წარმატების 7 სულიერი კანონი

რეიტინგი

4.4 / 5

ნახვა

11493

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

რამოდენიმე სიტყვა "თვითშეცნობის ახალი წყარო"-სგან გამარჯობა მეგობარო. ძალიან მიხარია რომ გადაწყვიტე ამ წიგნის წაკითხვა. სანამ საქმეზე გადავალთ მინდა მოგიყვე როგორ გაჩნდა ამ წიგნის თარგმნის იდეა და რა არის "თვითშეცნობის ახალი წყარო" 2017 თუ 18 წელს, ზუსტად აღარ მახსოვს. იძულებული ვიყავი თავი დამენებებინა საყვარელი საქმისთვის (ქსელური მარკეტინგი), რომელიც მიყვარდა. ეს გავაკეთე კოლექტივის გამო. ძალიან დამწყდა გული, მაგრმა სხვა გზა არ იყო. დიდ ხანს ვფიქრობდი რა მეკეთებინა, ადგილზე ვერ ვჩერდებოდი. საკუთარ თავს ვეძებდი, ასე ვთქვათ... და გადავწყვიტე ღონისძიებებზე სიარული. ასე გავიდა ერთი წელი, სანამ ერთ ღონისძიებაზე ერთმა გოგომ პრეტენზია გამოხატა იმის გამო,რომ საქართველოში არ არის ბიზნესის და პიროვნული ზრდის ლიტერატურა. მე ამ დროს გამეღიმა და გულში ვთქვი, რომ ეს მე უნდა გავაკეთო, რადგან ისედაც ძალიან მიყვარს ეგ თემა. საბედნიეროდ, არ ვიცი საიდან, მაგრამ ვიცოდი ტერმინოლოგია, იქიდან რომ მქონდა წაკითხული „ინტელექტიკას“ ლიტერატურა. და მაგ დროს გავიფიქრე. „აი როგორ იწერება ეს“, თვითონაც არ ვიცი რატომ. მერე იმაზეც ვიფიქრე, რომ ეს ბრენდად უნდა ვაქციო და რამე ლამაზი სახელი უნდა მოვუფიქრო. მაგაზეც დიდხანს ვფიქრობდი და სრულიად მოულოდნელად მოვიფიქრე სახელი „თვითშეცნობის ახალი წყარო“. ამ პროექტში იქნება დროთა განვალობაში აბსოლიუტურად ყველა წიგნი ქართულ ენაზე. შეკვეთებსაც მივიღებ. და არა მარტო წიგნი, იქნება ასევე ტრენინგები და კონსულტაციები, როგორც ერთჯერადი ასევე მრავალჯერადი. ასე რომ დარჩი ჩემთან ერთად, წინ ბევრი საინტერესო პროექტი გველოდება. წიგნის ბოლოს წერია ჩემი ინსტაგრამი და ტიკ ტოკი, ასე რომ, როცა ბოლოში მიხვალ გამოიწერე, ოღონდ ახლავე არ გადახვიდე, თორემ მთელ მუღამს დაკარგავ. მაგრამ საქმე კარგად ვერ წავიდა და წინ ვერ წავედი. და წელს (2022) იანვარში მირეკავენ და მატყობინებენ რომ ჩემი წიგნები გაიყიდა სოლიდურ თანხაში და გადავწყვიტე სერიოზულად მოვკიდო ხელი ჩემს მიტოვებულ პროექტს. აი ასეთი ისტორიაა ჩემოძვირფასო მკიხველო. ახლა კი, შევუდგეთ... დიპაკ ჩოპრა „წარმატების 7 სულიერი კანონი“-ს მოკლე აღწერა: ეს წიგნი არის შენი გზამკვლელი შენი ოცნების ცხოვრებისაკენ. ასე რომ ყურადღებით წაიკითხე და დანერგე ყველაფერი, ამით იცხოვრე, თორემ არაფერი გამოგივა. 1. წმინდა პოტენციალურობის კანონი. ეს ნიშნავს რომ თუ მოვლენის შეცვლა არ შეგვიძლია, მაშინ მივიღოთ ყველაფერი ისე როგორც არის. თუ რამე არ გამოგვდის კიდევ ვცადოთ ხელახლა, და უკვე ახალი ფურცლიდან. წინა შემთხვევისგან განსხვავებით სწორედ ვიმოქმედოთ და რაც შეიძლება ნაკლები შეცდომები დავუშვათ. თუკი, ჩვენს გაბრაზებას ცდილობენ არ მივაქციოთ ყურადღება და ცეცხლი თავისთავად ჩაქრება. 2. გაჩუქების კანონი:როცა ნახავ ნაცნობ ადამიანს აჩუქე მას შენი დადებითი ემოციები და როცა ხედავ უცნობ ადამიანს უბრალოდ გულში კარგად ყოფნა უსურვე. 3.კარმის კანონი:თითოეული ჩვენი მოქდებება უნდა იყოს შესაბამისი ჩვენი მიზნებისთვის. ჩვენ კი უაზროდ ვფანტავთ ჩვენს ცხოვრებას. როცა რამეს აკეთბ, ჰკითხე საკუთარ თავს, რისთვის აკეთებ იმას რასაც აკეთებ, და როგორი შედეგი მოჰყვება? 4.ნაკლები ძალისხმევის კანონი:თუ დააკვირდები, ბუნებაში ყველაფერი თავისთავად ხდება. ყვავილი ისე იზრდება რომ არ ხარჯავს არავითარ ძალისხმევას, წვიმა უბრალოდ მოდის, მზე უბრალდო და მარტივად ანათებს, და რა გვიშლის ადამიანებს ხელს, რომ უბრალოდ ვაკეთოთ ის რაც ბუნებრივად ღმერთმა ჩადო ჩვენში...? 5.ზრახვისა და სურვილის კანონი: ჯერ ზრახვა უნდა იყოს, და მერე ზრახვას მოჰყვება სურვილი. ანუ არ ფიქრობ რა შედეგი იქნება, შენ ტოტალურად ხარ აწმყოში და აწმყოს ენერგიით კვებავ საკუთარ თავს და ეს ენერგია გკვებას შენ და შენ ადვილად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აღწევ იმას რაც გსურს. 6.არ მიჯაჭვულობის კანონი: გაუშვი ყველაფერი, ნუ ფიქრობ კარგად გამოდგის თუ ცუდად, ეს ფიქრები არ გაგაკეთებინებს გასაკეთებელს, ამ ეტაპზე მაგაზე ნუ იფიქრებ, გათიშე ტვინი, როცა საჭირო იქნება მაშინ ჩართავ... იფიქრებ როცა უკვე გააკეთებ. 7.დჰარმის კანონი: დანიშნულების კანონი - როცა დავიცავთ ყველა ამ კანონს ავტომატიურად იგრძნობ მას და იქნები უზომოდ ბედნიერი, რითი ვარ მე სასარგებლო სხვებისთვის. როდესაც გააცნობიერებ ამ ყველაფერს მაშინ დაიწყება შენი სულიერი, ჭეშმარიტად ბედნიერი გზა.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობათვითშეცნობის ახალი წყარო
გვერდები100
თარგმანიქართული
მთარგმნელიალექსანდრე ოგანეზოვი
გამოცემის წელი2017