამყაროსა და ადამიანის თანაარსებობისა და თანამშრომლობის სულიერ პრინციპებს. წიგნის კიდევ ერთი თავისებურებაა აზრთა მიმოცვლა მკითხველთან: რამდენიმე წლის განმავლობაში ნაშრომის ფრაგმენტები ინტერნეტით ქვეყნდებოდა ფეისბუკის ჯგუფ „გნოზისში“ და მკითხველის ნააზრევი ბევრ საჭირბოროტო საკითხზე ოთხივე ტომშია შეტანილი. იმმას „ანგელოზის გული“ განსაკუთრებული ნაშრომია სულიერი ცოდნის მოპოვების გზაზე შემდგარი მგზავრისთვის. ქართულენოვან სივრცეში კი ამ სინკრეტული შემეცნებითი ჟანრის გამოჩენა-განვითარება საინტერესო და სასიხარულო მოვლენაა.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-8-3768-5
გამომცემლობაგეორგიკა
გვერდები637
გამოცემის წელი2022