იტვირთება...

ქართული სამზარეულო

მერაბ ბერაძე

5,889 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ქართული სამზარეულო ისეთივე უძველესია, როგორც თვით ქართველი ერი. მოგეხსენებათ, საქართველო პატარა ქვეყანაა და მიუხედავად ამისა, საკვების საოცრად მდიდარი პალიტრა აქვს. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ კახეთში, ქართლში, იმერეთში, ფშავ-ხევსურეთში, გურიაში, სამეგრელოში, რაჭაში, სვანეთში, აჭარაში, ლეჩხუმში, სამცხე-ჯავახეთსა თუ სხვაგან ერთი და იგივე დასახელების კერძების დამზადების უამრავი რეცეპტი არსებობს! წიგნში შეკრებილია ყველაზე პოპულარული კერძების რეცეპტები.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
საყოველთაოდ ცნობილია, რომ რაც უფრო სერიოზულ ყურადღებას აქცევს ადამიანი სწორ კვებას, რაც უფრო გონივრულადაა შედგენილი მისი მენიუ, მით უფრო ჯანმრთელია იგი და თავს მხნედ და ხალისიანად გრძნობს! რადგან ეს წიგნი ქართულის გარდა, გამოდის რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ, ფრანგულ, პოლონურსა და თურქულ ენებზე, გვინდა მივმართოთ უცხოელებს, თუკი თქვენ ერთხელ მაინც ყოფილხართ საქართველოში, აუცილებლად მოგეწონებოდათ და დაგამახსოვრდებოდათ რომელიმე კერძი. ჰოდა, ხომ შეიძლება, აქედან წასულებს, ოდესმე მაინც მოგენატროთ იგი. ამისათვის კი სულაც არ არის საჭირო დიდი მანძილის გადალახვა. ამ მცირე მოცულობის წიგნს კი, ცხადია, არა აქვს იმის პრეტენზია, რომ სრულად გაგაცნოთ ფანტასტიკურად მდიდარი და მრავალფეროვანი ქართული სამზარეულო! უბრალოდ, გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ზოგიერთი რამ იქიდან, რაც თქვენ საქართველოში ყოფნისას იგემეთ თქვენი კეთილი მასპინძლის ოჯახში, რესტორანსა თუ დუქანში, თქვენივე საკუთარი ხელით, თქვენსავე სამზარეულოში შეგიძლიათ დაამზადოთ, გემრიელად მიირთვათ და ისიამოვნოთ ოჯახის წევრებთან ან სტუმრებთან ერთად. ამასთან, გისურვებთ, ისეთ დონეზე აითვისოთ ჩვენი კულინარია, რომ თქვენთან სტუმრად ჩამოსული ქართველებიც კი გააოცოთ! მოდით, შევთანხმდეთ, თუ თქვენ გსურთ, თქვენ მიერ დამზადებული კერძი გემრიელი იყოს, ამისათვის აუცილებელია მაღალი ხარისხის პროდუქტი, რადგან თუ კერძისთვის მდარე პროდუქტს შევარჩევთ, იგი აუცილებლად დაკარგავს თავის გემოსა და სურნელს. აქვე გეტყვით, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ახალი რეცეპტები არ შეგვიქმნია და ამიტომ ვისარგებლეთ: კ. ბაქრაძის, თ. სულაქველიძის, ნ. ხოფერიას, თ. ლომიძის წიგნებით, აგრეთვე, აღიარებული კულინარის, ბატონ თენგიზ ჩიღვინიძის, ამ საქმის ჭეშმარიტი პროფესორის, ბატონ ამირან მელუასა და სხვადასხვა ავტორების მიერ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული რჩევებით. მათ კი, ნამდვილად მამულიშვილური საქმე გააკეთეს და გამოიყენეს საუკუნეების მანძილზე, ქართველი კაცის მიერ რუდუნებით შექმნილი რეკომენდაციები და დავიწყებას არ მისცეს ისინი. მადლობა მათ! ჩვენ შესანიშნავად ვიცით, რომ წიგნში წარმოდგენილი კერძების ნაწილი, არცაა ქართული წარმომავლობის, მაგრამ ისინი იმდენად გაითავისა ერმა და იმდენად მოერგო ჩვენებურ სუფრას, რომ ვფიქრობთ, დიდი ცოდვა არ იქნება, თუკი მათი მომზადების ტექნოლოგიას სხვა ქართულ კერძებთან ერთად გაგაცნობთ.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-0-3126-7
სათაური:
ქართული სამზარეულო
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2010
გვერდები:
160
კატეგორია:
კულინარია
ნახვები:
5889
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]