იმედი არ გქონდეთ, რომ წიგნებს მოიშორებთ!

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

253

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

მიჩვეული ხართ კითხვას კომპიუტერის ეკრანზე, მობილურ ტელეფონში ან ელექტრონულ მკითხველში? არ დადიხართ წიგნის მაღაზიებში და მით უმეტეს ბიბლიოთეკებში? წიგნებისგან თავის დაღწევის იმედი გაქვთ? ,,იმედი არ გაგიმართლებთ!'' - ამბობს მეგობრული საუბრის მონაწილე ორი ევროპელი ინტელექტუალი: „წიგნი ისეთივე ობიექტად რჩება, როგორიც კოვზი, ჩაქუჩი, ბორბალი თუ მაკრატელია. ეს საგნები გამოგონების შემდეგ ვეღარ გააუმჯობესეს. კოვზზე უკეთესი კოვზის გამოგონებას ვერ შეძლებთ“. უმბერტო ეკო ცნობილი იტალიელი მწერალი, შუა საუკუნეების სპეციალისტი და სემიოტიკოსია, ჟან-კლოდ კარიერი ცნობილი ფრანგი რომანისტი, ისტორიკოსი, სცენარისტი, მსახიობი, ფრანგული კინოს პატრიარქია. ორივეს გატაცება წიგნებია: ძველი და ახალი, პოპულარული და იშვიათი, ჭკვიანური და ბრიყვული. და გატაცების ობიექტს ისინი მთელი თავიანთი ერუდიციითა და მახვილგონივრულობით იცავენ. ავტორები ადვილად გადადიან სერიოზული თემებიდან -ცოდნის გადაცემის გზები, პაპირუსისა და მნემონიკის როლი, ინტერნეტი და ელექტრონული წიგნები - ისტორიულ ანეკდოტებსა და ჩვეულებრივ კურიოზებზე. იმავდროულად, მკითხველი გაიგებს, რატომ `ვუმადლით წარსულის ცოდნას კრეტინებს, გონებასუსტებსა და მტრებს“ ან რატომ წაიკითხა უმბერტო ეკომ ,,ომი და მშვიდობა'' მხოლოდ ორმოცი წლის ასაკში

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941118555
გამომცემლობადიოგენე
გვერდები240
თარგმანიფრანგულიდან
მთარგმნელითამარ ლომიძე
გამოცემის წელი2024