- ახლა რასაც მოგიყვები, არავინ იცის და შენ იქნები პირველი, რომელიც ამ ისტორიას მოისმენ. მე მინდა გავთავისუფლდე მძიმე მოგონებებისა და დამთრგუნველიტკივილისაგან. ეტყობა უფალი მპატიობს იმ დანაშაულს, რომელსაც მე თავად ბოლომდე ვერ ვპატიობ საკუთარ თავს და შენი თავი გამომიგზავნა, რომ შენთან, როგორცმოძღვართან აღსარება ვთქვა, ვაღიარო ჩემი ცოდვები და შენგან მივიღო პატიება, რადგან სხვა აღსარება არ იქნება. მხოლოდ დამპირდი, რომ ჩემს თავგადასავალს შენსერთ-ერთ რომანში აღწერ. ვერიკო საწოლზე წამოიწია, დაკვირვებით შეათვალიერა მოსაუბრე და თავი გააქნია. - აბა, მე რა მოძღვარი ვარ, პატიება კი მხოლოდ ღმერთს შეუძლია. შენი თავგადასავლის დაწერას კი დაგპირდები. - ჰოდა, ჩემო კარგო, შენ უნდა მიშუამდგომლო მოძღვართანაც და ღმერთთანაც, თუ ხვალ მე ოპერაცია ვერ გადავიტანე და მოვკვდი, - ღიმილით თქვა ლიამ. - კარგი რა, რას ლაპარაკობ, ხომ გითხრეს შენთვის სპციალურად ვიღაც ცნობილი ქირურგი მოიწვიეს საზღვარგარეთიდან. ეგეთი რამეები აღარ მითხრა, თორემ აღარმოგისმენ. ხომ გითხარი პესიმისტი და მშიშარა ვარ მეთქი და ახლა გინდა გული გამიხეთქო? - არა, უნდა მომისმინო, მართლა რომ მოვკვდე, იცოდე იმას, რომ არ მომისმინე ვერასოდეს აპატიებ საკუთარ თავს. - გისმენ, მხოლოდ აღარაფერი თქვა სიკვდილზე. მე მაწყნარებდი და მაიმედებდი, ვიფიქრე როგორი ოპტიმისტი და მხნე ქალია მეთქი, ახლა რაღა მოგივიდა? - არაფერი, ხომ იცი, მაინც მძიმე ოპერაცია მელის და ცოტა მეშინია, - ისევ გაიღიმა ლიამ. - ჰოდა, დაწყნარდი და დაიწყე. მაინტერესებს, ასე რომ ვგევართ გარეგნულად, ისტორიებშიც გვაქვს თუ არა რაიმე მსგავსი, - თქვა ვერიკომ, საწოლში შესწორდა დამოსასმენად გაემზადა. - დავიწყებ იქიდან, რომ კარგი, განათლებული მშობლები მყავდა, მე პირველი შვილი ვიყავი შენსავით. ძმაზე რამდენიმე წლით ვარ უფროსი. მამა მეც ძალიან მათამამებდა.ამბობენ მამებს, საერთოდ, ქალიშვილები უფრო უყვართო. ვერ ვიტყვი, რომ ძმაზე მეტად ვუყვარდი, მაგრამ მე უფრო მეფერებოდა. რაც არ უნდა მეთხოვა, მისრულებდა. ისიცადრე გარდაიცვალა მამაშენივით. დედამ შედარებით დიდხანს იცოცხლა და რამდენიმე წლის წინ დაგვტოვა. სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი, ხუთებზე დავამთავრე და იმავე წელს ჩავირიცხე უმაღლეს სასწავლებელში. პროფესიით ეკონომისტი ვარ. შენსავით არა, მაგრამ ჩემსჯგუფშიც ბიჭები მეტნი იყვნენ. სულ ოთხი გოგო ვიყავით. სტუდენტობა ჩემთვისაც ცხოვრების ყველაზე საუკეთესო ხანა იყო, ბავშვობის შემდეგ. ძალიან კარგი და მეგობრული ჯგუფი გვქონდა. თითქმის ნახევარი რაიონიდანჩამოსულები იყვნენ, წესიერი, პატიოსანი, მორიდებული ბავშვები. არ ვიცი, რა თვალზე დავინახე, მაგრამ ერთი, ძალიან მორიდებული, სერიოზული, შავგვრემანი ბიჭი, ნაღვლიანი გამოხედვით, ძალიან მომეწონა. ყოველთვის წყნარად იყო,არ მხიარულობდა, თითქმის არ ლაპარაკობდა და საერთოდ, არაფერში არ აქტიურობდა. კინოშიც არ დადიოდა ჩვენთან ერთად. მეც შენსავით შავგვრემანი, შავთვალებახალხი მომწონდა. მისმა ძალიან შავმა, კრიალა თვალებმა დამატყვევა და მის მეტს ვეღარავის ვამჩნევდი. ჩემთან მეგობრობას მთელი ჯგუფი ცდილობდა, ის კი განზე იდგა. როგორც გითხარი, მეც ოქტომბერში ვარ დაბადებული. ჩემმა მშობლებმა დაბადების დღე გადამიხადეს და მთელი ჯგუფი დავპატიჟე. ის არ მოვიდა. ძალიან მეწყინა. მეორედღეს ვკითხე, რატომ არ მოხვედი მეთქი. მიპასუხა, არ მეცალა, დეიდაჩემს რაღაც საქმეში ვეხმარებოდიო. სულ ვცდილობდი მასთან სიახლოვეს, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. სწავლით კარგად სწავლობდა. ზამთრის არდადეგებზე თავის რაიონში წავიდა. დასავლეთსაქართველოდან იყო. მას არჩილი ჰქვია. და დაიწყო ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ მისთვის თავი მომეწონებინა, მაგრამ როგორ, ეს არ ვიცოდი. პატარა ვიყავი და ქალურ ხრიკებსარ ვფლობდი, თუმცა ეს დღემდე ვერ ვისწავლე. რაც არ უნდა გამეკეთებინა, სულ ის მყავდა თვალწინ. ვცდილობდი განსაკუთრებულად კარგად მოვქცეულიყავი, რომ მისიყურადღება მიმეპყრო. მას ემჩნეოდა, რომ ხელმოკლე ოჯახიდან იყო, მე კი ყველაფერი მქონდა, მაგრამ მისი გულისთვის ყოველთვის უბრალოდ ვიცვამდი შენსავით. იმდენადგულჩათხრობილი და ჩუმი იყო, მის შესახებ არაფერი ვიცოდი. სხვებთან ძალიან კარგად ვიყავი, კინოში, თეატრში, სტუმრად დავდიოდი. ჩემთანაც მოდიოდნენ, დაბადებისდღეებზე მეპატიჟებოდნენ, მაგრამ იმ ჯგუფთან, ვინც გარს მეხვია, ის ახლოს არ იყო. მისმა ასეთმა ქცევამ ჩემი დაინტერესება მისით გააათკეცა. ასე გავიდა ერთი წელი. მეორე კურსიდან ცოტა დამიახლოვდა. ხანდახან ჩემს გვერდით დაჯდებოდა ხოლმე, მელაპარაკებოდა, რაღაცეებს მიყვებოდა და მე მივხვდი, რომ ძალიან ნაკითხი დაგანათლებული იყო. უნდა გენახა დავალებებს რა მონდომებით და ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდა. არაჩვეულებრივი კალიგრაფია და მეხსიერება ჰქონდა. არ არსებობდასაკითხი ნებისმიერ სფეროში, რომ მას არ სცოდნოდა. ყოველივე ეს, მის შავ თვალებთან და მსხვილ ტუჩებთან ერთად გონებას მირევდა და სიყვარულს მიძლიერებდა. - ლია, მაპატიე, რომ გაწყვეტინებ. შენი აღწერილი ბიჭი ისე ჰგავს იმ ბიჭს მე რომ ახალგაზრდობაში მომწონდა, არ ვიცი, რა ვიფიქრო. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომერთსა და იგივე პიროვნებაზე ვლაპარაკობთ. ისიც რაიონიდან იყო, მხოლოდ სახელები არ ემთხვევა. რაიონში საცხოვრებლად აღარ დაბრუნებულა, თბილისში ცხოვრობს,ბინაც მიიღო, დაცოლშვილდა, შვილიშვილიც ჰყავს, ვფიქრობ ბედნიერია თავისი ცხოვრებით და ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ. ლიამ გაიცინა და თავი გადააქნია.